საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელს 21 ოქტომბერს 30 წელი შეუსრულდა
გუშინ, 21 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელს დავით სირაძეს დაბადების დღე ჰქონდა - 30 წელი შეუსრულდა.

ამ იუბილესთან დაკავშირებით ნალჩიკური კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჩვენებურთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე საუბრობს.

- გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე მის მიღმა. გვიამბეთ, როგორ მოხვედით ფეხბურთში.

- მამაჩემი ფეხბურთელი იყო და როდესაც მოთამაშის კარიერა დაასრულა, მწვრთნელობას მიჰყო ხელი. სწორედ მამის წყალობით, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში დავიწყე. დავდიოდი თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში, რომელმაც არაერთი კარგი ფეხბურთელი აღზარდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის "დინამოს" ჭაბუკთა გუნდში აღმოვჩნდი, ორი წლის შემდეგ კი თურქულ კლუბში "ერზურუმსფორში" წავედი, რომლის ახალგაზრდულ გუნდში ასევე 2 წელი გავატარე.

2001 წელს შინ, თბილისში დავბრუნდი, ოღონდ ამჯერად რკინიგზელთა გუნდში - "ლოკომოტივში" ჩავირიცხე, სადაც დავიწყე კიდეც ზრდასრულ ასაკში სპორტული კარიერა. "ლოკომოტივში" 2003 წლამდე ვთამაშობდი, მომდევნო წელს კი ბერლინის "უნიონში" მიმიწვიეს. გერმანიაში ოთხი წელი გავატარე, რომელიც ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო.

2008 წელს ნალჩიკიდან წინადადება მივიღე. გერმანიაში მყოფი რუსულ პრემიერლიგას კარგად არ ვიცნობდი, თუმცა იმდენი კი ვიცოდი, რომ მაღალი დონის ჩემპიონატი იყო. საბოლოოდ, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქიდან მიღებულ წინადადებას დავთანხმდი და აქ გატარებული ოთხი წლის განმავლობაში ეს არც არასდროს მინანია.

- ნალჩიკში თავს როგორ გრძნობთ?

- აქ თავს ისევე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ნალჩიკი - მწვანეში ჩაფლული, ლამაზი ქალაქია და სიამოვნებით ვმუშაობ. გულშემატკივრები მხარს გვიჭერენ, რაც საკუთარი თავის რწმენას გვმატებს.

- უკვე ოთხი წელია "სპარტაკში" ხართ. როგორია დღევანდელი გუნდი, კოლეტქივში როგორი მიკროკლიმატია?

- ამ სეზონში ნალჩიკის "სპარტაკში" ბევრი საკადრო ცვლილებები მოხდა, მათ შორის, სამწვრთნელო გუნდში. ახალი გუნდია და შეთამაშების მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობს. ვფიქრობ, ამ სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე უარყოფითად უიღბლობამაც იმოქმედა. რამდენიმე თანაბარ თამაშში გავუშვით ან ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ამიტომაც წავაგეთ.

- ცოტა ხნის წინ პრესით გავრცელდა ცნობა, თითქოს "სპარტაკიდან" წასვლა გსურთ.

- ვერ გეტყვით, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, მითუმეტეს, რომ ეს პუბლიკაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი გავახანგრძლივე.

ნალჩიკში ყველაფერი მაკმაყოფილებს. ახალი კონტრაქტი ორ წელზეა გათვლილი და იმედი მაქვს, ამ პერიოდს აქ გავატარებ.

ამჟამად ჩვენი გუნდის სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნალჩიკის "სპარტაკმა" ვითარება გამოასწოროს და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.

- წარმატებებს გისურვებთ, ამ ამოცანის შესრულებაში.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
daviT siraZe:

guSin, 21 oqtombers, saqarTvelos nakrebisa da nalCikis “spartakis” Tavdamsxmels davit siraZes dabadebis dRe hqonda - 30 weli Seusrulda. am iubilesTan dakavSirebiT nalCikuri klubis oficialurma saitma CveneburTan interviu gamoaqveyna, sadac is Tavis warsulze, awmyosa da momavalze saubrobs.

- gilocavT dabadebis dRes, gisurvebT janmrTelobasa da warmatebas rogorc safexburTo moedanze, ise mis miRma. gviambeT, rogor moxvediT fexburTSi.

- mamaCemi fexburTeli iyo da rodesac moTamaSis kariera daasrula, mwvrTnelobas mihyo xeli. swored mamis wyalobiT, sportis am saxeobaSi varjiSi daviwye. davdiodi Tbilisis 35-e safexburTo skolaSi, romelmac araerTi kargi fexburTeli aRzarda. skolis damTavrebis Semdeg Tbilisis “dynamos” WabukTa gundSi aRmovCndi, ori wlis Semdeg ki Turqul klubSi “erzurumsforSi” wavedi, romlis axalgazrdul gundSi aseve 2 weli gavatare.

2001 wels Sin, TbilisSi davbrundi, oRond amjerad rkinigzelTa gundSi - “lokomotivSi” aRmovCndi, sadac daiwyo Cemi namdvili sportuli kariera. “lokomotivSi” 2003 wlamde vTamaSobdi, momdevno wels ki berlinis “unionSi” mimiwvies. germaniaSi oTxi weli gavatare, romelic CemTvis Zalian sasargeblo iyo.

2008 wels nalCikidan winadadeba miviRe. germaniaSi myofi rusul premierligas kargad ar vicnobdi, Tumca imdeni ki vicodi, rom maRali donis Cempionati iyo. sabolood, yabardo-balyareTis dedaqalaqidan miRebul winadadebas davTanxmdi da aq gatarebuli oTxi wlis ganmavlobaSi arc minania.

- nalCikSi Tavs rogor grZnobT?

- aq Tavs iseve vgrZnob, rogorc sakuTar saxlSi. nalCiki - mwvaneSi Cafluli, lamazi qalaqia da siamovnebiT vmuSaob. gulSematkivrebi mxars gviWeren, rac sakuTari Tavis rwmenas gvmatebs.

- ukve oTxi welia “spartakSi” xarT. rogoria dRevandeli gundi, koletqivSi rogori mikroklimatia?

- kargi gundi gvyavs. am sezonSi nalCikis “spartakSi” bevri sakadro cvlilebebi moxda, maT Soris, samwvrTnelo gundSi. axali gundia da moTamaSeTa SeTamaSebis mxriv garkveuli problemebi arsebobs.

vfiqrob, am sezonSi naCveneb Sedegebze uaryofiTad uiRblobamac imoqmeda. ramdenime Tanabar TamaSSi gavuSviT an Cveni momentebi ver gamoviyeneT da amitom wavageT.

- cota xnis win presiT gavrcelda cnoba, TiTqos “spartakidan” wasvla gsurT.

- ver getyviT, saidan moitanes es informacia Jurnalistebma, Tumca sruli pasuxismgeblobiT SemiZlia ganvacxado, rom es simarTles ar Seefereba, miTumetes, rom es publikacia mas Semdeg gaCnda, rac klubis xelmZRvanelobasTan kontraqti gavaxangrZlive.

nalCikSi yvelaferi makmayofilebs. axali kontraqti or welzea gaTvlili da imedi maqvs, am periods aq gavatareb.

amJamad Cveni gundis saturniro mdgomareoba arasaxarbieloa, magram yvelafers gavakeTeb, raTa nalCikis “spartakma” saturniro mdgomareoba gamoasworos da premierligaSi adgili SeinarCunos.

- gmadlobT da warmatebebs gisurvebT, am amocanis SesrulebaSi.

jorika
http://www.facebook.com/pages/საქართველოს-ეროვნული-ნაკრები/190862934286023 LIKE
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება