სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მატჩში გადამწყვეტი 47-ე წუთზე "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის ჯონი ევანსის გაძევება გახდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი, რომელიც მისი გუნდის დამარცხებით 1:6 დასრულდა, მის კარიერაში ყველაზე უარესი იყო. ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მსგავსი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია, არც მწვრთნელის რანგში და არც ფეხბურთელობისას.

სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მატჩში გადამწყვეტი 47-ე წუთზე "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის ჯონი ევანსის გაძევება გახდა, მაშინ როდესაც "მანჩესტერ სიტი 1:0-ს იგებდა. ფერგიუსონის თქმით ერთბურთიანი სხვაობის დაძლევა კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ 1:3 ან 1:4 დროს მის გუნდს შეტევა აღარც უნდა ეცადა. თუმცა, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, "იუნაიტედის" განაპირა მცველები თავდამსხმელებივით ათამაშდნენ, რაც "თვითმკვლელობას" უდრიდა.

"სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" განადგურებას კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. მანჩინიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ გამარჯვებამ მის გუნდს მხოლოდ სამი ქულა შემატა. მანჩინიმ ისიც თქვა, რომ "მანჩეტსერ იუნაიტედი" მის გუნდზე ძლიერია.

რაც შეეხება ფერგიუსონს, მას მხარი ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაუჭირა. ვენგერი, რომლის გუნდიც "იუნაიტედთან" 2:8 ცოტა ხნის წინ დამარცხდა, მიიჩნევს, რომ დიდი ანგარიშით წაგება განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, იმის გარდა, რომ თამაშის დროს რაღაც განსაკუთრებული მოხდა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა