ჩემპიონთა ლიგა. სამშაბათის მატჩების წინ: ნოიერი ნულს ნეაპოლშიც შეინარჩუნებს?
A ჯგუფი

ნაპოლი-ბაიერნი

შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ბაიერნს" ნეაპოლში მორიგი, ამჯერად კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა ელის. რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე "ნაპოლის" დღესდღეობით ყველაზე ძლიერ იტალიურ კლუბს უწოდებს, თუმცა ვალტერ მაძარის გუნდმა "კალეს" ეს მოსაზრება ვერ დაამტკიცა - ნეაპოლელები "პარმასთან" 1:2 დამარცხდნენ.

მიუხედავად ამისა, რუმენიგე იხტიბარს არ იტეხს: "ჩემი აზრით, "პარმასთან" მატჩის დროს ნეაპოლელები უკვე ჩვენთან შეხვედრაზე ფიქრობდნენ, კონცენტრაცია აკლდათ და ამიტომაც დამარცხდნენ. ასეთი რამ "ბაიერნსაც" არაერთხელ დამართნია. ერთი სიტყვით, "ნაპოლის" "პარმასთან" წაგება არაფერს ნიშნავს."

მიუნხენური გრანდი ბრწყინვალე ფორმაშია: თორმეტმატჩიანი წაუგებელი სერია და არცერთი გაშვებული გოლი - ასეთია იუპ ჰაინკესის ბიჭების მონაპოვარი. შესაბამისად, ცხადია, "ბაიერნი" ნეაპოლში სამი ქულისთვის ჩავიდა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მიუნხენელები არც ფრეზე იტყვიან უარს. ჰაინკესს არიენ რობენის გარდა ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და თუ ჰოლანდიელს არ ჩავთვლით, რეკორდმაისტერი "სან პაოლოზე" საუკეთესო შემადგენლობით იასპარეზებს.

მიუნხენური გრანდის ბოლოდროინდელი შედეგები მაძარის არ აშინებს: "ბაიერნი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. თუ ჩვენ სწორად ვითამაშებთ, მართლაც იდეალურ ფორმაში მყოფი გერმანული გრანდის დამარცხების შანსი მოგვეცემა," - აცხადებს ნეაპოლელთა 50 წლის თავკაცი. აღსანიშნავია, რომ მან "პარმასთან" მატჩში არცერთი წამყვანი მოთამაშე არ დაასვენა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ინლერი, გარგანო, ძუნიგა - ჰამშიკი, კავანი, ლავეცი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი.

არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

მანჩესტერ სიტი-ვილიარეალი

ჯგუფის პარალელურ მატჩში "მანჩესტერ სიტი" პირველი სამი ქულის მოპოვებას "ვილიარეალთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება. რობერტო მანჩინის გუნდი ფავორიტია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ვილიარეალს" დასაკარგი აღარაფერი აქვს: ესპანელებმა ეს თამაშიც თუ წააგეს, ჯგუფიდან გასვლას ვინ ჩივის, მესამე ადგილს და შესაბამისად, ევროპის ლიგაზე გადასვლის პერსპექტივასაც დაემშვიდობებიან.

გასულ უქმეებზე მანჩესტერელმა "ასტონ ვილას" 4:1 გადაურბინეს, "ვილიარეალმა" კი "ხეტაფესთან" მხოლოდ უგოლო ფრე გაახერხა. ისე, ხუან კარლოს გარიდოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში არა მარტო პირველ გამარჯვებას, არამედ პირველ გოლსაც ელოდება.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - დე იონგი, იაია ტურე - ნასრი, სილვა, ბალოტელი - ჯეკო.

ვილიარეალი (4-4-2): დიეგო ლოპესი - საპატა, მარჩენა, გონსალო, კატალა - დე გუზმანი, ბრუნო, სენა, კანი - ვალერო, როსი.

არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 2 2 0 0 4-0 6

2. ნაპოლი 2 1 1 0 3-1 4

3. მანჩესტერ სიტი 2 0 1 1 1-3 1

4. ვილიარეალი 2 0 0 2 0-4 0

B ჯგუფი

ცსკა-ტრაბზონი

ამ ჯგუფის პირველი მატჩი საღამოს რვა საათზე დაიწყება: ბოლო ადგილზე მყოფი ცსკა მოსკოვში სენსაციურ ლიდერს, "ტრაბზონსპორს" ეთამაშება. თურქეთის ვიცე-ჩემპიონი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ჩემპიონი "ფენერბაჰჩე" ყველასათვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო დაისაჯა, მილანში "ინტერის" დამარცხებისა და "ლილთან" ფრის შემდეგ ცხრილს 4 ქულით სათავეში უდგას. მოსკოველებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და თუ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა სურთ, ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ.

არმიელების თავკაცი ლეონიდ სლუცკი წამყვან ნახევარმცველ ოლისეს (ტრავმა) ვერ გამოიყენებს, თურქთა მწვრთნელი შენოლ გიუნეშს კი საკადრო პრობლემები თავდასხმაში აქვს: ენრიკე და ვიტეკი ლაზარეთში არიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-3-1-2): გაბულოვი - ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი - ალდონინი, მამაევი, ტოშიჩი - ძაგოევი - დუმბია, ვაგნერ ლავი.

ტრაბზონი (4-2-3-1): ზენგინი - ჩელუსტკა, კაჩარი, გლოვასკი, ჩეხი - კოლმანი, ზოკორა - ვოლქან შენი, ალანზინიო, ჰალილ ალთინთოფი - ბროძეკი.

არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ლილი-ინტერი

ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის გამარჯვებულმა "ინტერმა" ხეირი ვერც მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ნახა: "ნერაძურიმ" გასულ უქმეებზე "კატანიასთან" წააგო და იტალიის ჩემპიონატში სამარცხვინოდ გამოიყურება, ჩემპიონთა ლიგაში კი "ინტერს" კიდევ არა უშავს - აწ უკვე რანიერის შეგირდებს სამი ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.

მილანური გრანდის ბოსმა მასიმო მორატიმ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს "ლილთან" აუცილებლად სამი ქულის მოპოვება უბრძანა. "ინტერს" სამუელი ჰყავს ტრავმირებული, სამაგიეროდ, კივუ გამოჯანმრთელდა. თუმცა "ლილს" აგვისტოს მერე (0:1 მონპელიესთან) აღარ წაუგია.

სავარაუდო შემადგენლობები

ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, როზენალი, ბასა, ბერია - ბალმონი, მავუბა, პედრეტი - კოული, პაიე, ჰაზარი.

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ძანეტი - სტანკოვიჩი, კამბიასო, ობი - სნეიდერი - პაცინი, მილიტო.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ტრაბზონი 2 1 1 0 2-1 4

2. ინტერი 2 1 0 1 3-3 3

3. ლილი 2 0 2 0 3-3 2

4. ცსკა 2 0 1 1 4-5 1

C ჯგუფი

ოცელული-მანჩესტერი

მორჩა, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საჩუქრების დარიგება უკვე აკრძალულია - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა "ბენფიკაც" გაახარა (1:1), "ბაზელიც" (3:3) და ახლა "ოცელულს" აუცილებლად უნდა მოუგოს. რუმინელები ხელცარიელები, ბოლო ადგილზე არიან და მათთვის კარგი მხოლოდ ის არის, რომ "იუნაიტედს" დაცვის ბურჯი ფერდინანდი არ ეყოლება.

სავარაუდო შემადგენლობები

ოცელული (4-5-1): გრაჰოვაცი - სკუბიჩი, პერენდიია, კოსტინი, სალაგეანუ - ანტალი, ფილიპი, იბე, გიურგიუ, ბუსი - პენა.

მანჩესტერ იუნაიტედი (): დე ხეა - ფაბიო, ჯოუნსი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, ქერიკი, ანდერსონი, იანგი - რუნი, ერნანდესი.

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ბაზელი-ბენფიკა

"ბაზელისა" და "ბენფიკას" დაპირისპირებას კი ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგებული მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. შვეიცარიულ კლუბში სერიოზული ცვლილება მოხდა: მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი გერმანიაში წავიდა და "ჰამბურგს" ჩაუდგა სათავეში. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს "ბაზელზე" - ამ ეტაპზე ფინკს მისი ასისტენტი ჰაიკო ფოგელი ცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰიოფერი, კოვაჩი, დრაგოვიჩი, იოო - ფ. ფრაი, ჰუგელი, კაბრალი, შაქირი - ა. ფრაი, შტრელერი.

ბენფიკა (4-1-4-1): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - ხავი გარსია - გაიტანი, ვიტსელი, აიმარი, ნოლიტო - კარდოსო.

არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაზელი 2 1 1 0 5-4 4

2. ბენფიკა 2 1 1 0 2-1 4

3. მანჩესტერ იუნაიტედი 2 0 2 0 4-4 2

4. ოცელული 2 0 0 2 1-3 0

D ჯგუფი

რეალი-ლიონი

"რეალისა" და "ლიონის" დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგის კლასიკად იქცა - ბოლო შვიდ სეზონში ესპანური და ფრანგული გრანდები ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ და მაინც შეგახსენებთ, რომ "ლიონი" "სამეფო გუნდს" ძალიან ხშირად ამწარებდა ხოლმე. თუმცა გასულ სეზონში "რეალმა" "ლიონის" წყევლა მოიხსნა და მერვედფინალიდან გააგდო (1:1, 3:0). "ლიონს" გოლეადორი ლისანდრო ლოპესი აკლია, სამაგიეროდ, გურკუფი გამოუჯანმრთელდა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი, კაკა - იგუაინი.

ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეილერი, კრისი, ლოვრენი, სისოხო - კალსტრიომი, გონალონსი - ბრიანი, გურკუფი, ბასტოსი - გომისი.

არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

დინამო (ზ)-აიაქსი

"დინამო" მედგრად კი იბრძვის, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ჰყოფნის. "აიაქსი" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაგრებიდან სამი ქულა წაიღოს - ამსტერდამელებს არაფრით არ სურთ, რომ აუტსაიდერთან ქულები დაკარგონ.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ზ. (4-4-2): კელავა - ვიდა, ტომეჩაკი, ტონელი, კუფრე - კალელო, ბადელი, ლეკო, სამირი - ბექირაი, კრსტანოვიჩი.

აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - ენო, ერიკსენი, იანსენი - სულეიმანი, ს. დე იონგი, ბოერიგტერი.

არბიტრი: მანუელ გრეფე (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 2 2 0 0 4-0 6

2. ლიონი 2 1 1 0 2-0 4

3. აიაქსი 2 0 1 1 0-3 1

4. დინამო (ზ) 2 0 0 2 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ