"დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონი ჟუსტინ ანენი სამშობლოში მონაწილეობას ავტობიოგრაფიული მიუზიკლის დადგმაში იღებს
ლეგენდარული ბელგიელი ჩოგბურთელი, "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონი ჟუსტინ ანენი სამშობლოში მონაწილეობას იღებს ავტობიოგრაფიული მიუზიკლის დადგმაში. ადგილობრივი გამოცემა Le Soir წერს, რომ პირველად მიუზიკლის შექმნის იდეა ქორეოგრაფ ჟოელ მორანს დაებადა, რომელიც რამდენიმე წელი ასწავლიდა ანენს საცეკვაო ხელოვნებას.

მორანის თქმით, აღნიშნულ მიუზიკლში, რომელსაც ჯერ სახელი არ გააჩნია, ძირითადად ბავშვები იქნებიან დაკავებული. თავად ჩოგბურთელი წარმოდგენაში ეპიზოდურ როლს დასჯერდება. სპექტაკლის პრემიერა მომავალ წელს არის დაგეგმილი და ის ბრიუსელის გარეუბან ლიმლეტეში, ანენის საჩოგბურთო აკადემიაში გაიმართება.

ჟუსტინმა, რომელმაც მეორედ და საბოლოოდ კარიერა ამა წლის იანვარში დაასრულა, 2010 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საცეკვაო შოუში, რომელიც ბელგიის ტელევიზიით გადიოდა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვენუს უილიამსი 10-11 დეკემბერს ბარბადოსში საჩვენებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

"ვეელაპარაკე თავად ვენუსს, მის მენეჯერსა და ექიმებს. მოკლედ, ის დეკემბრის დასაწყისისთვის მზად იქნება, - ამბობს ტურნირის დირექტორი კოდი ლუისი. - ის ამბობს. რომ აუცილებლად დაბრუნდება კორტზე და მოუთმენლად ელის ამ მომენტს".

ამავე ტურნირში მონაწილეობას დათანხმდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან კაროლინ ვოზნიაცკი, ვიქტორია აზარენკა, გაელ მონფილსი და ჯონ ისნერი.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს მილანში დები უილიამსები საჩვენებელ მატჩს ჩაატარებენ იტალიელების - ფრანჩესკა სკიავონესა და ფლავია პენეტას წინააღმდეგ.

ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი ჰალეს ტურნირის რანგში საჩვენებელ შეხვედრას ჩაატარებს. ტურნირი გერმანიაში 2012 წლის 11-18 ივნისს გაიმართება.

ასევე ჰალეს შეჯიბრის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, 1994 წლის უიმბლდონის ჩემპიონი მიხაელ შტიხი.

პრინც უილიამსა და მის მეუღლე კეტრინს ლონდონის სამეფო საჩოგბურთო კლუბის (Queen's Tennis Club) წევრობა შესთავაზეს.

როგორც "დეილი მეილი" წერს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თითოეული წევრისთვის საწევრო შესატანის ოდენობა 22 ათასი დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ კეტრინის და - პიპა მიდლტონი უკვე გახლავთ ამ კლუბის წევრი, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ATP-ის კალენდარში შემავალ Queen's Tennis Club-ის ტურნირს. ეს შეჯიბრი, ტრადიციულად წინ უძღვის უიმბლდონის ტურნირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა