გუშინ "ავერსის" კლინიკაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სოკ-ის ოლმპიური სოლიდარობის მიერ ორგანიზებული სამდღიანი სემინარი დამთავრდა
გუშინ ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" კლინიკაში დამთავრდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სოკ-ის ოლმპიური სოლიდარობის მიერ ორგანიზებული სამდღიანი სემინარი თემაზე "ოლიმპიური განათლება და სპორტის მენეჯმენტი", თუმცა სადღეისო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მის პროგრამაში ჩვენთვის აქტუალური ისეთი საკითხებიც ჩართეს, როგორიცაა "თბილისი-2015-ის" მომზადება.

სემინარის ბოლო დღე თეორიულ მეცადინეობებს დაეთმო, რომელიც სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნეს. "ოლიმპიური განათლებისა და ოლიმპიზმის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში" ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლელა აფციაურმა მოხსენება წარმოადგინა.

"სპეციალური ოლიმპიადები" იყო პროფესორ თემურ მიქიშვილის თემა. "ოლიმპიური განათლების გლობალიზაციაზე" პროფესორმა ვასილ ბაკაშვილმა ილაპარაკა. "საქართველოში ოლიმპიური განათლების იდენტურობაზე ფიზიკური აღზრდის ხალხურ და კლასიკურ სისტემებში (პარალელები)" მოხსენებით გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი, პროფესორი თენგიზ გაჩეჩილაძე გამოვიდა, "ოლიმპიური განათლების საკვირაო სკოლების პროგრამა" წარმოადგინა პელოპონესის უნივერსიტეტის ასპირანტმა თორნიკე გაჩეჩილაძემ.

ოლიმპიურ სპორტში გენდერის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მოხსენება პროფესორმა ლევან გოგუაძემ წაიკითხა, პროფესორმა მამია ტუღუშმა "საქართველოს სკოლებში ფიზიკური განათლებისა და სპორტის თანამედროვე ტენდენციები" გაგვაცნო, კახაბრიშვილმა კი ნაცნობ თემაზე - "სპორტში ჯანსაღ კვებასა და დღის რეჟიმის მნიშვნელობაზე" ილაპარაკა.

სემინარში 110 კაცი მონაწილეობდა - როგორც სპორტის მუშაკები, ასევე - "გეომედისა" და თსსუ-ს 60 სტუდენტი, მომავალი ექიმები. მათ წინა დღეებში ოლიმპიური მუზეუმიც მოინახულეს და რიგი სხვა საკითხებიც გაიარეს. როგორც გითხარით, სემინარის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად "თბილისი-2015" თემაც იქცა და ამასაც დიდი ყურადღება დაეთმო.

ამ თემის შემოტანა იმან განაპირობა, რომ მეცადინეობებს არა მხოლოდ სპორტული მედიცინის წარმომადგენლები, არამედ სპორტის მუშაკებიც ესწრებოდნენ, იმ ფესტივალისთვის მომზადება კი ახლავეა საჭირო. თან არა მხოლოდ წმინდა სპორტული კუთხით, არამედ საორგანიზაციო თვალსაზრისითაც. მოგეხენებათ, ყოველ ამგვარ სპორტულ ღონისძიებას სჭირდება ეგრეთ წოდებული მოხალისეთა ჯგუფი ("ვალანტიორები"), რომლებიც უსასყიდლოდ ემსახურებიან სტუმრებს.

მათი როლი, ჩვეულებრივ, ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარდა იმისა, რომ უცხოელებს კონსულტაცია უნდა გაუწიონ ნებისმიერ საკითხში, საკუთარი ქვეყანაც რაც შეიძლება კარგად უნდა წარმოადგინონ. ამისთვის საჭიროა, ზედმიწევნით იცოდნენ მისი ისტორია, კულტურა, სპორტული მიღწევები...

ხსენებულ ფესტივალთან დაკავშირებით სემინარზე ისეთი აქტუალური სპორტული საკითხების გარდა, როგორიცაა სპორტული მედიცინა, სპორტის მენეჯმენტი, ლაპარაკი იყო, შეჯიბრებების ორგანიზებაზე, ტრანსპორტირებაზე სასტუმროებიდან არენებზე და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე ან სულაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე და სხვა, რაც ნებისმიერი შეჯიბრების მასპინძლობისას შეიძლება გახდეს საჭირო.

სემინარის დამთავრებისას მის ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა