ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

იაგრმა გატანა დაიწყო

იაგრმა გატანა დაიწყო

2008 წლის აპრილის შემდეგ ლიგაში პირველი შაიბა გაიტანა ლეგენდარულმა ჩეხმა იარომირ იაგრმა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მორიგ სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ცენტრალური იყო შეხვედრა "ფილადელფიასა" და "ტორონტოს" შორის. ორივე გუნდი აგრძელებს წარმატებულ სტარტს ახალი სეზონში, ამიტომაც მათი შეხვედრა, წესით დაძაბული უნდა გამოსულიყო და ასეც მოხდა.

თავდაპირველად მასპინძლები, ფილადელფიელი ჰოკეისტები ვერ გაუმკლავდნენ "ტორონტოს" შეტევების ლიდერ ფილ კესელს, რომელმაც სეზონში თავისი მეცხრე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიდერობს ლიგაში.

კანადური კლუბი დაწინაურდა, მაგრამ პირველი პერიოდის დარჩენილი დრო, მეორე პერიოდი და მესამე პერიოდის სტარტი უკეთ "ფილადეფიამ" ჩაატარა და ეს ანგარიშშიც გამოიხატა - "მფრინავები" 3:1 გავიდნენ წინ.

2008 წლის აპრილის შემდეგ ლიგაში პირველი შაიბა გაიტანა ლეგენდარულმა ჩეხმა იარომირ იაგრმა. სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში მატჩში. ამას სკოტ ჰარტნელმა დუბლი დაუმატა და "ფილადელფიამ" ორშაიბანი უპირატესობა მიიღო.

"ტორონტომ" გაიბრძოლა და მესამე პერიოდის შუაში დეივ სტეკელმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ოთხ წუთში იაგრმა მეორე შაიბა გაიტანა მატჩში და "ფილადელფიამ" 4:2 მოიგო.

ახლა გუნდებს რვა მატჩის შემდეგ ერთნაირი სტატისტიკა აქვთ - 5 მოგება და 3 მარცხი.

უმძიმეს მდგომარეობაშია ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი - "მონრეალ კანადიენსი". კანადელებს რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება და ექვსმატჩიანი წაგებათა სერია აქვთ. ასეთი ცუდი სტარტი კანადურ კლუბს ბოლო 70 წლის განმავლობაში არ ჰქონია.

ამჯერად "მონრეალი" შინ დამარცხდა "ფლორიდასთან". მასპინძლებმა პირველ პერიოდში გახსნეს ანგარიში - "კანადიენსი" ერიკ კოულმა დააწინაურა, მაგრამ "პანტერებმა" პირველივე ოცწუთეულში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - ეს გააკეთა ჩეხმა ტომას ფლიშმანმა.

მეორე პერიოდი უგოლოდ დასრულდა, მესამეში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე წუთი, როცა სკოტი აპშოლმა გამარჯვების გოლით ორი ქულა მოუტანა "ფლორიდას" - 2:1.

სტუმრების გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი 20 წლის შვედმა მეკარემ იაკობ მარქსტრიომმა შეიტანა. მან 40 დარტყმის მოგერიება მოახერხა და ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თანდათან აუმჯობესებს სატურნირო მდგომარეობას "ნიუ იორკ რეინჯერსი". სეზონის სტარტზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, ნიუიორკელებმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს. თანაც გასვლაზე "ვინიპეგთან" გამარჯვებით შეწყვიტეს სტუმრად შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია.

"რეინჯერსი" პირველ პერიოდში უკრაინელმა რუსლან ფედოტენკომ დააწინაურა, მაგრამ ბელარუსმა ნიკ ანტროპოვმა ამავე პერიოდში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

ამის შემდეგ წინა პლანზე გუნდების მეკარეები გამოვიდნენ, რომლებმაც მეორე პერიოდში შაიბა არ გაუშვეს. სტუმართა კარის დარაჯმა მარტინ ბირონმა მესამე 20-წუთეულშიც შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა, "ვინიპეგის" მეკარე კრის მეისონი კი ერთ-ერთ ეპიზოდში ვერ გაუმკლავდა რაიან კელეჰანის დარტყმას და მისმა გუნდმა სეზონში მეექვსე შეხვედრა წააგო.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ლოს ანჯელეს კინგზის" მეკარე ჯონათან ქუიქი დაასახელა.

ქუიქი კალიფორნიული კლუბის ისტორიაში პირველი გოლკიპერია, ვინც ზედიზედ სამი "მშრალი" მატჩი ჩაატარა. ამის წყალობით "კინგზს" ისტორიაში საუკეთესო სტარტი გამოუვიდა - 5 მოგება და ერთი მარცხი.

ქუიქმა "სენტ ლუისთან" 5:0 მოგებულ მატჩში 27 სეივი განახორციელა და კარიერაში მე-100 გამარჯვება იზეიმა.

ბოლოს NHL-ში ზედიზედ სამი "შათაუტი" 2008 წლის დეკემბერში "კოლამბუსის" მეკარე სტივ მეისონს ჰქონდა. ქუიქმა ამ სეზონში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში საშუალოდ 0.81 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.2 პროცენტი მოიგერია.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ოტავას" ფორვარდი ჯეისონ სპეცა, რომელმაც გასულ შვიდ დღეში შვიდი ქულა (3+4) დააგროვა და თავის გუნდს სამიდან ორ მატჩში მოაგებინა.

მესამე ვარსკვლავია "ვაშინგტონ კეპიტალზის" მეკარე ტომაშ ვოკოუნი, ვისაც დიდი დამსახურება მიუძღვის დედაქალაქური კლუბის ფანტასტიკურ სტარტში (7-დან 7 მოგება). ჩეხი გოლკიპერი საშუალოდ მატჩში ერთ გოლს უშვებს და მეტოქეთა დარტყმების 96.8 პროცენტს იგერიებს.

ფილადელფია-ტორონტო 4:2

1:1, 1:0, 2:1

გოლები: 0:1 კესელი-9 (ლუპული-5, ლაილსი-6), 1:1 იაგრი-1 (კ. ჟირუ-4, კ. ტიმონენი-3), 2:1 ჰარტნელი-1 (ბრიერი-4), 3:1 ჰარტნელი-2 (კ. ჟირუ-5, იაგრი-5), 3:2 შტეეკელი-3 (ფრატინი-1, ლომბარდი-2), 4:2 იაგრი-2 (ჰარტნელი-3, კ. ტიმონენი-4).

მონრეალი-ფლორიდა 1:2

1:1, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 ე. კოული-1 (პასიორეტი-4, დიასი-2), 1:1 ფლიშმანი-2 (ვერსტიგი-5), 1:2 აპშოლი-1 (კულიკოვი-4, კოპეცკი-2).

ვინიპეგი-რეინჯერსი 1:2

0:0, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 ფედოტენკო-1 (ჟირარდი-2, დელ ზოტო-2), 1:1 ანტროპოვი-2 (ბურმისტროვი-5, ე. კეინი-1), 1:2 კელეჰანი-2 (ფედოტენკო-4, ჟირარდი-3).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. ვაშინგტონი* 7 7 0 0 14

2. პიტსბურგი* 10 6 2 2 14

3. ტორონტო* 8 5 2 1 11

4. ფილადელფია 8 5 2 1 11

5. ბაფალო 7 5 2 0 10

6. ფლორიდა 8 5 3 0 10

7. რეინჯერსი 7 3 2 2 8

8. ტამპა ბეი 8 3 3 2 8

9. კაროლინა 8 3 3 2 8

10. ნიუ ჯერსი 6 3 2 1 7

11. აილენდერსი 6 3 3 0 6

12. ბოსტონი 8 3 5 0 6

13. ოტავა 8 3 5 0 6

14. ვინიპეგი 8 2 5 1 5

15. მონრეალი 8 1 5 2 4

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. დალასი* 8 6 2 0 12

2. კოლორადო* 8 6 2 0 12

3. დეტროიტი* 6 5 1 0 10

4. ლოს ანჯელესი 7 5 1 1 11

5. ჩიკაგო 7 4 1 2 10

6. ვანკუვერი 8 4 3 1 9

7. მინესოტა 8 3 2 3 9

8. ანაჰაიმი 7 4 3 0 8

9. ედმონტონი 7 3 2 2 8

10. სტ. ლუისი 8 4 4 0 8

11. ფინიქსი 7 3 3 1 7

12. ნეშვილი 7 3 3 1 7

13. სან ხოსე 6 3 3 0 6

14. კალგარი 7 2 4 1 5

15. კოლამბუსი 8 0 7 1 1

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ფილ კესელი (ტორ) 15 (9+6)

დანიელ სედინი (ვან) 12 (4+8)

ჯეისონ სპეცა (ოტა) 11 (4+7)

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 10 (6+4)

მილან მიხალეკი (ოტა) 10 (6+4)

ჯონ ტავარესი (აილ) 10 (6+4)

კლოდ ჟირუ (ფილ) 10 (5+5)

ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 10 (4+6)

ჰენრიკ სედინი (ვან) 10 (3+7)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 10 (2+8)

გოლები

ფილ კესელი (ტორ) 9

ჯეიმს ნილი (პიტ) 8

ჯონ ტავარესი (აილ) 6

ტომაშ ვანეკი (ბაფ) 6

მილან მიხალეკი (ოტა) 6

კლოდ ჟირუ (ფილ) 5

ჯორდან სტაალი (პიტ) 5

რაიან ნაჯენტ-ჰოპკინსი (ედმ) 5

დევიდ ჯონსი (კოლ) 5

ლუი ერიქსონი (დალ) 5

პასები

ერიკ კარლსონი (ოტა) 8

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 8

დანიელ სედინი (ვან) 8

დიონ ფანოფი (ტორ) 7

მ-ა. ბერჟერონი (ტ-ბეი) 7

რაიან ო'რაილი (კოლ) 7

პი ეი პარენტო (აილ) 7

კრის ლეტანგი (პიტ) 7

ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 7

ბრაიან კემპბელი (ფლო) 7

ჯეისონ სპეცა (ოტა) 7

ჰენრიკ სედინი (ვან) 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია