თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატება...

თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატება - 25 წლის თავდამსხმელი ირაკლი ლილუაშვილი. როგორც გავიგეთ, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში კონტრაქტიც გაფორმდება. ხელშეკრულების ხანგრძლივობა წლინახევრით განისაზღვრება. მომდევნო კვირაში სლოვაკეთიდან ლილუაშვილის სატრანსფერო ფურცელი ჩამოვა და ახალწვეულს განაცხადში სწორედ ამის შემდეგ შეიყვანენ.

ორიოდ სიტყვა ამ ფეხბურთელზე. 2003 წელს ლილუაშვილი თბილისის "მერანიდან" ლუგანსკის "ზარიაში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. მერე სამშობლოში დაბრუნდა და 2004-06 წლებში "თბილისში" თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით ლილუაშვილმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და იქაურ პერშალიგაში (რანგით მეორე ლიგა) მოასპარეზე "დნეპროძერჟინსკის "სტალში" ჩაირიცხა. იქ მან 14 შეხვედრაში ითამაშა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

2006-07 წლებში ლილუაშვილი სლოვაკეთის პირველი ლიგის ბინადარ მიჰალოვცეს "ზემპლინში" გამოდიოდა - 11 მატჩი, 4 გოლი. 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე ასევე სლოვაკურ "ნიტრაში" ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც 8 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის ბრიანსკის "დინამოში" გაანათხოვრეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა და სადაცაა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მაისურას მოირგებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა