ჰალკიდიკიში 2-12 ნოემბრის ჩათვლით მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება
ჰალკიდიკიში (საბერძნეთი) 2-12 ნოემბრის ჩათვლით მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრებისთვის დიდი ხანია, მონდომებით ემზადებიან ქართველი დიდოსტატები.

ვაჟებში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, მერაბ გაგუნაშვილი და საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი დავით ზარქუა (კაპიტანი გია გიორგაძე, მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი), ხოლო ქალთა გუნდში ითამაშებენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ნაზი პაიკიძე და სალომე მელია (კაპიტანი ნინო გურიელი, მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა, მწვრთნელი თამაზ გელაშვილი).

საქართველოს ჩემპიონი მაია ლომინეიშვილი და ბელა ხოტენაშვილი კონტინენტის პირველობაში მონაწილეობას საპატიო მიზეზებით (ოქტომბრის მიწურულს დედები გახდებიან) ვერ შეძლებენ.

- ვაჟთა ნაკრების დაკომპლექტებაში სირთულეები არ გვქონია, ქალებში კი ერთი ადგილი დარჩა ვაკანტური, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ. - ამიტომ სამთა მატჩტურნირის გამართვა გადავწყვიტეთ. სოფიო ხუხაშვილმა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჩემი აზრით, ის ამ ეტაპისთვის მზად არ იყო. სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილისა და მაკა ფურცელაძის დაპირისპირებაში კი მელიამ იმარჯვა და ღირსეულად დაიბევა ნაკრებში ადგილი.

რაც შეეხება ნაზი პაიკიძეს, იგი დებიუტანტია, მაგრამ არაერთ საერთაშორისო ტურნირში დაამტკიცა, რომ უძლიერესი დიდოსტატების წინააღმდეგ თამაში წარმატებით შეუძლია. თუნდაც ბოლო - ოსლოს საჭადრაკო ფესტივალი ავიღოთ. საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე მამაკაცებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია, ზოგიერთი დაამარცხა კიდეც.

სამწუხაროდ მცირე ასაკიდან გამომდინარე, ყოველთვის სტაბილურად ვერ თამაშობს. ყოველივეს მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ ნაზი ჩვენს იმედებს გაამართლებს. იგი ამჯერად მოსკოვში პირად მწვრთნელთან ერთად ემზადება და 26 ოქტომბრიდან საბერძნეთში შემოგვიერთდება. რაც შეეხება მანდილოსანთა ნაკრების სხვა წევრებს, ისინი გამოცდილი მებრძოლეები არიან და ელადაშიც წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. ქალთა გუნდისგან ყოველთვის მედალს ვითხოვთ და ამჯერადაც ასე იქნება.

ჰალკიდიკიში მათ, კაპიტნისა და მწვრთნელის გარდა, კონსულტანტად ნანა ალექსანდრია ეყოლებათ. გოგონებთან ერთად მისმა ყოფნამ გუნდში დადებითი მუხტი შეიტანა 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სადაც ჩემპიონები გავხდით, და წინა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. მაშინ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით რუსების შემდეგ მეორე ადგილი შეგვხვდა, არადა, პირად შეხვედრაში ჩრდილოელ მეზობლებს ვძლიეთ.

ქალთა გუნდს დიდი ხანია ზურაბ სტურუა ავარჯიშებს, ახლა მას წამოეშველა თამაზ გელაშვილი, რომელმაც წელს ზაფხულში წარმატებით ითამაშა ამერიკაში, რამდენიმე ტურნირი მოიგო და რეიტინგიც 24 პუნქტით გაიმდიდრა.

ვაჟებს წინა ჩემპიონატზე დიდი ჩავარდნა ჰქონდათ - 30-ე ადგილს დასჯერდნენ. წლეულს, იმედია, შედეგებს გააუმჯობესებენ. პირველ ათეულში მოხვედრა კარგ შედეგად ჩაითვლება. ჩვენებს საამისოდ ძალა და გამოცდილება შესწევთ.

- საწვრთნელი შეკრების ჩატარება ანტალიაში გქონდათ დაგეგმილი.

- დიახ, ასე იყო. მართალია თურქეთში მომზადება შედარებით იაფი გვიჯდებოდა, მაგრამ იქიდან საბერძნეთში ჩასაფრენად დამატებითი ხარჯები იყო საჭირო. ამიტომაც ბერძენ კოლეგებს მოველაპარაკეთ და 26 ოქტომბრიდან ელადაში გავმართავთ ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას. მასპინძლები სავარჯიშოდ და დასასვენებლად კარგ პირობებს გვთავაზობენ. აკლიმატიზაციის გავლაც გაგვიადვილდება.

- ქალთა ნაკრებს წლეულს გუნდური მსოფლიო ჩემპიონატიც ელის.

- ამ შეჯიბრებას 18-28 დეკემბერს თურქული ქალაქი მარდინი (ტრაბზონიდან 670 კილომეტრზე) უმასპინძლებს. საპრიზო ადგილებისთვის პლანეტის 10 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. ეს ერთადერთი შეჯიბრია, სადაც ჩვენს ქალ დიდოსტატებს მედალი არ მოუპოვებიათ. წინა შეჯიბრებაზე მე-4 ადგილით დავკმაყოფილდით - კვარცხლბეკამდე ნახევარი ქულა დაგვაკლდა. ვეცდებით, დანაკლისი წლეულს ავინაზღაუროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა