ფიფა/კოკა-კოლას ოქტომბრის თვის რეიტინგში საქართველოს ნაკრები კიდევ სამი საფეხურით ჩამოქვეითდა და 67-ეა
ფიფა/კოკა-კოლამ ოქტომბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა 3 ადგილით უკან დაიხია და 67-ე ადგილზე იმყოფება. ჩვენებს 475 ქულა აქვთ.

პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა: ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში 3 ადგილით აღზევდა ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული საბერძნეთის ნაკრები და მე-8-9 პოზიციებს პორტუგალიის ნაკრებთან იყოფს, რომელიც პირიქით სამი საფეხურით ჩამოქვეითდა. ხორვატებმა მე-9-დან მე-12-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია პირველ ათეულში დანიის ნაკრების მოხვედრა, რომელმაც 7 ადგილით აინაცვლა და მეათეა. ბარზილია ორი ადგილით დაწიანურდა და მეხუთეა. ერთი საფეხურით აინაცვლა ინგლისის ნაკრებმაც.

ფიფას რეიტინგს კვლავ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში ჩვენი მეტოქე ესპანეთი უდგას რეიტინგს. ფრანგები 15-ე ადგილზე არიან

ფიფა/კოკა-კოლას ოქტომბრის რეიტინგი

1.ესპანეთი 1624

2.ჰოლანდია 1425

3.გერმანია 1352

4.ურუგვაი1230

5.ბრაზილია 1144

6.იტალია 1135

7.ინგლისი 1101

8.საბერძნეთი1044

9.პორტუგალია 1044

10. არგენტინა 1030

g
კარგით რა ხალხო,სად უნდა წახვიდე ან რისი გულიზე უნდა გადაყარო ფული ხალხი სად აღარ მუშაობს იქნება რამე შეიტანოს ოჯახში და წავიდეს და ვიგაც პარლამენტარის ან კიდე ტრენერის ახლობელს უყუროს რომელსაც ბურთი პამინდორი გონია და იცის რო უბანში ამაზე მართლაც უკეტესები თამაშობენ,მარა უპატრონობის გამო ვერსად ვერ მოხვდნენ და იკარგებიან მერე გამოვლენ და დაწერენ ნაკრების ტრენერები ფეხბურტელები არ გვყავს და რა ვქნათ ამ კონტიგენტითო,ჯერ სადა ხართ ეგრე გააგრძელეთ და სომხეთი კიარა ფარერებიც კი გაგვასწრებს მალე ყველაფრით
Dato Elibashvili
d აი მე რაც დავწერე შენ ხარ ზუსტად მაგის ყველაზე კარგი მაგალითი,იმენა ბესპრიდელია რა,ჯერ ვინ ხარ საერთოდ მიცნობ შეურაცხყოფას რო მაყენებ ან გაქ მაგის ერთი ადგილი რო შემხვდე და იგივე გაიმეორო რაც აქ დაწერე?შენნაირი ჩანგლებით რო არი გავსებული ეს ქვეყანა იმიტო ვართ ესეთ კარგ დღეში,მარტო ფეხბურთზე არ მაქ ლაპარაკი :D :D შენ რო არ გინახია ეგ იმას არ ნიშნავს რო არ ხდება ჯერ შენ და შენნაირმა ლაწირაკებმა ჯერ სკამზე დაჯდომა ისწავლეთ წესიერად და მერე ილაპარაკეთ სტადიონის შევსებაზე.ან კიდე ბევრს რო ლაპარაკობ ძაან ჩვენი ჩემპიონატის თამაშების 95% ჩაწყობილია და სპექტაკლის საყურებლად წავიდე სტადიონზე?თეატრი უფრო კაი ვარიანტია მგონი.დააბრალეს ყველაფერი გულშემატკივრებს,კაი კაცო!!! :D
d
Aleqsa ჯერ ერთი მე არ ვამბობ რომ ფეხბურთისა საცხობის შედარება შეიძლება ეგ ბიზნესის ფუძემდებელმა წკეპლოსანმა დაიწყო. თუმცა შენც აგვყევი. თუმცა არც შენ ხარ სწორი ის მცხობელი იმიტომ ინდომებდა რომ ისევე თავის თავისთვის ზრუნავდა, რაც კარგ პურს გამოვაცხობ მით მეტ ფულს ვიშოვიო ფიქრობდა. იმას რომ პრასვეტი ვერ დაენახა ფულის შოვნის მხრივ, ყოველ უბრალო წარმატებაზე დამნახავი არ ყოლოდა არ შეექოთ და წარუმატებლობაზე არ გაეკრიტიკებინათ და იმ საცხობს გულშემატკივარი არ ყოლოდა, რომელიც მეპურეს ტყუილად მშრომელად არ აგრძნობინებდა თავს, ფეხებზე დაიკიდებდა და ცხვირის ჩიჩქნით პურს კი არა სხვა რამესაც გაახვევდა კომუნისტში. იმიტომ ინდომებდა, რომ იცოდა კარგი დაუფასდებოდა. სტადიონზე სიარულით ან არსიარულით მაფიოზებს რომ უწოდებს zviadi იმათ არაფერი დააკლდებათ. სტადიონზე გულშემატკივარის სიარულით იმ ბიჭებს მოემატებათ ფეხბურთს რომ თამაშობენ, ან მომავალში რომ აპირებენ თამაშს. ჩემი ნაცნობებიდან ორი ადამიანი ისეთი ნიჭიერი იყო რომ იმათზე მეტი ბევრი ახლანდელი მსოფლიოში კარგი ფეხბურთელი არ იქნებოდა, უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდნენ მაგრამ იმათი ფეხბურთი 1 წლის განმავლობაში 1000 კაცსაც არ ექნებოდათ ნანახი. 20 წლამდე ითამაშეს და იმ 1000 კაციდან შემოსული ფულიდან რომ მიეცათ ხელფასი ალბათ 100 ლარიც არ იქნებოდა. დაახლოებით ასე აძლევდნენ. მათ მწვრთნელს არც აინტერესებდა ძალიან მათი ძირითადში თამაში რადგან კარგად ითამაშებდა გუნდი თუ ცუდად დიდი აზრი მატერიალური თვალსაზრისით არ ქონდა. შეძლებული ოჯახებიდან არ იყვნენ არ ყავდათ დამხმარე მამიკობიძიკოები და რა თქმა უნდა დაანებეს თავი. ახლა ერთი მატორისტობას ცდილობს და მეორე სოფელშია ნახევრად გალოთებული არადა ახალგაზრდა ბიჭები არიან. მაფიოზები იტალიის ფეხბურთში არიან თუ არიან, მაგრამ ამის გამო ხალხი სტადიონზე რომ არ მივიდეს პატო ბრაზილიიდან იქ ჩავიდოდა? მერე გენახა მალდინი და დონადონი როგორი მატორისტები იქნებოდნენ და არა ფეხბურთელები. მილანის მილანს წნორის მილანი მოუგებდა ნამდვილად. არა ბიჭო ბერლუსკონი მილიარდებს ჩადებდა ფეხბურთში თუ იმედი არ ექნებოდა ბალეშჩიკებიდან და საერთოდ მაყურებლებიდან ამოიღებდა ორმაგად. რონალდო რეალში ფულისა და დაფასებისათვის არ გადავიდა? თუ მარტო კაცობის გულისათვის თამაშობს. თორე ბლატერი და მთელი ფეხბურთის ხელმძღვანელობა ალალი და პატიოსანი ხალხია. მაგათ კი არა ხალხი სტადიონზე თავის გუნდს გულშემატკივრობს. ფეხბურთი დღეს გულშემატკივრითაა ძლიერი. ჩვენ კიდევ გვინდა ჩვენი ფეხბურთი თვითონ განვითარდეს ბარსელონას და რეალს მოუგოს ჩვენ კიდევ ტელევიზორის წინ ლუდით და ჭკვიანური სახეებით დავჯდეთ. ღმერთმა ქნას ასე იყოს მაგრამ არა მგონია. Dato Elibashvili-ს კომენტარი კი საერთოდ ყველაზე მაგარია. ხალხო ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე მისვლა შეიძლება ცუდი იყოს იმიტომ რომ იქ ჩხუბები იქნებაო. შე კაი დედმამის შვილო ქართველობა ამ ბოლოს დედის ცუდად მოხსენიებაზე აღარ ჩხუბობს ბოლოს ჩხუბი როდის ვნახე აღარც მახსოვს და ამას სტადიონზე ხალხის არმისვლა ბედნიერება გონია იჩხუბებენ და ცუდ სიტყვებს იტყვიანო. მეტსაც გეტყვი პაპიროსსაც მოსწევენ და სემიჩკასაც გადმოაფურთხებენ. სპარტაკს და რუსებს გვადარებს. ჯერ შეგნებაც მეტი გვაქვს და თავისი თავის სიყვარულიც ფეხბურთის გულისთვის საკუთარ თავს არაფერს ვავნებთ. და თქვე კაი ხალხო რაზეა ლაპარაკი სტადიონზე 20 მაყურებელია და მინიმუმ 40 პოლიციელი. არა ისე მაგარი ბალეშიკის ნათქვამია საბედნიეროდ სტადიონებზე ბავრი ხალხი არ დადისო. მოდი და ახლა მასეთ ბალეშიკებს კარგი გუნდი რომ ყავდეთ აფსუსი არ არის? მე რომ ფეხბურთელი ვიყო ეგეთი გულშემატკივარი სულ ქებაში მეყოლებოდა. ბრაზილიის ჩემპიონატის თამაშები გინახავთ? იმიტომაც ყავთ ეგეთი ფეხბურთელები.
Dato Elibashvili
d იცი რაღაცეებში გეთანხმები,ხალხმა თუ არ იყიდა ის ბილეთი,მაისურები,სხვადასხვა ატრიბუტიკა და ა.შ. ფული არ შევა და შესაბამისად განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია,მაგრამ,არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა რომელიც ახასიათებს ზოგადად თითქმის მთელ აღმოსავლეთ ევროპას,მათ შორის ჩვენც რა თქმა უნდა,ვგულისხმობ იმას რომ საქართველოში გულშემატკივრობა არ იციან,მე მინახავს სტადიონზე სპეციალურად იმის გამო მისული ხალხი რომ მსაჯისთვის ან რომელიმე ფეხბურთელისთვის დედა ეგინებინათ და სემიჩკა ეჭამათ იქ,1 და 2 კი არა ძალიან ბევრი.აი ნახე რეგიონებში როცა არის თამაშები ხალხი რეებს შვრება და რა შეძახილები ისმის,გული აგერევა,როგორ შეიძლება ეგეთ პირობებში ფეხბურთი ითამაშო,ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ დინამოს და ზესტაფონის გულშემატკივრებმა ნამდვილად იციან გულშემატკივრობა,სხვა გუნდებთან შედარებაც არ შეიძლება,თან ამ ყველაფერს დავუმატოთ ისიც რომ "ბლატნოი" ერი ვართ და ბესპრიდელი ჩვენ ქვეყანაში რო ხდება მაგდენი არსად არაა.ეხლა რატო დავწერე ეს ყველაფერი,საბედნიეროდ (ჩემთვის საბედნიეროდ) ჯერჯერობით სტადიონზე არ დადის ბევრი ხალხი,მაგრამ რო დაიწყოს ხალხმა სიარული და რეგულარულად 10-15 ათასი კაცი გროვდებოდეს ჩვენ მივიღებთ დაახლოებით ისეთ სიტუაციაშ რაც სერბეთში ცრვენა ზვეზდა-პარტიზანის თამაშებზეა ხოლმე,შეიძლება უარესსაც,ისე ეზიზღებათ ერთმანეთი არანაირი ურთიერთობა არ აქვთ საერთოდ ერთმანეთთან,ანუ სიტყვაზე არ შეიძლება პარტიზანის გულშემატკივარმა ცოლად მოიყვანოს ცრვენა ზვეზდას ფანი,თორე ომი შეიძლება დაიწყოს მაგის გამო და ა.შ. ასევე შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ მოსკოვის სპარტაკის "ფანები" რომლებიც ადამიანები მხოლოდ გარეგნულად არიან,ქცევით აზროვნებით და ა.შ. ცხოველები,თან სპარტაკი ყოველთვის სარგებლობდა მილიციის სიმპატიით და ბოგინობენ რა იციან რო დამჭერი მაინც არავინ არაა,ყოველი თამაშის მერე იქ დაჭრები მკვლელობები და 1000 უბედურება ხდება და რაც არ უნდა გვეზიზღებოდეს რუსები ფაქტია რო მაგაში სამწუხაროდ ვგავართ,თან ძალიან (ანუ ეს ბესპრედელი,"რა უბნელი ხარ ძმაო" და ა.შ.") და ხალხმა თუ დაიწყო სტადიონზე სიარული ესეთი რაღაცეები აუცილებლად მოხდება,კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ქვეყანაში ბევრი რამის კულტურა არ არის,მათ შორის გულშემატკივრობისაც,სკამზე ყველა ნორმალური გულშემატკივარი უნდა დაჯდეს ჩვეულებრიც,როგორც ჯდებიან,აქ ფეხები უდევთ ხოლმე.იმედია გამომიქვეყნებთ
Aleqsa
d რაღაც მომენტში გეთანხმები მაგრამ ეხლა ამ მხრიდან შეხედე სიტუაციას. იმ შენს მცხობელს რომელიც დამწვარ და უხარისხო პურს აცხობდა, მაგრამ შენ მაინც იქ ყიდულობდი, რო დამდგარიყო და ეკაიფა შენთვის. რო მიხვიდოდი ეთქვა იცი რა დღეს არ ვიყავი ცხობის ხალისზე და პურის გამოცხობა დამეზარა, ან სულ არ მაინტერესებს რა პურს ჭამ შენ, გინდა ჭამე არ გინდა და მოკვდი მშიერიო. რომ დამდგარიყო და ეკაიფა შენთვის, ცხვირის ჩიჩქნით რო მოეცა პური და შეეხვია გაზეთ კომუნისტში. კიდე მიხვიდოდი და იყიდდი? თუ გაიგდებდი ფეხქვეშ ცემით? ააა? მე პირადად გული ამიცრუვდებოდა. პასუხს მოვთხოვდი. წავიდოდა? ვიპოვიდი ძველ კეთილსინდისიერ მცხობელს და იმას დავაყენებდი. ისეთს ვისაც პურის ცხობა ეყვარებოდა და სინდისი ექნებოდა რო არ დაეცინა მაშინ როცა ჭამას დავიწყებდი. აი ეგ გვჭირს ეხლა ჩვენ და არ გეწინოს მაგრამ სტადიონების გავსებამ არამგონია უშველოს, მაგრამ საჭირო როა მაგაზე არ გედავები.
d
პურის საცხობი მაგარი შედარებაა მაგრამ მაგაზედაც გეტყვი, 10 წლის წინ მამაჩემმა, რომ პურის საცხობი გახსნა საერთოდ ხარისხი არ ქონდა პურს იმიტომ, რომ სულ 20 ცალი იყიდებოდა მცხობელები გამომუშავებაზე არიან როგორც წესი ყველა საცხობში. გამოცხობილი პურიდან იღებენ ხელფასს და 20 პურიდან გამომუშავებულ კაპიკებზე კარგი მცხობელი არ მუშაობდა, ნახევარი წელი ნახევრად დამწვარ პურს ვჭამდით სახლში, მაგრამ მაინც ჩვენ და ვისაც ჩვენზე გული შეტკიოდა იმ საცხობში ვყიდულობდით პურს. ნელ ნელა ცხობის რაოდენობამ იმატა, შედარებით უკეთესი მცხობელი მოვიყვანეთ ცვლაში, ყოფილმა მცხობელმაც გააუმჯობესა პურის ხარისხი. ახლა უბანში მაგაზე უკეთესი პური არ ცხვება და მე აღარ მაქვს აუცილებლობა გინდა თუ არა იქ ვიყიდო პური და სადაც მინდა იქ ვყიდულობ, მაინც მუშაობს საცხობი და სხვა უბნებიდანაც მოდიან პურის საყიდლად. ჩვენი საცხობი უბანში საუკეთესო იმიტომ გახდა, რომ ვისაც გული შეტკიოდა (ანუ ჩვენ და ჩვენს ახლობლებს) იმ საცხობზე თავიდან აბეზალოვკად იქ გამომცხვარ პურს ჭამდა და არ ქონდა ბევრი პრეტენზიები. სამაგიეროდ ახლა ისეთი პური ცხვება გაგიხარდება და თუ თავიდან პურის ხარისხზე თვალს ცოტათი ვხუჭავდით იმიტომ რომ მცხობელი არ გაქცეულიყო ახლა კაი დედმამის შვილები არიან და ოდნავ დააგდონ ხარისხი, თუნდაც ერთი ცუდი პური გაყიდონ, ეგრევე გავუშვებთ და შემოსავალს დაკარგავენ. ეს გამოგონილი ამბავი არ გეგონოს. საცხობი ახლაც მუშაობს კარგად. თქვე კაი ხალხო გულშემატკივარი გგონიათ თავი თუ ბარსელონას თამაშს უყურებთ მარტო და ისიც უფასოდ ტელევიზორში? ბარსელონას თამაშს ჩემი ცოლიც უყურებს ხოლმე მაგრამ მეკითხება გოლი რატომ უნდა გაიტანონო. საერთოდ გულშემატკივრად არ თვლის თავს და თუ რომელიმე გუნდი წააგებს იმისათვის სულ ერთია. თქვენი მოსაწონებელი გუნდი ანუ ბარსელონა თბილისში რომ ჩამოიყვანო და დინამო რომ დაარქვა და პაიჭაძეზე ათამაშო რეალი კი ვაკეში ერთ თვეში გაკოტრდებიან ორივე და ჩვენ ფეხბურთზე საცოდავები გახდებიან თქვე ვაიგულშემატკივრებო თქვენა. პრეტრენზიები რომ გაქვთ სასაცილოა. ფულის გადახდა კი არა უფასოდ სტადიონზე წასვლაც ეზარებათ და თავს ბალეშიკებს ეძახიან. ფუძემდებლური პრინციპები მაგარია ძაან.
d
პურის საცხობი მაგარი შედარებაა მაგრამ მაგაზედაც გეტყვი, 10 წლის წინ მამაჩემმა, რომ პურის საცხობი გახსნა საერთოდ ხარისხი არ ქონდა პურს იმიტომ, რომ სულ 20 ცალი იყიდებოდა მცხობელები გამომუშავებაზე არიან როგორც წესი ყველა საცხობში. გამოცხობილი პურიდან იღებენ ხელფასს და 20 პურიდან გამომუშავებულ კაპიკებზე კარგი მცხობელი არ მუშაობდა, ნახევარი წელი ნახევრად დამწვარ პურს ვჭამდით სახლში, მაგრამ მაინც ჩვენ და ვისაც ჩვენზე გული შეტკიოდა იმ საცხობში ვყიდულობდით პურს. ნელ ნელა ცხობის რაოდენობამ იმატა, შედარებით უკეთესი მცხობელი მოვიყვანეთ ცვლაში, ყოფილმა მცხობელმაც გააუმჯობესა პურის ხარისხი. ახლა უბანში მაგაზე უკეთესი პური არ ცხვება და მე აღარ მაქვს აუცილებლობა გინდა თუ არა იქ ვიყიდო პური და სადაც მინდა იქ ვყიდულობ, მაინც მუშაობს საცხობი და სხვა უბნებიდანაც მოდიან პურის საყიდლად. ჩვენი საცხობი უბანში საუკეთესო იმიტომ გახდა, რომ ვისაც გული შეტკიოდა (ანუ ჩვენ და ჩვენს ახლობლებს) იმ საცხობზე თავიდან აბეზალოვკად იქ გამომცხვარ პურს ჭამდა და არ ქონდა ბევრი პრეტენზიები. სამაგიეროდ ახლა ისეთი პური ცხვება გაგიხარდება და თუ თავიდან პურის ხარისხზე თვალს ცოტათი ვხუჭავდით იმიტომ რომ მცხობელი არ გაქცეულიყო ახლა კაი დედმამის შვილები არიან და ოდნავ დააგდონ ხარისხი, თუნდაც ერთი ცუდი პური გაყიდონ, ეგრევე გავუშვებთ და შემოსავალს დაკარგავენ. ეს გამოგონილი ამბავი არ გეგონოს. საცხობი ახლაც მუშაობს კარგად. თქვე კაი ხალხო გულშემატკივარი გგონიათ თავი თუ ბარსელონას თამაშს უყურებთ მარტო და ისიც უფასოდ ტელევიზორში? ბარსელონას თამაშს ჩემი ცოლიც უყურებს ხოლმე მაგრამ მეკითხება გოლი რატომ უნდა გაიტანონო. საერთოდ გულშემატკივრად არ თვლის თავს და თუ რომელიმე გუნდი წააგებს იმისათვის სულ ერთია. თქვენი მოსაწონებელი გუნდი ანუ ბარსელონა თბილისში რომ ჩამოიყვანო და დინამო რომ დაარქვა და პაიჭაძეზე ათამაშო რეალი კი ვაკეში ერთ თვეში გაკოტრდებიან ორივე და ჩვენ ფეხბურთზე საცოდავები გახდებიან თქვე ვაიგულშემატკივრებო თქვენა. პრეტრენზიები რომ გაქვთ სასაცილოა. ფუძემდებლური პრინციპები მაგარია ძაან.
d-ს წკეპლა
d, მგონი ბიზნესის ფუძემდებლური პრინციპები არ გესმის. შენს მეზობლად, პურის საცხობში თუ უვარგის პურს აცხობენ, პატრიოტიზმის გამო მაინც ჯიუტად იყიდი ყოველ დღე??? მაგ "თამა\შობების" საყურებლად ხალხუ ფულს რატომ უნდა იხდიდეს იმენნა არ მესმის.
d
ახლა ისეთი რამე უნდა დავწერო რომ ალბათ ყველა შემაგინებს, მაგრამ 100% სიმართლეა და სიმართლე საწყენია ხოლმე. პირველ რიგში გულშემატკივარის ბრალია რომ ქართული ფეხბურთი ასეთი ქვეშა სველია. ეროვნულ ჩემპიონატზე სტადიონები ცარიელია, ფეხბურთის საყურებლად რატომ წავიდე მაინც ვერ თამაშობენო იმართლებენ თავს გურჯი ვაიბალეშჩიკები. აბა გულშემატკივარი თუ არ მივიდა, ბილეთი თუ არ გაიყიდა, გუნდს თუ აქედან ფული არ შეუვიდა როგორ უნდა ითამაშონ. მე პირადად თავს ვერ დავდებ გულშემატკივრობაზე, არც ვთვლი თავს გულშემატკივრად მაგრამ ბოლოს რომ საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე ვიყავი 100% გადავწყვიტე ბავშვი არ შევიყვანო ფეხბურთზე. საცოდავი 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში ტალახს ზილავდა ალბათ 50 კაცის თვალწინ რაღაც კაპიკების გულისათვის არადა ერთერთი ცენტრალური მატჩი იყო. ახლა შეიძლება მითხრათ ზოგ გუნდში კაპიკებს აღარ, უკვე ლარიანებს უხდიანო მაგრამ ესეც დროებითია იმ გუნდებისათვის. ფეხბურთს თუ მაყურებელი არ დაესწრო და გუნდს შემოსავალი არ ჰქონდა ვინ ჩადებს ფულს. ეგ უძირო ორმოში ფულის გადაყრაა. მე შენ გეტყვი და რეკლამით გაიკეთებს შემოსავალს. სტადიონზე გაკეთებულ რეკლამას მარტო დარაჯი და მომსახურე პერსონალი კითხულობს დღეს. 2 ან მაქსიმუმ 5 წელი შეიძლება ამ უძირო ორმოში ფული ყარო და თუ იქიდან არაფერი ხეირი გექნა ბოლოს ვეღარ ჩააგდებ და დაანებებ თავს. მეცენატობა ხომ არ არის. ახლა მეტყვით ნაკრების თამაშზე ხომ დავდივართო. ეგ იმას გავს ბავშვის კეთებაზე არ დაესწრო, საერთოდ ახლოსაც არ მიხვიდე და გაიზრდება და მომივლისო თქვა. თუ გუნდს წესიერი გზით არ ექნა შემოსავალი უნდა დაიწყოს თამაშების გაყიდვა, ვინც გადაიხდის ან პო ბლატუ ძირითადში დაყენება და სხვ. ან იქნებ ვიღაცა გუნდიდან გავყიდოო ნატვრა. თუ არადა სახელმწიფო სახსრებით ან დაძალებული სპონსორობით მიღებული თანხებით, ეს ადგილობრივ ჩინოვნიკების განწყობაზეა დამოკიდებული (რაზედაც მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, ესეც რომ არ იყოს საერთოდ გუნდი არ დარჩებოდა საქართველოში). გამოდის ვიღაც უსაქმური და იტყვის სახელმწიფომ ან ბიზნესმენებმა უნდა ჩადონ ფულიო, არადა თვითონ 1 ლარს არ დახარჯავს სტადიონამდე მისასვლელად, სულაც რომ თამაშზე დაპატიჟო. რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ ფული უძირო ორმოზე თუ იქიდან შემოსავალი არ იქნა? უამრავი ავადმყოფი ბავშვი და გაჭირვებულია არ ჯობია იმათ დაეხმარონ? ფეხბურთი დღეს ბიზნესია და ფულის ჩადება თუ მოგების მიღების ფიქრით არ არის წახალისებული მეცენატობით ჯობია ავადმყოფებსა და უმწეო ადამიანებს დაეხმარო. მაინც მეცენატობით ფეხბურთი არ გაუმჯობესდება. თუ ვინმე იტყვის რომ თამაშის ხარისხი არაა და რატომ უნდა მივიდეთო უბრალოდ თავს იტყუებს, ან თავს იმართლებს. ქართველებს ხომ ეს ორივე ცოტა მოჭარბებულად გვახასიათებს. თქვე კაი ხალხო ამასწინათ წავიკითხე არგენტინის მე-5 დივიზიონის თამაშზე საშუალოდ 20 000 კაცი ესწრებაო, იმიტომაც ყავთ ეგეთი ფეხბურთელები. კალათბურთი ავიღოთ. 90-იანების ბოლოს საქართველოში კალათბურთის ჩემპიონატზე ადგილი არ იყო ცარიელი, არადა დონე აშკარად არ იყო განსაკუთრებული მარტო ის რად ღირს, რომ დერიუგინი რომელსაც 10 წლის დანებებული ჰქონდა თამაშისათვის თავი, (ყველა მაშინდელ მოთამაშეს ძალიან დიდ პატივს ვცემ) ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სამაგიეროდ იმ დროს კალათბურთზე ხალხის სიარულმა და კალათბურთელების დაფასებამ დღევანდელი წარმატება შვა. დღევანდელი ნაკრების ბიჭებმა ხომ სწორედ მაშინ დაიწყეს თამაში. იმდროინდელი კალათბურთელების სახელები მთელმა თბილისმა იცოდა, ფული თუ არა ადამიანური დაფასება ჰქონდათ დღეს კიდე თუ ვინმემ იცის საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელის გვარი ალბათ მისი ნათესავია. დაფიქრდით, მესხს და მის თაობას დაფასება და სიყვარული რომ ქონდა იმიტომ დაიწყო ჩივაძემ და ყიფიანმა ფეხბურთის თამაში, თორე დღევანდელი დრო რომ ყოფილიყო მშობლები კომპიუტერსა და ინგლისურს ასწავლიდნენ და თვითონაც არ მოიკლავდნენ 50 მაყურებლის წინ სირბილით თავს. თუ ვინმე არ დაიჯერებს რაც დავწერე კითხვა დაუსვას თავს რატომ უნდა იყოს ფეხბურთი დღეს საქართველოში და აბა თუ ბიჭია გასცეს პასუხი. თუმცა იტყვის ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები და ჩვენისთანა ნიჭის პატრონებმა ხორვატებსა და ბერძნებს კი არა ფრანგებს და ესპანელებსაც უნდა მოვუგოთო. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
zviadi
ახლა მაინც დამეთანხმეთ, რომ მაფიოზები შემოესივნენ ფეხბურთს. რასაც ვამბობდი ხომ იმავეს ამბობს მუჯირი. დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად მიხიჩა თქვე მაფიოზა ნაძირლებო. აზრზე მოდით შარანგიებო, ქეცბაიებო, სიჭინავეებო, არველაძეებო და დავაით რა ყველამ.....
rembo
ჩააბარეთ ნაკრები რეზო ძოძუაშვილს, იმაზე უარესი რაც ახლა ხდება და რაც ქეცბაიამდე ხდებოდა ხომ გამორიცხულია რომ მოხდეს.
Zura
უარესის ღირსები ვართ, ასეთი ბანძი ნაკრები არასოდეს გვყოლია. ქეცბაიას რომ კითხო ვანგრევთ ყველაფერს! ვაი ამათ პატრონს
GIA
უფრო დაბლა დაშვებას ველოდი. წლის ბოლომდე ერთი თამაში თუ მოვახერხეთ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ წლის ბოლოს უკეთესი ადგილი დავიკავოთ.თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარი სხვა რამაა კერძოდ მებრძოლი გუნდი არის გასაკეთებელი. თუ ეს შევძელით, მაშინ შედეგიც უკეთესი იქნება და სარეიტინგო ქულებიც.
Tornike
კიდევაც კარგად გადავრჩით ამდენი წაგების მერე
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!