გერმანიის და ინგლისის ნაკრები გუნდები ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ემზადებიან. მატჩი ბლუმფონტეინში გაიმართება. ცნობილია, რომ გერმანელებს ტრავმირებული ჰყავთ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი...

გერმანიის და ინგლისის ნაკრები გუნდები ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ემზადებიან. მატჩი ბლუმფონტეინში გაიმართება. ცნობილია, რომ გერმანელებს ტრავმირებული ჰყავთ ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი. ის განასთან მატჩის დროს დაშავდა. "ბაიერნის" შუახაზელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ჯერაც არ არის გარკვეული, შეძლებს თუ არა ხვალინდელი მატჩისთვის გამოჯანმრთლებას.

უნდა ითქვას, რომ იოაჰიმ ლიოვს მაინცდამაინც დიდი იმედი არ აქვს. ამიტომ, ის უკვე აკეთებს გათვლას მის შემცვლელზე. ამ როლში ლიოვს თომას კროოსი ესახება. 20 წლის ნახევარმცველი მწვრთნელმა განასთან მეორე ტაიმში შეიყვანა. ლიოვი დარწმუნებულია, რომ კროოსი ინგლისელების წინააღმდეგ სათამაშოდ მორალურადაც მზადაა.

დღეს დილით გაირკვა, რომ ინგლისთან არ იქნება ფორვარდი კაკაუც, რომელმაც ვარჯიშზე მუცლის კუნთი დაიჭიმა. განასთან მატჩში კაკაუმ დისკვალიფიცირებული მიროსლავ კლოზე შეცვალა. კლოზემ სასჯელი მოიხადა და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ხვალ მოედანზე იქნება.

დიდი ეჭვის ქვეშაა ჯერომ ბოატენგის ჯანმრთელობაც. დიდი ალბათობით, ლიოვი ვერც ამ ფეხბურთელს დაიხმარს.

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..