ფორმულა 1-ში კიმი რაიკონენის შესაძლო დაბრუნებისა და "უილიამსთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ ჭორები თანდათან ჩაცხრა
ფორმულა 1-ში კიმი რაიკონენის შესაძლო დაბრუნებისა და "უილიამსთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ ჭორები თანდათან ჩაცხრა.

ამბობდნენ, რომ კიმის შესაძლო გადასვლა "უილიამსისთვის" წონადი არგუმენტი იქნებოდა კატარელ სპონსორებთან მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ახლა, მოლაპარაკებები შეჩერებულია და გუნდი დაფინანსების სხვა წყაროს ეძებს. ერთ-ერთი ვარიანტია - კონტრაქტის ხელმოწერა პილოტთან, რომელსაც შეუძლია თავისი გამოსვლის დაფინანსება.

როგორც ფინური პრესა წერს, რაიკონენისა და "უილიამსის" კონტრაქტი დამოკიდებულია სპონსორებზე - თუ კატარის ეროვნული ბანკი ბრიტანული გუნდის პარტნიორი ან თანამფლობელი გახდება, რაიკონენი აუცილებლად მიუჯდება ფორმულა 1-ის საჭეს - შანსი კიდევ არის, მაგრამ დრო მიდის, გუნდს კი 2012 წლის ბიუჯეტი აქვს შესავსები.

პრაქტიკულად გარკვეულია ვენესუელელი პასტორ მალდონადოს გუნდში დარჩენის საკითხი - მას ვენესუელას მთავრობა უჭერს მხარს და ამ ქვეყნის ეროვნული სანავთობო კომპანია აფინანსებს.

სამაგიეროდ, მინიმალურია რუბენს ბარიკელოსთან კონტრაქტის გაგრძელების შანსი - ბრაზილიელმა ეს იცის და სხვა გუნდებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. დადის ჭორი იმის შესახებ, რომ ბარიკელო, შესაძლოა, "ლოტუს-რენოში" აღმოჩნდეს, თუმცა ამ გუნდის შეფი ერიკ ბულიე ინფორმაციას ელოდება რობერტ კუბიცასგან, თანაც არ სურს გაიმეოროს ვეტერანის გუნდში მოწვევის ექსპერიმენტი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა წელს ნიკ ჰაიდფელდთან კონტრაქტის გაფორმების მხრივ.

ფინურ პრესას მიაჩნია, რომ "უილიამსთან" რაიკონენის კონტრაქტის საკითხი ნოემბრის შუა რიცხვებამდე უნდა გაირკვეს - უფრო მეტს ვერც ერთი მხარე ვერ მოიცდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა