ბუვაისას კვლდაკვალ დიდ სპორტში დაბრუნება მისმა უმცროსმა ძმამ, ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ადამ საიტიევმაც გადაწყვიტა
საიტიევები წყვილად ბრუნდებიან

უფროსი ძმის, თავისუფალ ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური და ექვ-ექვსგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ბუვაისა საიტიევის (74) კვლდაკვალ დიდ სპორტში დაბრუნება მისმა უმცროსმა ძმამ, ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ადამ საიტიევმაც (84) გადაწყვიტა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კრასნოიარსკში უფროსმა საიტიევმა თავად განაცხადა, სადაც ამ უქმეებზე ჭაბუკთა შორის გამართულ საკუთარი სახელობის ტურნირზე ჩავიდა ხასავიურტიდან. მოგეხსენებათ, ჩეჩენი ძმები ახლა ხასავიურტში ცხოვრობენ და ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ვარჯიშებიც იქვე განუახლებიათ.

"ადამი ძალიან კარგ ფორმაშია და არაა გამორიცხული, ივან იარიგინის ტურნირზეც იჭიდაოს. მან ჩემზე ადრე დაიწყო ვარჯიში. ის ძალიან ორგანიზებულია, იცავს რეჟიმს, უნიკალური ადამიანია და ამ თვალსაზრისით მისთვის ადვილი იქნება დაბრუნება, თუმცა ზოგადად, ამხელა შესვენების შემდეგ ეს რთული საქმეა. მე მუდამ ინტერესით ვაკვირდები მის მზადებას, რადგან ერთ დარბაზში ვვარჯიშობთ, და ყოველთვის მომწონდა ის, როგორც სპორტსმენი" - განუცხადა ბუვაისა საიტიევმა პარასკევს "სპორტ-ექსპრესს".

33 წლის ადამ საიტიევი ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონიცაა, თუმცა ყოველთვის უფროსი ძმის ჩრდილში იდგა.

ამის მიუხედავად, ისტორიაში მაინც ჩაეწერა - ტიტულები ხომ თავისთავადაა ამის წინაპირობა, მაგრამ ერთი ოჯახიდან ორი ოლიმპიური ჩემპიონიც ძალზე იშვიათი ამბავია მსოფლიოს სპორტში.

მათი ოჯახური მიღწევა უფრო შთამბეჭდავი ხდება ბუვაისას მიღწევების ფონზე, რომელიც ოლიმპიადის სამჯერ მომგებ მოჭიდავეთა სამეულში შედის, ამ სამეულიდან კი ერთადერთი მოქმედი ფალავანია. რაც შეეხება ადამ საიტიევს, მან მოიგო სიდნეის ოლიმპიადა - ოთხიდან ერთადერთი თამაშები, რომელიც ბუვაისამ ჩააგდო, 2006 წლის შემდეგ კი, როცა ევროპის პირველობაზე გაიმარჯვა, დიდ შეჯიბრებებზე არც უჭიდავია.

84 და 74 საჯილდაო ქვა

ადამ საიტიევის დაბრუნება გეგმებს სერიოზულად უცვლის ბუვაისასაც, რომელიც ვარჯიშების განახლების შემდეგ სწორედ 84-ში გეგმავდა გადაბარგებას, ახლა კი ირკვევა, რომ ისევ 74-ში დარჩება. "სპორტს-ექსპრესი" სახელოვან უფროს ძმას საკუთარ გეგმებზეც დაეკითხა და ამ კონტექსტში მან არა 84-ზე, არამედ 74-ზე ილაპარაკა.

ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ოლიმპიურ გუნდში მოსახვედრად უმთავრეს კანდიდატად ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის გამარჯვებული, დაღესტნელი ავარელი მახაჩ მურთაზალიევი დაასახელა და არა 84-ის რომელიმე ფალავანი.

"ოლიმპიურ გუნდში მოსახვედრად ჩემი უმთავრესი კონკურენტი მახაჩ მურთაზალიევია, რომელთანაც ხალიჩაზე აუხსნელი დამრჩა ურთიერთობა. ის მსოფლიოს მძვინვარე ჩემპიონია, რომელსაც ზურგს უმაგრებს სერიოზული ხალხი, მთელი რესპუბლიკა. ძალიან ბევრს სურს, ის ოლიმპიურ გუნდში იხილოს და უნდა აღვნიშნო - საკმაოდ სწორადაც ამოძრავებთ საამისო სურვილი.

მე ვიგრძენი წინააღმდეგობა, თუმცა ეს აზარტს მაძლევს და მზად ვარ ჯანსაღი ავანტურისთვის" - განაცხადა საიტიევმა, რითაც ხაზი გაუსვა რუსეთის მრავალეროვნულ ნაკრებში არსებულ ეროვნულ დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ამგვარ მომენტზე რუსეთიდან დაბრუნებული გიორგი გოგშელიძეც ლაპარაკობდა, ჩრდილო კავკასიელ სპორტსმენებს მთელი მათი რესპუბლიკები უმაგრებენ ზურგს და ყველაფერს აკეთებენ ნაკრებში თავიანთი ხალხის გასაყვანად, რადგან ეროვნული თვითმყოფადობის წარმოსაჩენად სხვა საშუალება თითქმის არ აქვთო.

ეტყობა, მსგავსი მიდგომა შედარებით პატარა რესპუბლიკის - ჩეჩნეთის შვილმა საიტიევმა უკვე იგრძნო დაღესტნელებთან და ოსებთან ურთიერთობაში, თუმცა შეგახსენებთ, რომ მას ჩეჩნეთთან დიდი კავშირი არც აქვს - კარიერის უმეტესი წლები კრასნოიარსკში გაატარა დიმიტრი მინდიაშვილთან სავარჯიშოდ, ახლა კი ხასავიურტში ცხოვრობს, სამშობლოში იშვიათად ჩადის, თუმცა იქ მაინც ძალზე პოპულარულია.

არადა, როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, დაბრუნებამდე ბუვაისა საიტიევი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარაფელ მარტინეტის, რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს, ჭიდაობის იქაური ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვედრია და მათგან სრული მორალური მხარდაჭერა მიუღია, თუმცა კარგად იცის იქაური ამბები და გარკვეული შიში მაინც რჩება.

რაო, ცარგუში მოიძულეს?

აქ ისიც ვთქვათ, რომ ბოლო წლებში მურთაზალიევიც ფრიად გააწვალა მუხლისა და მხრის ტრავმამ, თუმცა ახლა მკურნალობის კურსი უკან დარჩა და ისიც ინტენსიურად ემზადება. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ საიტიევს, რომელსაც საერთოდ არც უხსენებია კიდევ ერთი კონკურენტი, ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი, აფხაზი დენის ცარგუში, ხოლო როცა ამის შესახებ ჟურნალისტმა შეახსენა, ცოტა არ იყოს, აგდებულად თქვა მასზე, ძალიან ცუდად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ათეულშიც ვერ მოხვდაო.

მოგვიანებით კორესპოდენტის კითხვის პასუხად ნათქვამს კი დაამატა, ეს ერთი წაგება მისი ჩამოწერის მიზეზი არ უნდა გახდესო, მაგრამ ისიც დასძინა, ნებისმიერ სპორტსმენს მოეძებნება შემცვლელიო.

კაცმა რომ თქვას, ცარგუშისა და ბუვაისა საიტიევის შედარება უადგილოცაა - აფხაზი უფრო შრომით შექმნილი ვარსკვლავია, ხოლო ჩეჩენი ბუნებით დაჯილდოებული ტალანტია აქ შეგვიძლია მინდიაშვილის ამასწინანდელი ინტერვიუც გავიხსენოთ, სადაც ცარგუშზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

სახელოვანმა მწვრთნელმა მისი დადებითი თვისებებიც ჩამოთვალა, მაგრამ მერე ასეთი რამეც განაცხადა, არიან სპორტსმენები, რომლებსაც წარმატება ახალი მიღწევებისთვის სტიმულს აძლევს, მაგრამ ზოგს "პიჟონური ჩვევებიც" უვითარდება, ვარჯიშებს აცდენენ და ვეღარც შედეგებს აღწევენ, ჰოდა, ცარგუშსაც ასე დაემართაო. აქედან გამომდინარე, ნათელია, საიტიევთა სამწვრთნელო შტაბი ცარგუშზე როგორი აზრისაა.

...და ჩვენების გეგმები

ვფიქრობთ, ბუვაისა საიტიევის 74-ში დაბრუნება ჩვენთვისაც კარგია, რადგან მიგვაჩნია, ადამ საიტიევთან საბრძოლველად უკვე ლიცენზირებულ მსოფლიოს პრიზიორ დავით მარსაგიშვილს მეტი შანსი აქვს.

თავის მხრივ, ასევე ლიცენზიამოპოვებულ მსოფლიოს კიდევ ერთ ბრინჯაოს მედალოსანს - დავით ხუციშვილსაც (74) უფრო წარმატებით შეუძლია ბუვაისა საიტიევთან გამკლავება, თუმცა ვისურვოთ, რომ ეს მართლაც უძლიერესი მოჭიდავე ვერ მოხვდეს რუსეთის ნაკრებში - ჩვენებურს მურთაზალიევთანაც და ცარგუშთანაც ბევრად მეტი შანსი აქვს, ვიდრე - უფროს საიტიევთან.

დასასრულს, იმასაც შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობიდან მომავალი ბუვაისა საიტიევი რამდენიმე დღით საქართველოშიც შეჩერდა და სხვა ქართველ მოჭიდავეებთან ერთად ხუციშვილიც ძალიან აქო, უდაოდ ნიჭიერია, მაგრამ ტექნიკურად ცოტა უფრო უნდა მოუმატოს ჭიდაობასო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?