ბუნებრივი კითხვა ხელოვნურ ცნობაზე: აბა, სად არის ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე ბუნებრივსაფარიანი მოედანი?
ქუთაისის "ტორპედო" "ვისოლი" ჯგუფმა შარშან ჩაიბარა და კლუბის ინფრასტრუქტურას თავისი ხელიც დაატყო: "ტორპედოს" სტადიონზე გამოიცვალა საფარი და ახლა იქ ლიცენზიასაც ელოდებიან, რათა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის უფლება მიიღონ. თუმცა, ვიდრე სტადიონი ამ ლიცენზიას მიიღებს, დრენაჟის სისტემა უნდა მოწესრიგდეს, რადგან, ყველას კარგად ახსოვს, როგორ დადგა მუხლებამდე წყალი მინდვრის დიდ მონაკვეთზე "ტორპედო"-"ბაიას" მატჩისას.

სექტემბრის ბოლოს "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად 5-წლიანი კონტრაქტით გია გეგუჩაძე დაინიშნა. როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართულ ფეხბურთში, თუმცა, ეტყობა, არ იციან, რომ გეგუჩაძის ყოფილმა კლუბმა "ზესტაფონმა" თავის დროზე ასევე 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა თემურ მახარაძეს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "საფეხბურთო მიმოხილვაში" გამოსვლისას "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა, რომ მათთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო და გარდა სტადიონის საფარის შეცვლისა, "ტორპედოს" ბაზაზე ორი მოედანია - ხელოვნური და ბუნებრივსაფრიანი.

"მიმდინარეობს ბაზის რეკონსტრუქცია, სადაც განთავსდება აკადემია და სადაც არსებობს ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, მიმდინარეობს სხვა მოედნების მშენებლობაც," - ეს ლევან ფხაკაძის განცხადებაა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ "ტორპედოს" ბაზაზე ბუნებრივსაფარიანი მოედანი ამ დრომდე არ არსებობს.

"ლელოს" ინფორმაციით, ქუთაისში თვეზე მეტია, ლაზერულ გრეიდერს ელოდებიან, რომელმაც მიწა უნდა მოასწოროს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საფარის დაგება. ასე რომ, მინიმუმ წლის ბოლომდე ბაზაზე ბუნებრივი საფარი ვერ იქნება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როდესაც კლუბის პრეზიდენტი გამოდის და საჯაროდ აცხადებს, თუ როგორი მინდვრები აქვს ბაზაზე, ადგილობრივ ქომაგს აქვს უფლება, იკითხოს: რა საჭიროა ტყუილი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა