პატარა ქალაქის კვალობაზე ჭიათურელი მოკრივეები გელა ცარციძეს თავკაცობით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის შეჯიბრებებში საკმაოდ გამოირჩევიან
პატარა ქალაქის კვალობაზე ჭიათურელი მოკრივეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის შეჯიბრებებში საკმაოდ გამოირჩევიან. გამოდიან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებშიც. ქალაქის მოკრივეთა მთავარ მწვრთნელს გელა ცარციძეს ინტერვიუ ვარიანში, გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირზე ჩამოვართვით.

- ოთხი ათეულ წელია, რაც ჭიათურის სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს კრივის სექცია. ჩვენი რაიონის სპორტულ ცხოვრებაში თუ რომელიმე სახეობას შეუძლია წარმატებებით დაიკვეხნოს, ერთ-ერთი უპირველესი კრივია. ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 23 წელიწადია მწვრთნელად ვმუშაობ - აქტიური სპორტული კარიერა გავლიე. ხელი კი მწვრთნელობას მივყავი. - ამბობს თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი და სსრ კავშირის ორგზის პრიზიორი.

- რამდენი მწვრთნელი მუშაობთ?

- ექვსი მწვრთნელი ასამდე ბავშვს ამეცადინებს. არიან როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი სპეციალისტებიც. სხვათა შორის, პატარებს ავარჯიშებს ჭიათურის კრივის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგნელი კონსტანტინე კუპატაძე, რომელიც დიდებში ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორია.

- სახელოვანთა მემკვიდრეებიდან ვის გამოყოფდით?

- გვყავს საქართველოს ჩემპიონები შალვა ღვალაძე (დიდებში), გიორგი ჯაფარიძე და სანდრო ჯაჯანიძე (ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში). პერსპექტიული მოკრივეები არიან ქვეყნის პრიზიორი ჩვენი შეგირდებიც. ჭიათურას წარმომადგენლები საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჰყავს.

- ინფრასტრუქტურაზე რას იტყვით?

- წელიწადნახევარია რაც ახალ დარბაზში ვაგრძელებთ მუშაობას. ყოველმხრივ უზრუნველყოფილ დარბაზს შარშან ფედერაციის მიერ გადმოცემული ახალი ოლიმპიური რინგიც დაემატა, რაც, ბუნებრივია, ენთუზიაზმს გვიორმაგებს. ნორმალურ სავარჯიშო პირობებში მოსწავლეთა ნაკადიც იზრდება.

სკოლის დირექტორის ბადრი ვაშაძის და რაიონის გამგებლის გოგი ჩიკვილაძის მხარდაჭერით არ გვაკლია სპორტული ინვენტარი და ფორმა, რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყნის არცერთი პირველობა არ გამოგვიტოვებია. ერთ პირველობს ჩვენი ქალაქიც მასპინძლობს. ესაა სსრკ ორგზის ჩემპიონის ჭიათურელი მოკრივის თემურ ჯაოშვილის ხსოვნის ტურნირი, რომელიც ათი წელიწადია ტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა