თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა სომხეთში ჩატარებულ ტურნირზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკებმა ამ უქმეებზე წარმატებით იჭიდავეს სომხურ იჯევანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონ გლენ მეჯლუმიანის მემორიალში - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონები გიორგი პასიკაშვილი (46), ლევან მურადხანაშვილი (69) და ირაკლი მწითური (76) გახდნენ, ტარიელ გაფრინდაშვილმა (63) მხოლოდ ფინალური შეხვედრა წააგო, ბექა წიკლაური (58), ტარზან მაისურაძე (63), გიორგი ბეჟაშვილი (69), დავით ლილუაშვილი (85) და ნიკა მელიქიშვილი (100) კი მესამეზე გავიდნენ.

ხაშურისა და ონის ტურნირების შემდეგ ეს შეჯიბრება ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი იყო გაისად დასაკომპლექტებელი გუნდის გზაზე. სომხეთში წასაყვანი შემადგენლობაც იმ ორი ტურნირის შედეგების მიხედვით შეირჩა, თუმცა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა იქ ორ-ორი კაცი მხოლოდ ორ წონაში - 63-69-ში გააგზავნა (თვითონ ამჯერად არ გაჰყოლია გუნდს).

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბავიც 69-ში მოხდა, სადაც ნახევარფინალში ქართველები შეხვდნენ ერთმანეთს - ხაშურის ტურნირის გამარჯვებულმა მურადხანაშვილმა ონში გამარჯვებულ ბეჟიაშვილს სძლია. მართალია, მომავალ წლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამეც შეიცვლება. ამდენად, ნაკრებში მოხვედრაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, თუმცა შიდარეიტინგისთვის ასეთი დეტალები მაინც მნიშვნელოვანია.

ხაშურის ტურნირის ჩემპიონები არიან გაფრინდაშვილი და წიკლაური, რომლებმაც წონაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს. აღსანიშნავია პასიკაშვილის წარმატებაც, თუმცა ორივე შიდა ტურნირი ამ წონაში ბათუმელმა რამაზ ზოიძემ მოიგო (ონში მან ფინალიც მოუგო პასიკაშვილს). მელიქიშვილი ონში მეორეზე გავიდა, ლოლაშვილი - მესამეზე, თუმცა ის ამჯერად 85-ში გამოვიდა.

თვის ბოლოს ქართველი ჭაბუკები მორიგ გამოცდას ამბროლაურში ჩააბარებენ, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ გურამ საღარაძის სახელობის ტურნირში იჭიდავებენ.

ჭაბუკთა ნაკრებამდე სომხეთში, (ქალაქ არტაშატში) ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იმყოფებოდნენ, ოღონდ - ახალგაზრდები, რომლებიც იქ რაზმიკ გოლეტიანის სახელობის ტურნირში გამოვიდნენ. შეჯიბრებაში ჩვენგან სპორტკლუბ "მართვეს" გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. ქართული ფინალი იქაც გაიმართა - 74 კილოგრამში ალექსანდრე ჯაჭვაძემ დიმიტრი ბასილაშვილი დაამარცხა. ჯაჭვაძის გარდა, ჩემპიონები გიორგი კაკაურიძე (96) და დავით გობეჯიშვილიც (120) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი კაპანაძემ (50), ლევან ცალქალამანიძემ (55), იაკობ პეტრიაშვილმა (84) და გიორგი გონაშვილმა (120) მოიპოვეს.

"მართვეს" ახალგაზრდა მოჭიდავეები ამ დღეებშიც ესტუმრებიან სომხეთს, ამჯერად ქალაქ ვანაძორს, სადაც იქაურთა სახელოვანი მწვრთნელის, ვეტერანებში 9-გზის მსოფლიოს ჩემპიონ ჟორა ოგანესიანის სახელობის ტურნირში გამოვლენ (სხვათა შორის, ოგანესიანი ამ უქმეებზეც ჭიდაობდა ვეტერანთა მსოფლიოს პირველობაზე ტირანაში, თუმცა ამჯერად ხელი მოეცარა და ტიტული მეათედ ვერ მოიპოვა). იქ ჩვენები შემცირებული გუნდით წავლენ: ზემოთ ხსენებული ტარიელ გაფრინდაშვილი (63), გიორგი გელაშვილი (50), ფერდინანდ გონაშვილი (55) და გიორგი ბოხუა (69), თუმცა არაა გამორიცხული, ერთი მონაწილე კიდევ დაიმატონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა