"ლაციოს" გერმანელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლებს
"ლაციოს" გერმანელმა თავდამსხმელმა - მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მან "რომასთან" გატანილ გოლს კარიერაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი უწოდა.

"მჯეროდა თუ არა, რომ გავიტანდი? თამაში 90 წუთს გრძელდება, განსაკუთრებით ფორვარდებისთვის, რომლებიც საკუთარ შანსს ყოველთვის უნდა ელოდონ. არ ვიცი, იყო თუ არა ეს "ლაციოს" მაისურით ჩემს მიერ გატანილი საუკეთესო გოლი, მაგრამ კარიერაში ნამდვილად ერთერთი უმნიშველოვანესია. თუმცა ბევრი გამიტანია. ჯერ კიდევ მატჩამდე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დერბი გულშემატკივრებისთვის.

იქნება თუ არა ეს გამარჯვება გარდამტეხი? მომავალ მატჩებში გამოჩნდება. ახლა, "ლაციო" მიწაზე მყარად უნდა დადგეს და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა წავიდეს. ძლიერი გუნდი გვყავს და ჩვენი მიზანი სკუდეტოა", -ამბობს გერმანელი.

33 წლის კლოზეს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი გოლია გატანილი.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა