გერმანელების, სპენსერისა და კოხის კავკასიაში მოგზაურობას (მე-18 საუკუნეში) სპორტის სასახლისკენ მიმავალი ვკითხულობდი...

გერმანელების, სპენსერისა და კოხის კავკასიაში მოგზაურობას (მე-18 საუკუნეში) სპორტის სასახლისკენ მიმავალი ვკითხულობდი. ავტორები ქართველების დახასიათებისას მებრძოლ ხასიათს უსვამდნენ ხაზს - როგორც შვეიცარია გაერთიანდა, ქართველებიც თუ ისე შეიკრნენ, რუსეთის უღელსაც მოიხსნიან და ევროპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენო.

ევროპის ჩემპიონატისკენ ჩვენი საკალათბურთო გუნდი მართლაც ბრძოლით მიიკვლევს გზას. დიდი ნაბიჯიც გადადგა. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. ჩვენი ერის მებრძოლი ხასიათისა და საგმირო საქმეების შესახებ კი კალათბურთელებს შეხსენება არ სჭირდებათ. მათ მოტივაციაც საკმარისი აქვთ და ბრძოლისუნარიანობაც. მანუჩარ მარკოიშვილმა ინტერვიუსას თქვა: დაღლილები როგორ არ ვართ, მაგრამ არ ვწუწუნებთ, ყველაფერი გვავიწყდება, როცა საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატისკენ მივიწევთ. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობსო.

კოხის სიტყვები გვიან გამართლდა - ქართველებმა თითქმის ორი საუკუნის შემდეგ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. გათავისუფლდა ქართული კალათბურთიც და მოთამაშეებიც ამტკიცებენ, რომ საკალათბურთო ქვეყანა ვართ, დღევანდელმა ნაკრებმა ევრობასკეტზე თამაშით სპორტულ სამყაროს უნდა გაახსენოს, რომ ჩემპიონთა თასის მომგები თბილისი "დინამო" არა რუსული, არამედ ქართული გუნდი იყო, ხოლო 1972 წლის ოლიმპიადა საბჭოელებს ქართველმა საკანდელიძემ მოაგებინა. იცით, რატომ უნდა გაახსენოს? იმიტომ, რომ ევროპამ დაინახოს: რომ ქართველები ციდან არ ჩამოფრენილან, ისტორიიდან მოდიან.

არც იგორ კოკოშკოვის სიტყვები უნდა დაგვავიწყდეს: რაც აქამდე ბიჭებმა გააკეთეს, უკვე გმირობის ტოლფასიაო. დღეს 10 ათასი ქართველი მათთან ერთად ეცდება მორიგი გმირობის ჩადენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა