გერმანიაში, მოჭადრაკეთა ბუნდესლიგაში, საქართველოს ნაკრების წევრი მიხეილ მჭედლიშვილი და ქვეყნის ექსჩემპიონი თორნიკე სანიკიძე ასპარეზობენ
გერმანიაში მოჭადრაკეთა ბუნდესლიგა მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებს უყრის თავს.

ტრადიციისთვის არც წლეულს უღალატიათ: 2011-2012 წლების სეზონში პირველობისთვის 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთა რიგებში მიმოფანტული არიან ლევონ არონიანი (სომხეთი, 2807), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი, 2756), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2740), მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2733), ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2716), ზოლტან ალმაში (უნგრეთი, 2710), არკადი ნაიდიჩი (გერმანია, 2707), ფერენც ბერკეში (უნგრეთი, 2706), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2705) და სხვები.

ამგვარი ასებით დაკომპლექტებული გუნდების წინააღმდეგ უწევს თამაში ორ ჩვენებურსაც - საქართველოს ნაკრების წევრ მიხეილ მჭედლიშვილს (ემშდეტენი) და ქვეყნის ექსჩემპიონ თორნიკე სანიკიძეს (ტრირი). მათი გუნდები ჯერჯერობით ვერ ბრწყინავენ: სამი ტურის შემდეგ ემშდეტენი 3 ქულით მეთერთმეტეა, ტრირი 1 ქულით მე-13 ადგილზეა (ბუნდესლიგას 6 ქულით "ვატენშაიდი" ლიდერობს).

სანიკიძემ სამი შესაძლებლიდან 2,5 ქულას მოუყარა თავი: დაამარცხა დანიელ ჰაუსრატი (მიულჰეიმი) და პეტერ ნილსენი (ბადენ-ბადენი), ხოლო რობერტ რისს (კატერნბერგი) დაუზავდა, მჭედლიშვილმა გუნდს 1,5 ქულა შესძინა - სძლია ვუგარ გაშიმოვს (ბრემენი), ყაიმზე შეუთანხმდა რობერტ კემპინსკის (ჰამბურგი), ხოლო ჰრანტ მელქუმიანთან (ბერლინი) წააგო.

ბუნდესლიგის მეოთხე-მეხუთე ტურების მატჩები 19 და 20 ნოემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა