შესაძლოა საქართველოს წარმომადგენლებმა ნიჩბოსნობაში ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა
სამ ათეულ წელიწადზე მეტია, ნიჩბოსნობაში საქართველოს წარმომადგენლებს ოლიმპიურ თამაშებში არ უასპარეზიათ. და აი, სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა, ჩვენს ოცნებას ფრთები შეესხას. მართალია, ჯერ თეორიული, მაგრამ შანსი არის, რაშიც კანოისტთა წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმაც დაგვარწმუნა - მცხეთელ ზაზა ნადირაძეს წამის მეასედები არ ეყო ლონდონის საგზურის დასაბევებლად.

გასულ უქმეებზე ქართველმა ნიჩბოსანმა მშობლიურ ქალაქთან მდინარე მტკვარზე შემოდგომის ღია ჩემპიონატში იასპარეზა, 200 და 5000 მეტრზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ორი ოქრო მოიხვეჭა, მაგრამ ზაზა შედეგებით უკმაყოფილო იყო.

- ჩემთვის ახლა საპრიზო ადგილებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია დრო, რომლითაც, უპირველესად, ევროპელ კონკურენტებს უნდა გავუსწრო. ეტყობა, სეზონის მიწურული რომ არის, ძალების სრული მობილიზება ვერ შევძელი.

- სეგედში თუ შეგეძლო მთავარ ფინალში მოხვედრა?

- უნგრეთში გამზავრებამდე ბრანდენბურგში (გერმანია) 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ვიასპარეზე. 50 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დავიკავე, რაც ჩემთვის დიდი წარმატება იყო და მომდევნო შეჯიბრებებისთვის სტიმული მომცა. ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამით, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები ბუდაპეშტში წაგვიყვანეს 14-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე.

იქიდან კი სეგედში გავემგზავრეთ სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე. 200 მეტრზე მე-2 გაცურვის სტარტზევე დავუშვი ტექნიკური შეცდომა და B ფინალში ვერ მოვხვდი. 200 მეტრი სპრინტერული დისტანციაა და ოდნავ გადაცდომასაც არ გაპატიებს. იმავე დღეს 500 მეტრზეც მომიწია გამოსვლა. იქ B ფინალში კი მოვხვდი, მაგრამ ოცნების ასრულება ვერ შევძელი. ოთხმა ნავმა, ფაქტიურად, ერთდროულად გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ფოტოფინიშმა გამოავლინა, რომ წამის მეასედებით ჩამოვრჩი მეტოქეებს და საბოლოოდ მე-15 ადგილი დავიკავე. არადა, A ფინალში მოხვედრა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ისეთმა სპორტსმენებმა გამისწრეს, რომლებსაც შესარჩევებსა და ვარჯიშებზე ვუგებდი. დისტანციის ბოლო 100 მეტრზე დაღლა ვიგრძენი და ფინალში მოხვედრის ბედიც ამან გადაწყვიტა.

- და ამით ლონდონზე ოცნებას დაემშვიდობე?

- არა, შანსი კიდევ მაქვს. კანოეში ხუთი წელია, ვალიკო გირდას ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, საერთაშორისო ტურნირებშიც ბევრჯერ გამიმარჯვია.

სპორტულ ფორმასაც არ ვუჩივი. ყოველივე ეს კი რწმენას მმატებს, რომ ოცნება რეალობად ვაქციო და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში ვიასპარეზო. თუ ოდნავი ხელშეწყობა იქნება, უკრაინელები მიწვევენ ექვსთვიან საწვრთნელ შეკრებაზე. მერე ორ სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირზე გამოვალ: გაისად 15-16 მაისს - პოზნანში (პოლონეთი), მაისის მიწურულს კი - მოსკოვში. ნორმალურად თუ მოვემზადები, მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

- სამ დისტანციაზე გიწევს ასპარეზობა. უფრო რომელს ამჯობინებ?

- ორას მეტრზე შეჯიბრებას, მაგრამ, როგორც გითხარით, სპრინტერული დისტანციაა და უდიდეს ენერგიას მოითხოვს, ფიზიკურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. მეტი წარმატებები 500 მეტრზე მაქვს.

- კერპი თუ გყავს?

- ბევრი მსმენია ფოთელ ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ კრატასიუკზე, ასევე, მცხეთელ ჯიმშერ ხოშიბაევზე. მათი გამოსვლების მხოლოდ ფრაგმენტები მაქვს ნანახი ეკრანზე. ამჟამინდელ სპორტსმენთაგან ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ვალენტინ დემიანენკოს ქომაგი ვარ. უკრაინელი სპორტსმენი ახლა აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს. სეგედში მან 200 მეტრზე ოქროს მედალი მოიპოვა.

- ნიჩბოსნობის გარდა, რა გიტაცებს?

- რაგბი, ავტოსპორტი. წლეულს მორაგბეთა მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის რამდენიმე მატჩს ვუყურე, მათ შორის საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებას. ძალიან გავიხარე ბორჯღალოსანთა გამარჯვებით. გული მწყდება ძიუდოისტთა და მოჭიდავეთა ბოლოდროინდელ წარუმატებლობაზე. ამ სახეობებში ისეთი სასახელო ტრადიციები გვაქვს, რომ მათი დაკარგვა არ შეიძლება.

- კიდევ რა გიყვარს?

- მუსიკა, ქართული სიმღერები, სათავგადასავლო თხზულებების კითხვა და... ნიჩბოსნობა. ყველაზე მეტ დროს სწორედ ვარჯიშებს ვუთმობ, სანამ სათანადო ჯანი და წარმატების შანსი მაქვს, დროულად და ბოლომდე უნდა გამოვიყენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება