შვეიცარიის სასამართლომ უეფას წინააღმდეგ საფეხბურთო კლუბ "სიონის" სარჩელი არ დააკმაყოფილა
შვეიცარიის სასამართლომ უეფას წინააღმდეგ საფეხბურთო კლუბ "სიონის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ კლუბი ევროპის საფეხბურთო მმართველი ორგანიზაციისგან ევროპის ლიგაში დაბრუნებას ითხოვდა, სადაც მასამ კვირაში ფრანგულ "რენთან" უნდა ეთამაშა.

რამდენიმე დღით ადრე უეფაში მივიდა შეტყობინება, რომ ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 18 ოქტომბერს მის წარმომადგენლებს სხდომაზე იბარებდა. მსგავსი შეტყობინება მივიდა ასევე "უდინეზეს", "სელტიკის", "ატლეტიკოსა" და "რენის" ოფისებში.

საქმე ის არის, რომ აღნიშნულმა კლუბებმა, რახან საქმის განხილვა შეიძლება მათ ინტერესებსაც შეხებოდა, თავად ითხოვეს სხდომაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება. 14 ოქტომბერს აღნიშნული კლუბების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს უეფას ოფისში, სადაც წინასწარ განიხილეს "სიონის" ევროპის ლიგაში დაბრუნების სცენარი, თუკი ლოზანის სასამართლო კლუბის სარჩელს დააკმაყოფილებდა. ბუნებრივია, მსგავსი გეგმა უნდა განხილულიყო, რადგან ამ შემთხევვაში კლუბებს ევროპის ლიგის კონკრეტული ჯგუფის ფორმატის შეცვლის შემდეგ უამრავი პრობლემი გადალახვა მოუწევდათ.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე კლუბებმა და უეფამ ერთდროულად მიმართეს მართლმსაჯულების ორგანოს და სთხოვეს, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად მოკლე ვადებში ყოფილიყო გამოტანილი. მათგან განსხვავებით "სიონის" წარმომადგენელმა იმდენად აშკარად მოინდომა პრაქტიკულად უმიზეზოდ სხდომის გადადება და საქმის გაჯანჯლება, რომ მოსამართლემ მის მოქმედებას "შეურაცხმყოფელი" უწოდა. საბოლოო შედეგის შესახებ უკვე მოგახსენეთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ უეფამ თავის დროზე "სიონი" გათამაშებიდან იმიტომ მოხსნა, რომ "სელტიკთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრაში ისეთი ფეხბურთელები ათამაშა, რომლებიც უეფასთვის გაგზავნილ განაცხადში საერთოდ არ ფიგურირებდნენ, რისი უფლებაც კლუბს, ბუნებრივია, არ ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა