ქართველმა კალათბურთელმა, მოედანზე 29 წუთი გაატარა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა
მორიგი წარმატებული დღე იტალიაში მოთამაშე ქართველებისთვის. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის კარგი თამაშის მიუხედავად ბოლონიურმა "კანადიან სოლარმა" (იგივე "ვირტუსი") ისევ წააგო.

"კანტუ" სერია A-ს დებიუტანტ "ვენეციას" სტუმრობდა და დაძაბულ ბრძოლაში - 80:76 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველების გუნდი ქულით იგებდა, გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე კი კანტუელები 59:55 ლიდერობდნენ და საბოლოოდაც 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

მანუჩარ მარკოიშვილი ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მასაც არ უთამაშია ბევრი - მწვრთნელმა 9 წუთით დაასაქმა. მიუხედავად არასაკმარისი დროისა, ორივე ქართველმა საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. მარკოიშვილმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე წარმატებით ესროლა საჯარიმოს ხაზიდან. საბოლოოდ მანუჩარმა 6 ქულა დააგროვა, რასაც მხოლოდ 1 ჩაჭრა მოაყოლა.

თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ესროლა შერმადინმაც. 9 წუთში გიორგიმ 3-დან სამივე ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა. ერთი სიტყვით, ქართველებმა თავისი წვლილი შეიტანეს კანტუელთა გამარჯვებაში.

რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, ისიც სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მის გუნდს მილანში "არმანის" წინააღმდეგ ვერაფერი უშველა. ბოლონიელები 64:79 დამარცხდნენ. სანიკიძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 10 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (15) ბოლონიელთაგან მას მხოლოდ ჯუზეპე პოეტამ (17) აჯობა. ვიქტორმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 2 ორიანი ჩააგდო. საჯარიმო სროლა მას არ შეუსრულებია.

სერია A-ს სამიდან 3 გამარჯვებით "კანტუ" ლიდერობს. ორიდან 2 გამარჯვების მქონე "სიენა" კი ამ ტურის მატჩს დღეს გვიან ღამით ატარებს. რაც შეეხება სანიკიძის გუნდს, "კანადიან სოლარი" 1 მოგებითა და 2 წაგებით მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას "კანტუ" შინ 29 ოქტომბერს "სკავოლინისთან" ჩაატარებს, ხოლო ბოლონიელები 30 ოქტომბერს "კრემონას" უმასპინძლებენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა