"ბათუმი XV"-მა 14 თამაშიდან ყველა მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის გათამაშება პირველ ლიგაში. შესანიშნვად იასპარეზა "ბათუმი XV"-მა, რომელმაც შეჯიბრება დაუმარცხებლად განვლო, 14 თამაშიდან ყველა მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მიუხედავად ბათუმური გუნდის "უმაღლესში ჩარიცხვის" საკითხი ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო, რადგან უხალოეს მდევარ თბილისის "ჯიქებს" მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა განცდილი. ბოლო ტურში სწორედ ლიდერების ბრძოლა შედგა. თამაში ბათუმში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 11:6.

"ჯიქები", რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი ჯერაც არ დაუკარგავს - წინ გადათამაშების ორი მატჩი ელის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასულ თბილისის "აკადემიასთან" და წარმატების შემთხვევაში, უძლიერესთა შორის სწორედ მის ადგილს დაიკავებს.

I ლიგა. XIV ტური

ხულიგანა-დევები 24:6, არწივები-თიბისი 25:32, ბათუმი XV-ჯიქები 11:6, ბაგრატი-რაინდები 24:18.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი XV - 28 ქულა, 2. ჯიქები - 24, 3. თიბისი - 17, 4. ხულიგანა - 16, 5. ბაგრატი - 9, 6. დევები - 8, 7. რაინდები - 6, 8. არწივები - 2.

გადასასვლელი

22 ოქტომბერი

ჯიქები-აკადემია

29 ოქტპმბერი

აკადემია-ჯიქები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო