გარსიამ "დინამოს" დუბლებში მოთამაშე მცველი "გაგრასთან" მატჩისთვის თვრამეტკაციან განაცხადში შეიყვანა
"დინამოს" დუბლებში მოთამაშე 1993 წელს დაბადებული მცველი დავით ხოჭოლავა, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურში "გაგრასთან" შეხვედრის თვრამეტკაციან განაცხადში შეიყვანა.

"დინამო" 2-ისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ძირითადი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

დავით ხოჭოლავა:"პირველ გუნდთან ვარჯიში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი სტიმული არის. როდესაც ისეთ ფეხბურთელებთან გიწევს ვარჯიში, როგორიც ესპანელი ჩისკოა, ან ჩვენი გუნდის სხვა გამოცდილი წევრები, კიდევ უფრო იზრდები.

ძირითად გუნდთან ერთად უკვე დიდი ხანია ვვარჯიშობ. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც გუნდის სამწვრთნელო შტაბის დამსახურება არის. ვთლი, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვარ მათთან ერთად მოედანზე გასასვლელად და სათამაშოდ. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფები.

ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში კი ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია გახლავთ. მთავარი მწვრთნელი, სოსო ჭედია, ეროვნული ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტად მუშაობს და ვფიქრობ, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენი წარმატებული თამაში ეროვნული ნაკრებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა გახლავთ. "დინამოში" და საქართველოს ნაკრებში თამაში, ხომ ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საოცნებო გახლავთ".

fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა