ფრანგმა პილოტმა სებასტიან ლოებმა კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ ზედიზედ მერვე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად
რალის მსოფლიოს ჩემპიონატში ბოლოსწინა ეტაპი ესპანეთში გაიმართა და ლეგენდარულმა ფრანგმა პილოტმა სებასტიან ლოებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ კარიერაში ზედიზედ მერვე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად.

"სიტროენის" 37 წლის პილოტს ივლისის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული რალის ეტაპი. ლოებმა სუსტად ჩაატარა ბოლო ორი რბოლა ავსტრალიასა და საფრანგეთში, რითაც კონკურენტებს დაწევის საშუალება მისცა.

ესპანეთის რალის წინ "ფორდის" პილოტ მიკო ჰირვონენს იმდენიმე ქულა ჰქონდა, რამდენიც სახელოვან ფრანგს, ხოლო "სიტროენის" ახალგაზრდა წევრი სებასტიან ოჟიე ამ დუეტს სამი ქულით ჩამორჩებოდა. ასე რომ, კატალონიაში დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მით უმეტეს, რომ ეს ეტაპი მხოლოდ ასფალტის საფარზე არ იმართებოდა. სპეცმონაკვეთების ნაწილი ღორღიან გზებზე გადიოდა, ამ საფარზე კი ლოებს არ აქვს დიდი უპირატესობა.

მართლაც, რბოლა ფავორიტებს შორის თანაბარი ბრძოლით დაიწყო, მაგრამ პირველი დღის ბოლოს ჰირვონენი და ოჟიე საბურავების დაზიანებისა და საკუთარი შეცდომების გამო ჩამორჩნენ ლოებს. შესაბამისად, შაბათ-კვირას ასფალტის საფარზე მსოფლიოს შვიდზის ჩემპიონის დაწევა შეუძლებელი ჩანდა. სებასტიანს ბოლო მომენტამდე მხოლოდ "ფორდის" მეორე პილოტი იარი-მატი ლატვალა მისდევდა, მაგრამ არც მას გამოუვიდა არაფერი.

ამიტომაც ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე ლატვალამ სპეციალურად დააგვიანა დროის კონტროლის პუნქტთან, რათა ჯარიმა მიეღო. ამით ის საბოლოო ოქმში ჰირვონენის უკან აღმოჩნდა, რადგან ამ უკანასკნელს ქულები უფრო მეტად სჭირდება.

საბოლოოდ, სებასტიანმა ორ წუთზე მეტით აჯობა ჰირვონენს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპის წინ ფინელზე რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვა. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ქულათა ეს სხვაობა ლოებს ეყოფა იმისთვის, რომ სეზონის დასკვნით რბოლაში კარიერაში ზედიზედ მერვე ტიტული მოიპოვოს.

ოჟიემ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფინიშამდე ვერ მიაღწია. იგივე მიზეზით ვერ დაასრულა რბოლა კიმი რაიკონენმა, ნორვგეიელი პეტერ სოლბერგი კი პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარიაში მოხვდა - ამის მიზეზი გახდა წინა მანქანისგან წარმოქმნილი მტვერი.

ჩემპიონატის ბოლო ეტაპი 10-13 ნოემბერს უელსში გაიმართება.

XII ეტაპი. ესპანეთის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:05.39,3; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.06,9; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.32,4; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - +3.24,1; 5. კრის მიკი (ბრიტანეთი, "მინი") - +5.15,0; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +5.54,2; 7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "სიტროენი") - +9.31,8; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +9.40,1; 9. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, "ფორდი") - +11.13,8; 10. იუჰო ჰანინენი (ფინეთი, "შკოდა") - +13.49,2...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 222 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 214; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 193; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 146; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 110; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 70; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 57; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 53; 843; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 44; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 34...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად