ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისევ სპორტისა და მილიონების შესახებ

ისევ სპორტისა და მილიონების შესახებ

ფანები ხშირად მიიჩნევენ სპორტსმენებს ხარბ ადამიანებად, უფრო მკაცრ შეფასებას კი მათი დამქირავებელები იმსახურებენ
ამერიკულ ჟურნალ Earning Curve-ში საინტერესო სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, რატომ არის ჩოგბურთში სათამაშო სახეობებთან შედარებით ნაკლები ჰონორარებია და რატომ აპირებენ ჩოგბურთელები ახალი პროფკავშირის შექმნას.

შრომითი უთანხმოება და სპორტი - ეს თემა ბევრს არ უყვარს. ფანები ხშირად მიიჩნევენ სპორტსმენებს ხარბ ადამიანებად, უფრო მკაცრ შეფასებას კი მათი დამქირავებელები იმსახურებენ.

ჭორების თანახმად, მამაკაცთა საჩოგბურთო სამყარომ, შესაძლოა, ბუნტი წამოიწყოს. არის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ შეიქმნება მოთამაშეთა ახალი პროფკავშირი.

აშშ-ში ამის შესახებ ბევრს არ ლაპარაკობენ, რადგან იქ სპორტის ეს სახეობა მეორე პლანზეა გადასულა - როგორც ჩანს, იქ ჩოგბურთის პოპულარობას კვალი დაამჩნია იმან, რომ ამერიკელ მამაკაცებს რვა წელია "დიდი სლემის" ტურნირი არ მოუგიათ.

უცნაურია, მაგრამ ეს ორი სიტუაცია, შესაძლოა, რაღაცნაირად უკავშირდება ერთმანეთს. რატომ სურთ საუკეთესო მოთამაშეებს გაერთიანება? რატომ ეძებენ აშშ-ში ასე მონდომებით ტოპ-მოთამაშეებს? როგორც აგენტები ამბობენ: საქმე ფულს ეხება.

1985 წელს ივან ლენდლმა სეზონი პირველი ნომრის რანგში დაასრულა და 1.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუ იმ პერიოდის გუნდურ სახეობებს შევადარებთ, ლენდლი მეორე იყო შემოსავლებით ბეისბოლისტებს შორის (მაიკლ შმიდტი: 2.1 მილიონი წელიწადში) და მეოთხე კალათბურთელებს შორის (მეჯიქ ჯონსონი: 2.5 მილიონი, მოზეს მელოუნი: 2.1 მილიონი, ქარიმ აბულ-ჯაბარი: 2 მილიონი).

დღეს ეს დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ ლენდლმა მაშინ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე NFL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა, სუპერბოულის MVP-მ და სკანდალისტმა ჯო მონტანამ (1.3 მილიონი). ლენდლმა თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე NHL-ის ლეგენდამ უეინ გრეტცკიმ (825 ათასი).

ეს იყო ამერიკელების ეპოქა: ჯიმი კონორსი და ჯონ მაკინროი ეკონომიური თვალსაზრისით პრაქტიკულად თანასწორნი იყვნენ სპორტის სხვა სახეობების ვარსკვლავებთან.

1984 წელს მაკინროის ფინანსურმა რეკორდმა 2 მილიონ დოლარს მიაღწია. დაუმატეთ ამას უპირატესობა, რომელსაც ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენებს აძლევს სარეკლამო კონტრაქტები.

პიტ სამპრასის, ანდრე აგასის, ჯიმ კურიესა და მაიკლ ჩანგის (იმ დროს ისინი საუკეთესო იუნიორები იყვნენ) თაობა ასოცირდებოდა ჟურნალების ყდებთან და უამრავი ბრენდის რეკლამასთან.

გადმოვინაცვლოთ 2010-ში, როცა რაფაელ ნადალი პირველი ჩოგანი გახდა და მისი ვარსკვლავური სეზონის შემდეგ (მოიგო "დიდი სლემის" სამი ჩემპიონატი, სულ - შვიდი ტურნირი) შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მართალია, ეს შთამბეჭდავი ციფრი იყო, მაგრამ ნადალი ამ მაჩვენებელით საუკეთესო 25-ს შორის ვერ მოხვდებოდა ვერც ბეისბოლისტებს, ვერც კალათბურთელებსა და ვერც ჰოკეისტებს შორის.

სპორტის ამ სახეობებში მოთამაშეები დაახლოებით 20-30 მილიონს იღებენ. რაფას თანამემამულემ და სარეკლამო პარტნიორმა პაუ გასოლმა 15 მილიონი გამოიმუშავა, არადა, პაუ "მეორე ვიოლინოა" "ლეიკერსში" კობი ბრაინტის შემდეგ.

10-მილიონიანი ზღვარი ბეისბოლში პირველად 13 წლის წინ გადალახეს - ეს გააკეთა ფანების კერპმა ალბერტ ბელმა.

შესაძლოა, საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ლენდლი 1985 წელს მიღებული ჰონორარით დღეს ATP-ის ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩოგბურთელს შორის მოხვდებოდა.

1985 წელს სათამაშო სახეობებში ყველაზე მდიდარი სპორტსმენები დღეს თავიანთ ლიგებში გვერდით ვერ დაუდგებოდნენ საშუალო ხელფასის მქონე მოთამაშეებს.

ნადალის შემოსავალს NHL-ის მოთამაშეების ანაზღაურებას თუ შევადარებთ. მაგრამ ჰოკეიში მიღებულია მოთამაშეების შემოსავლებზე კონტროლი. ცალკეული ჰოკეისტი საერთო მოგების მხოლოდ გარკვეულ პროცენტს იღებს, ეს კი მთელს ლიგაში თანხის მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილების გარანტია გახლავთ. 2010 წელს NHL-ში საშუალო ხელფასი 2.4 მილიონი დოლარი იყო, რაც ATP-ის შემოსავლების რეიტინგში მერვე ადგილის შესაბამისია.

NHL-ის ჰოკეისტის მინიმალურ ხელფასს - 500 ათასი დოლარს - ATP-ში მხოლოდ 61-მა ჩოგბურთელმა მიაღწია.

ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონტრაქტი სპორტსმენს თამაშის ხარისხის მიუხედავად ხელფასის გარანტიას აძლევს, არ აქვს ხარჯი ვარჯიშებსა და მოგზაურობაზე და ხანგრძლივი არდადედეგებიც გააჩნია, მაშინ უფსკრული უფრო ღრმად მოგვეჩვენება.

შესაძლოა, ჩოგბურთთან უფრო იოლი შესადარებელი იყოს გოლფი. ორივეგან არ არსებობს გარანტირებული კონტრაქტი და სპორტსმენები საკუთარი თავის იმედად არიან. 1985 წელს კერტის სტრენჯი PGA -ის რეიტინგს სათავეში 542 ათასი დოლარით ჩაუდგა. ლენდლთან შედარებით, ის "ღატაკი" იყო.

შემდეგ გოლფში გამოჩნდა ვინმე ტაიგერ ვუდსი. უდიდესმა პოპულარობამ და ოფიციანტი ქალებისადმი სისუსტემ მთავარი სპონსორებისგან და სატელევიზიო კონტრაქტებიდან უდიდესი შემოსავალი მოუტანა. ვუდსმა რამდენჯერმე დაასრულა სეზონი 10-მილიონიანი შემოსავლით.

მაგრამ ვუდსის ტრავმამ და სექსუალურმა სკანდალებმა PGA-ის ტური 2010 წელს ყველაზე პოპულარული მოთამაშის გარეშე დატოვა.

მეტ კუჩარმა 4.9 მილიონი საპრიზო ჰონორარი მიიღო, რაც 100 ათასით მეტია ჯიმ ფარიკის შემოსავალზე. მიუხედავად ამისა, ფარიკი საკმარისად კარგად თამაშობდა იმისთვის, რომ მოეგო FedEx Cup-ის სერია, რომელიც წლის განმავლობაში გარკვეულ ტურნირებზე გოლფისტების შედეგებს ითვალისწინებს. ამისთვის მან 10 მილიონი დოლარი მიიღო.

მართალია, ამ თანხას ოფიციალური ჰონორარების დათვლისას არ ითვალისწინებენ, მაგრამ გამოდის, რომ ფარიკმა 2010 წელს თითქმის 15 მილიონი მიიღო ისე, რომ არც ერთი "მეიჯორი" არ მოუგია.

როცა ვუდსმა ორჯერ მოიგო FedEx Cup (დაარსებიდან ხუთი წლის შემდეგ), მისმა წლიურმა შემოსავალმა 21 მილიონ დოლარს მიაღწია.

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ჩოგბურთელმა მერდი ფიშმა თავის "ტვიტერზე" დაწერა: "ათი მილიონი FedEx Cup-ის მოგებისთვის. ასეთი რამ აფუჭებს სპორტს". 11-წლიანი კარიერის განმავლობაში ფიშმა ექვს მილიონზე ოდნავ მეტი გამოიმუშავა - ერთად აღებული ერთეულთა და წყვილთა თანრიგში თამაშისთვის.

გოლფში მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეები არ იღებენ დიდ თანხებსს: აქ უკეთ მოგების განაწილებასთან გვექვს საქმე. 2010 წელს ATP-ში ოცმა მოთამაშემ გამოიმუშავა მილიონი დოლარი, იმ დროს, როცა 95-მა გოლფისტმა მიაღწია შვიდნიშნა რიცხვს.

და ნუ იფიქრებთ იმას, რომ ჩოგბურთში ფული რეიტინგში დაბლა მყოფი მოთამაშეებს იმიტომ არ მისდით, რომ საუკეთესოები ისაკუთრებენ ყველაფერს. 2007 წელს ტაიგერმა დაახლოებით 11 მილიონი გამოიმუშავა, მაგრამ 99-მა მოთამაშემ მაინც მიიღო ერთი მილიონი.

ასე რომ, ეკონომიკური ზრდის მხრივ, აქ მოყვანილი რიცხვები უსიამოვნო სურათს ქმნის.

ჩოგბურთი მომხიბვლელი არ არის სატელევიზიო კონტრაქტების გასაფორმებლად და ესეც გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ მოთამაშეთა გაერთიანებას შეუძლია გავლენა იქონიოს შემოსავლების განაწილებაზე.

წლევანდელ აშშ-ის ღია პირველობაზე გამოცხადდა, რომ მოთამაშეებმა ტურნირის შემოსავლის მხოლოდ 13 პროცენტი მიიღეს.

NFL-ის მოთამაშეთა საბჭომ ამასწინ მიღწეული კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით კლუბების მფლობელებს საერთო მოგების 50 პროცენტი გამოსცატა.

ბაშვობიდანვე ჩოგბურთში მეცადინეობა ძალიან ძვირი ჯდება და ამ მხრივ ეს, ალბათ, ყველაზე მდიდარი სახეობაა. ბევრს მიაჩნია, რომ აქ ფულის დაბანდება დიდ რისკს უკავშირდება და ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს.

12 წლის ჩოგბურთელი, შესაძლოა, არ ფიქრობს ანაზღაურებაზე, მაგრამ მისი მშობლები სწორედ ფინანსურ მოგებაზე ოცნებობენ. და ჩოგბურთის ნებისმიერ მწვრთნელი დაგიდასტურებთ, რომ "მარიფათიანი" მშობლისა თუ მფარველის გარეშე რთულია მწვერვალის მიღწევა.

გარდა ამისა, დღეს ბავშვები საკმაოდ წინდახედულნი არიან. მათ ესმით, რომ სპორტი - დიდი ბიზნესია და ხშირად ფულის სიყვარული თამაშის სიყვარულზე მაღლა დგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!