ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უმონაგრო მსოფლიო და სამერმისო თურქული შანსი

უმონაგრო მსოფლიო და სამერმისო თურქული შანსი

ბაქოს სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2O წრეში კვარცხლბეკისაკენ მიმავალ ბილიკებს ერთბაშად რვა ჩვენებური ჩამოშორდა
წლეულს მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა - ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილმა (75 კგ) და მიხეილ ბახტიძემ (მძიმე) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამგვარმა წარმატებამ დაგვაიმედა, რომ ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი მოკრივეები ლონდონის ოლიმპიადის 3-4 საგზურს შესწვდებოდნენ. პირველი წრის შემდეგ თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ მე-2O წრეში სრული ფიასკო განვიცადეთ - ერთბაშად რვა ჩვენებური ჩამოშორდა კვარცხლბეკისაკენ მიმავალ ბილიკებს.

მაინც რა მოხდა ბაქოში?

გვესაუბრება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი:

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იანვრიდან ინტენსიურად და მონდომებით ვემზადებოდით. რომ არაფერი ვთქვათ შინაურ ვარჯიშებზე, ხუთჯერ სხვადასხვა ქვეყნის მოკრივეებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები გავმართეთ, იმავე ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირებშიც ვიასპარეზეთ, მედლებიც მოვიპოვეთ, ამდენად, თურქეთში კონტინენტის პირველობაზე მიღწეული წარმატებაც ლოგიკური იყო.

ბაქოშიც ველოდით კარგ შედეგებს. მით უმეტეს, რომ განთესვამაც გაგვიმართლა - უძლიერესი საკრივო ქვეყნების წარმომადგენლები, ფაქტიურად, პირველ-მეორე წრეში აგვცდნენ.

ახალი დებულებით, ორი წრის გადალახვა, შესაძლოა, საკმარისიც ყოფილიყო ლონდონის საგზურის მოსაპოვებლად, რადგან მესამეში დამარცხების შემთხვევაში მძლეველი ფინალში თუ გავიდოდა, წაგებულიც ლიცენზიას გაინაღდებდა. სამწუხაროდ, კარგი შანსი გავუშვით ხელიდან.

ბაქოს რინგზე სტარტი ჩვენი გუნდის მხოლოდ ორი წევრისთვის გამოდგა უიღბლო. 56 კილოში გიორგი კილანავამ 24 წლის ავსტრალიელ ლუკ ბოიდთან 10:17 წააგო. არადა, მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს დღემდე არაფრით გამოუჩენია თავი. მართალია, პეკინის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, მაგრამ შეჯიბრს პირველსავე შეხვედრაში გამოეთიშა.

გიორგიმ პირველი რაუნდი კარგად წარმართა, თუმცა მერე მწვრთნელთა რჩევები არ გაითვალისწინა - ტემპში აჰყვა მეტოქეს და გულშემატკივრებში გადაინაცვლა.

გამოცდილი სპორტსმენია ნიკოლოზ იზორია, 2004 წლის ევროპის ვერცხლის პრიზიორი და ორი ოლიმპიადის მონაწილე. ბაქოში მისი გვეიმედებოდა, მაგრამ პირველსავე პაექრობაში 2008 წლის კონტინენტის პირველობის მეორეადგილოსან მიკლოშ ვარგასთან (უნგრეთი) ხელი მოეცარა. მოგეხსენებათ, ნიკამ მძიმე ტრავმა გადაიტანა.

მას შემდეგ კიდევ თუ დაუბრუნდებოდა რინგს, არავის ეგონა. იზორიას მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა. ვარჯიში განაახლა და წლეულს გაზაფხულზე ბაქოს საერთაშორისო ტურნირის მედალიც მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხის შემდეგ ნიკამ გვითხრა, რომ აქტიურ სპორტს თავს ანებებს და მწვრთნელობას დაიწყებს - თანაქალაქელ თემურ ოჩიგავას დაუდგება გვერდით. მის მდიდარ გამოცდილებას ნაკრების წევრთა დასაოსტატებლადაც გამოვიყენებთ - საწვრთნელი შეკრებებისას ჩვენთან ერთად იქნება.

აზერბაიჯანის დედაქალაქში დასანანი მარცხი განიცადა კობა ფხაკაძემ (64 კგ). ორი წლის წინათ მილანის მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო მჩატე წონაში მან მესამე ადგილი დაიკავა.

ახლაც მედალს ველოდით მისგან. პირველ წრეში დიდი სხვაობით (29:5) სძლია განელ მეტოქეს და აზერბაიჯანელ გეიბათულა გაჯიალიევს დაუპირისპრდა. პირველი რაუნდი ჩვენებურის უპირატესობით წარიმართა.

მეორეში მასპინძელმა სიმწრისგან თავი დაარტყა სახეში. ფხაკაძე იატაკზე აღმოჩნდა. რეფერის 10 დათვლამდე რომ არ წამომდგარიყო, აზერბაიჯანელს დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და კობაც მე-3 წრეში გავიდოდა, მაგრამ იგი ვაჟკაცი ბიჭია და ამ გზით არ ისურვა შეჯიბრებაზე წინსვლა. ორთაბრძოლის განახლების შემდეგ ფხაკაძემ ბოლომდე ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და ორი ქულით დამარცხდა.

- მესმის, რომ ჩვენი მოკრივეების ფიასკოში ობიექტური მიზეზებიცაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ვარსკვლავომანიამაც" ხომ არ იჩინა თავი?

- არც უმაგისობაა. ევროპის პრიზიორობამ არა მარტო მედალოსნებს, არამედ ნაკრების სხვა წევრებსაც ცუდი სამსახური გაუწია, არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო. ბიჭებმა ზედმეტად ირწმუნეს საკუთარი ძალები, თანაც პირველი ბარიერის იოლად გადალახვამ გაათამამა ისინი. ახლა კი გრძნობენ საკუთარ შეცდომებს, მაგრამ...

- მატარებელი უკვე ჩავლილია.

- ყოველივეს მიუხედავად, ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს. როგორც გითხარით, ბიჭები, ასე ვთქვათ, მიწაზე დაეშვნენ. მწვრთნელებთან ერთად ბაქოში დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ, დავსახათ გზებს მათ გამოსასწორებლად. აპრილში თურქეთი სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და იქ ვეცდებით საგზურების მოპოვებას.

- ჰო, მაგრამ თურქებს ჯერჯერობით არც ერთი ლიცენზია არ აუღიათ და თავიანთი ქვეყნიდან რას გამოგვატანენ, თანაც იქ საგზურები მხოლოდ გამარჯვებულებს თუ შეხვდება.

- როგორც ვიცი, 91 კილოსა და მძიმე წონაში ერგებათ ლიცენზიები მხოლოდ ტურნირის ჩემპიონებს, დანარჩენ წონებში კი მსგავსი ბედნიერება ფინალისტების ხვედრი იქნება. ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია და ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთა, ამჟამად ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზეა დელეგატად მიწვეული და კრივის მსოფლიო ფედერაციის მესვეურებთან გაარკვევს, თუ როგორ განაწილდება 2012 წლის თამაშების დარჩენილი საგზურები.

- ნაკრებში ცვლილებები თუ იგეგმება?

- აუცილებლად. როგორც გითხარით, ნიკოლოზ იზორიას აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ 60 კილოში ადგილი ვაკანტური გახდა. ჯერჯერობით გიორგი კილანავას ვარჯიში არ განუახლებია და არც ის ვიცი, რას აპირებს სამომავლოდ. ნოემბრის მეორე დეკადაში მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება.

ყველა უძლიერესი სპორტსმენი ჩაებმება ამ შეჯიბში ნაკრებში ადგილის დასაბევებლად. ბევრ წონაში კონკურენცია გაიზარდა, პერსპექტიული ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ეროვნული გუნდის კარი კი ყველასთვის ღიაა, რადგან იქ დაჯავშნული ადგილები არავის აქვს. იანვრიდან საწვრთნელ შეკრებებს გავივლით, ორ საერთაშორისო ტურნირშიც გამოვცდით ნაკრების წევრებს და მხოლოდ საუკეთესოებს წავიყვანთ თურქეთის სალიცენზიო ტურნირში საასპარეზოდ.

ბაქოში ყოველმხრივ შეგვიწყო ხელი ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა, რომლის მადლიერები ვართ. იგი შეგვპირდა, რომ ჩვენს ბიჭებთან მეტი კონტაქტი ექნება, იზრუნებს მათ ჯანმრთელობაზე, რაც სამომავლოდ დიდად დაგვეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა