ქალთა შორის ერთერთი ინტრიგა იმ მერვე ჩოგბურთელის გამოვლენაა, რომელიც სტამბოლში წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს
საჩოგბურთო სეზონი თანდათან დასასრულს უახლოვდება. თუ მამაკაცთა ჩოგბურთში კიდევ ბევრი მოვლენაა დარჩენილი, WTA-ში ამ ორშაბათს დაიწყო რეგულარული სეზონის ბოლო კვირა.

ერთ-ერთი ინტრიგა იმ მერვე ჩოგბურთელის გამოვლენაა, რომელიც სტამბოლში წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ ტოკიოსა და პეკინის ტურნირების ზედიზედ მოგებით თითქმის გაინაღდა თურქეთში გამგზავრება. ერთადერთი, ვინც მას შეიძლება ხელი შეუშალოს - მარიონ ბარტოლია. ფრანგისთვის ორი აუცილებელი პირობა არსებობს - ტიტულების მოპოვება ოსკასა და მოსკოვში.

ამ გეგმის პირველი ნაწილი მარიონმა წარმატებით შეასრულა. ბარტოლი ძალიან მოტივირებული ჩავიდა ოსაკაში და პირველი სამი მატჩი დამაჯერებლად მოიგო - 6:2, 6:2; 6:1, 6:2 და 6:2, 6:1. ფორმალურად ტურნირის მთავარი ფავორიტი პირველ ნომრად განთესილი სამანტა სტოსური იყო. ავსტრალიელს ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ სერიოზული ჩავარდნა აქვს და ოსაკაში საწყისმა რაუნდმა გამოავლინა სამანტას პრობლემები - პირველ მატჩში ნოპავან ლერტჩივაკარნს ბოლო სეტი მხოლოდ 7:5 მოუგო.

სამანტამ ნახევარფინალამდე მეტნაკლებად დამაჯერებლად მიაღწია, იქ კი ჩინელ ჟიე ჟენგს შეხვდა. კვირის შუაში იაპონიაში წვიმები დაიწყო და არსებობდა იმის საშიშროება, რომ ტურნირი ორშაბათს დასრულდებოდა, მაგრამ ორგანიზატორები ვადებში ჩაჯდნენ. თუმცა ფინალისტებს კვირას ორ-ორი მატჩის ჩატარება მოუწიათ. სტოსურს ჟენგთან უმძიმესი ნახევარფინალის (7:6, 3:6, 6:3) შემდეგ ორსაათნახევარში მოუწია ფინალის სათამაშოდ გასვლა.

მეორე ნახევარფინალში ბარტოლი ანჟელიკ კერბერს გაუსწორდა. მატჩი იოლი არ ყოფილა, მაგრამ იმაზე მარტივი იყო, ვიდრე სტოსურს ჰქონდა - 6:1, 7:6 ბარტოლის სასარგებლოდ. მცირე დროით შესვენების შემდეგ ნახევარფინალში გამარჯვებულები კორტზე დაბრუნდნენ. სტოსურისა და ბარტოლის პირად შეხვედრებში ანგარიში 2:2 იყო, მაგრამ ბოლო მატჩში ბარტოლიმ მოიგო დამაჯერებლად - 6:3, 6:1.

თითქოს ასეთი რამ ამჯერად არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ 3:2-ის შემდეგ სამანტას ძალები გამოელია და მატჩის ბოლომდე მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. ისევ 6:3, 6:1. ბარტოლის გამარჯვება მეტად სჭირდებოდა და მიაღწია კიდეც მიზანს. ახლა, სტამბოლის საგზურის მოსაპოვებლად ფრანგს მოსკოვში გამარჯვება სჭირდება, გარდა ამისა, რადვანსკამ უნდა წააგოს პირველივე წრე.

ოსაკას პარალელურად გაიმართა ტურნირი ლინცში. აქ მუხლის ტრავმის გამო გამოიტანა განაცხადი გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა, რითაც სტამბოლში გამგზავრების ბოლო შანსი დაკარგა. სხვებს ასეთი ამბიციები არ ჰქონიათ და ამიტომაც ამ ტურნირმა ნაკლები ინტერესი გამოიწვია.

საბოლოოდ, ნახევარფინალში საუკეთესოები მოხვდნენ. ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა სერბ ელენა იანკოვიჩს - მან 6:4 მოუგო პირველი სეტი პეტრა კვიტოვას და მეორეში ბრეიკით იგებდა - 2:1, მაგრამ მაინც სამ სეტში დამარცხდა - 6:4, 4:6, 3:6. მეორე ნახევარფინალში დომინიკა ციბულკოვამ ლუსი საფაროვა დაამარცხა - 6:1, 6:4.

სლოვაკი ჩოგბურთელი ორჯერ თამაშობდა ფინალში და ორივეჯერ წააგო, კვიტოვასთან ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც არასახარბიელო ჰქონდა - 0:3, თანაც ეს სამივე შეხვედრა წელს გაიმართა. ციბულკოვა ბევრს ცდილობდა, მაგრამ კვიტოვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მთლიანად აკონტროლებდა შეხვედრას - 6:4, 6:1.

WTA

HP Open

ოსაკა (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 2)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 1) 6:3, 6:1.

Generali Ladies Linz

ლინცი (ავსტრია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვენ, 7) 6:4, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა