100 წლის ინდოელმა სიქჰ ფაუჯა სინგხმა ტორონტოს მარათონში მიიღო მონაწილეობა და "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვდა
100 წლის ინდოელმა სიქჰ ფაუჯა სინგხმა ტორონტოს მარათონში მიიღო მონაწილეობა და "გინესის რეკორდების წიგნში" მოხვდა, როგორც მარათონის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე, რომელმაც 42-კილომეტრიანი დისტანცია სტარტიდან ფინიშამდე გაირბინა.

როგორც სააგენტო AP წერს, ინდოელ "მორბენალს" დისტანციის დასაფარად რვა საათი დასჭირდა. კენიელმა კენეტ მუნგარემ, რომელმაც ტორონტოში მთავარი პრიზი მოიპოვა, 42 კილომეტრი ორ საათზე ოდნავ მეტ დროში გაირბინა.

როცა სინგხმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა, მუშები უკვე სარეკლამო ბანერებსა და ბარიერებს იღებდნენ. სამაგიეროდ, 100 წლის რეკორდსმენს თბილად შეხვდნენ ნათესავები და მეგობრები, რომლებმაც მას ოვაციები გაუმართეს.

"მან წინასწარ დაგეგმილ გრაფიკს გადააჭარბა, - განაცხადა სიქჰ ფაუჯას მწვრთნელმა და თარჯიმანმა ჰარმენდერ სინგხმა. - უფრო ადრე, ბოლო მოსახვევის წინ მან განაცხადა, რომ აქ ფინიში - მეორედ დაქორწინებასავითაა. ის უბედნიერესია, რომ მთელი თავისი ცხოვრების ოცნება აისრულა".

100 წლის ათლეტმა განაცხადა, რომ მისი უახლოესი მიზანია 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობა. ის ანალოგიურ ესტაფეტაში 2004 წელს, ათენში დარბოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა