საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტონი ვერელი პოლიციამ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავა
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (8 მატჩი ეროვნულ გუნდში 1998/2000 წლებში) ტონი ვერელი, მისი ძმა ჯოვანი და მათი კიდევ 2 ამფსონი პოლიციამ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავა.

საქმე ის არის, რომ ისინი ღამის კლუბის დაცვამ უგვანი საქციელისთვის გარეთ გააძევა. სამართალდამცავთა ცნობით, ეს კვირას ღამის 3 საათზე ქალაქ ნანსისთან ახლოს მოხდა. ამ დროისთვის ტონი და მისი მეგობრები ალკოჰოლისგან უკვე გონება დაბინდულები იყვნენ.

გადაწყვიტეს რა შურისძიება, ისინი შეიარაღდნენ ბეისბოლის კეტებით, პისტოლეტებით და უკან დაბრუნდნენ. აწ უკვე ბრალდებულებმა კლუბის შესასვლელთან მდგარ დაცვის წევრებს ჯოხებით შეუტიეს. ამ უკანასკნელებმა "პირველი ტალღა" გაზის სპეციალური ბალონებით მოიგერიეს, რის შემდეგაც საქმეში უკვე ცეცხლსასროლი იარაღი "სმიტ ვესონის" 22 Jet Magnum-ები ჩაერთო. დაჭრილია სამი ადამიანი, სამივე დაცვის წევრი.

ერთს ტყვია ფეხში მოხვდა, მეორეს გამჭოლი ჭრილობა ხელში აქვს, მესამეს კი - მუცლის ღრუში. თუმცა ექიმების ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე დროულად გამოცხადებულმა პოლიციამ ოთხოვე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

38 წლის ტონი ვერელმა საფეხბურთო კარიერა 1991 წელს მშობლიურ ქალაქ ნანსიში დაიწყო. ის ორჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი, 1998 წელს "ლანსის", 2003-ში კი "ლიონის" შემადგენლობაში. 2009 წელს მან შეიძინა მესამე ლიგის "გენიონის" აქციები, სადაც თავადაც თამაშობდა, მაგრამ კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა წელს აპრილში შეწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა