რეიტინგიანი უკვე 9 ქალი ჩოგბურთელი გვყავს, დაემატნენ 22 წლის ნათია გეგია და 21 წლის მაგდა ოქრუაშვილი
ორშაბათი ახალი რეიტინგების დღეა და ვნახოთ, გუშინ გამოქვეყნებულმა სიებმა როგორ იმოქმედეს ქართველ ჩოგბურთელთა საკლასიფიკაციო მდგომარეობაზე - ქალები: 89 (+2) ანა ტატიშვილი - 758 ქულა; 181 (+2) მაკა ჩახნაშვილი - 331; 256 (-2) ოქსანა კალაშნიკოვა - 214; 260 (+5) სოფიო შაფათავა - 213; 417 (+6) ეკა გორგოძე - 91; 440 (+8) სოფიო ქვაცაბაია - 84; 492 (+25) თათია მიქაძე - 70; 988. ნათია გეგია - 11; 1211. მაგდა ოქრუაშვილი - 3. ვაჟები: 1 239 (+4) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1344 (+7) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 864 (-11) ალექსანდრე მეტრეველი - 1.

მთავარი სიახლე ისაა, რომ რეიტინგიანი უკვე 9 ქალი ჩოგბურთელი გვყავს, დაემატნენ 22 წლის ნათია გეგია და 21 წლის მაგდა ოქრუაშვილი. გეგია ბოლოს 2004 წელს იყო რეიტინგში, თუმცა ათასეულამდე მაშინ არ მიუღწევია, ოქრუაშვილი 2008-ში ათასეულშიც იყო.

მაკა ჩახნაშვილი ესპანეთის ქალაქ სევილიაშია, სადაც 25-ათასიან ტურნირზე მე-4 ნომრად განთესეს. მისი პირველი მეტოქე პორტუგალიელი მარია ჟოაო კოელერია (227). შარშან ქართველმა აჯობა მეტოქეს, წლეულს კი ორჯერ პორტუგალიელმა იმარჯვა.

ვნახოთ, რა იქნება მათ მეოთხე დაპირისპირებაში. ანტალიაში, 10-ათასიან ტურნირში ეკა გორგოძე მე-3 ნომრად არის განთესილი (მეტოქე ესენ კოკჩე), ხოლო სოფიო ქვაცაბაია - მეხუთედ (მეტოქე კამელია-ელენა ჰრისტეა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა