კონტრაქტი სეზონის ბოლომდე: ტიმომ ტრავმირებული ფერმანი უნდა შეცვალოს
ამ ტრანსფერის განხორციელება „შალკეს“ რალფ ფერმანის ტრავმამ გადააწყვეტინა. გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე ტიმო ჰილდებრანდი უკლუბოდ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენული კლუბის კარის დაცვა ზამთრამდე შეუძლია. 32 წლის ტიმომ „შალკესთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

მან 23 წლის ფერმანი უნდა შეცვალოს - ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის წინა ტურში, „კაიზერსლაუტერნთან“ 1:2-ზე წაგებულ შეხვედრაში დაშავდა. ექიმებმა მას მინიმუმ ხუთთვიანი იძულებითი პაუზა გამოუწერეს. „შალკე“ მხოლოდ გამოუცდელი ლარს უნერშტალის იმედად ვერ დარჩებოდა და მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ჰილდებრანდი ამიტომაც აიყვანა.

„ფერმანის ტრავმამ ყველა საგონებელში ჩაგვაგდო. მესამე მეკარის ყიდვაზე მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, მე კი სწორედ ტიმო გამახსენდა, რომელიც უმუშევარი იყო, ფორმას კი ინდივიდუალური ვარჯიშით ინარჩუნებდა. ჰილდებრანდი გამოცდილი მეკარეა და დარწმუნებული ვარ, რომ „შალკეში“ თავის საქმეს ხუთიანზე გააკეთებს,“ - ეს ჰელდტის სიტყვებია.

ამ უქმეებზე გელზენკირხენელთა კარს უნერშტალი დაიცავს, ტიმო კი ლევან ყენიას გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათიდან შეუდგება. ჰელდტი ამბობს, ჰილდებრანდს ძირითად შემადგენლობაში თამაში გარანტირებული არ აქვსო: „ლარს უნერშტალთან ერთად, არც მათიას შობერი უნდა დაგვავიწყდეს. ფერმანის არყოფნაში ტიმოს სწორედ ამ მეკარეებისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, „შალკეს“ კარში კი, ამ სამიდან უძლიერესი ჩადგება.“

ჰაინკესი: ბაიერნში როისის ადგილი არ არის

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს ზამთარში რეკორდმაისტერი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალგაზრდა შემტევის, მარკო როისის ყიდვას აპირებდეს.

„ეს სპეკულაციებია, - განუცხადა მიუნხენური კლუბის თავკაცმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, - მართალია, მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს გუნდში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ამ ეტაპზე ძალიან გაუჭირდებოდა. მინიმუმ ორი წლის მანძილზე „ბაიერნში“ როისის ადგილი არ არის, მე კი არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი მოთამაშე სათადარიგოთა სკამისთვის ვიყიდოთ. ვფიქრობ, მარკო დორტმუნდის „ბორუსიას“ ან ბრემენის „ვერდერს“ მოერგებოდა. ჩვენთან მისთვის ზედმეტად დიდი კონკურენციაა.“

„ბილდის“ ინფორმაციით, დღესდღეობით როისის ფასი 18 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა