საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის შემდგომ რაუნდში 14 დეკემბრიდან ჩაებმება
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სომხეთთან 2:2-ისა და მალტის 10:0 განადგურების შემდეგ, 23 ოქტომბერს მოლდოვასთან გადამწყვეტი შეხვედრა გამართა, პენალტების სერიაში 8:7 (ძირითადი დრო 2:2) გაიმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის შემდგომ რაუნდში გავიდა.

ამ რაუნდის შეხვედრებს 14-18 დეკემბერს სლოვენია უმასპინძლებს, ჩვენების მეტოქეები სერბეთის, სლოვენიის და ისრაელის ნაკრებები იქნებიან, შემდგომ კი პლეი ოფში ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე 14 საუკეთესო გუნდი გავა და ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი მსოფლიოს ჩემპიონატის 7 საგზურის მფლობელის ვინაობას ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევს.

მინისტრის მილოცვა

ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრებს წარმატებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ლაპარაკია ძირითადი ეტაპისთვის გუნდის უკეთ მომზადების მიზნით ამხანაგური მატჩების ორგანიზებასა და დასკვნითი შეკრების მოწყობაზე.

მეტი გუნდი მეტი არჩევანია

დრამატულ შეხვედრაში გამარჯვებით გახარებული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე ემოციებს ვერ მალავდა, ან როგორ უნდა დაემალა, როდესაც ორ საათამდე გაწელილ შეხვედრაში გუნდები სნაიპერებივით მოწინააღმდეგის ერთ შეცდომას ელოდნენ. საბოლოოდ კი ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

- სიხარული დიდია, გამოცდილ ნაკრებთან მძიმე შეხვედრა მოიგეთ.

- უპირველსად, ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო. რომ არა მათი შემართება, ამ შეხვედრას ვერ მოვიგებდით. რაც ძალა და ენერგია ჰქონდათ, მოგებისთის გაიღეს. ეს წარმატება იმ ბიჭების დამსახურებაც არის, ვინც მოლდოვასთან ვერ ითამაშა, მაგრამ სომხეთთან და მალტასთან იბრძოლა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდნენ ალთუნაშვილი და ძაბირაძე, რომლებიც ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ.

დიდი მადლობა გულშემატკივარს, მათი თანადგომის გარეშე ამ წარმატებას ვერ ვიზეიმებდით.

- წარმატება კარგია, მაგრამ გულახდილად ვთქვათ, მაღალი კლასის ფეხბურთელების აშკარა დეფიციტია.

- სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. ამ პრობლემის მოგვარება ფუტსალის პოპულარიზაციითაც არის შესაძლებელი. ჩვენ სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ყურადღება არ გვაკლია, უბრალოდ, რაც მეტი გუნდი და ფეხბურთელი იქნება, არჩევანის მეტი საშუალება გაგვიჩნდება.

- თუ გსურდათ რომელიმე ფეხბურთელის დამატება და ვერ მოახერხეთ?

- იყო სურვილი, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ახლა ჩვენი ბიჭების ზეიმია.

- შემდეგ ეტაპზე რა შანსები გვაქვს?

- ეტაპი სლოვენიაში ტარდება, სადაც მასპინძლების გარდა, სერბეთისა და ისრაელის გუნდებს შევხვდებით. ცხადია, ისინი ბევრად უფრო ძლიერი მეოტოქეები არიან, მაგრამ შევეცდებით, საქართველო ბალკანეთშიც არ შევარცხვინოთ.

- მანამდე გაძლიერების იმედი თუ გაქვთ?

- ცხადია, გავძლიერდებით, რადგან ძაბირაძე და ალთუნაშვილი დაგვემატებიან.

მთელი წელია, არ გვითამაშია

დავით ბობოხიძე, ნაკრების კაპიტანი

- გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, განსაკუთრებით ასეთ დაძაბულ მატჩში.

- რომ იცოდეთ, როგორ ველოდებოდით მოლდოველების გაფუჭებულ პენალტს. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ და ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოგვხედა.

- თუმცა, ისიც სათქმელია, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვით.

- ეს იმიტომ, რომ საკუთარ მოედანზე პირველად ვთამაშობდით და ძალიან ვნერვიულობდით. დიდი ხანია, საქართველოში შესარჩევი ციკლის შეხვედრები არ ჩატარებულა და თურმე საკუთარ მაყურებელსაც შეჩვევა სჭირდება, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით.

თუმცა სწორედ მაყურებელმა შეგვმატა ძალა, ბოლომდე გევრდში დაგვიდგა და მოლდოვას დიდი მონდომებით ვეთამაშეთ.

- გულახდილად ვთქვათ, მოლდოველებმა გუნდურად უკეთ ითამაშეს, თქვენს მხარეზე კი მეტი ემოცია და ენთუზიაზმი იყო.

- რატომ გიკვირთ? ერთი წელია, რაც ბოლო შესარჩევი ვითამაშეთ, მას შემდეგ არც ამხანაგური შეხვედრა გვქონია და არც ოფიციალური ტურნირი. ასე გამოვედით მოედანზე და მოლდოველებს მაინც მოვუგეთ.

- მაშინ კიდევ კარგად გითამაშიათ.

- მეც მაგას ვამბობ. მოლდოველები ჩვენზე ხშირად თამაშობენ და ეს ეტყობოდათ კიდეც, ისეთი შეკრული გუნდია. ასეთს რომ აჯობებ და შემდეგ ეტაპზე გახვალ, დიდი წარმატებაა.

ბრაზილიელებით გავძლიერდებით

გიზო ფხოველიშვილი, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი

- დაძაბული მატჩის მოგება უფრო ფასეულია. ელოდით ასეთ მძიმე მატჩს?

- ფუტსალი რთული თამაშია და მოგებისთვის დიდი შრომაა საჭირო. რომ იცოდეთ, მოლდოვას ფუტსალში გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე კლასიკურ ფეხბურთში. ბოლო ათი წელია, მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდის მონაწილეა და ერთ-ერთ ძლიერ და ანგარიშგასაწევ ნაკრებად ითვლება. ასე რომ, დაძაბულობა მოსალოდნელი იყო და, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე.

- ნაკრებში ბრაზილიელების დამატება გსურდათ, რატომ ვერ მოხერხდა ეს?

- ლაპარაკი იყო რონისა და ბეტინიოს დამატებაზე, ახლა ვმუშაობთ, რათა მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ვფიქრობ, ელიტრაუნდისთვის ბრაზილიელების დამატება შესაძლებელი იქნება.

- ელიტრაუნდისთვის სად მოემზადებით?

- ეს მწვრთნელის, ზაალ ჩიტალაძის გადასაწყვეტია, ის თავის ვარიანტს შემოგვთავაზებს და შემდეგ გეგმის განხორციელებას შევუდგებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს