ფრანგულ პუატიეში ფინალურ წრეში ჩვენებურმა სამ-სეტიანი ორთაბრძოლა რუმინელ მადალინა გოინეასთან (185) - 6:3, 4:6, 4:6 წააგო
ფრანგულ პუატიეში სულ ცოტა დააკლდა სოფიო შაფათავას (277) 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლამდე.

მეორე საკვალიფიკაციო წრეში ქართველმა მასპინძელ ლუ ბრულოს (777) მოუგო - 6:4, 6:4. ფინალურ წრეში შაფათავამ სამ-სეტიანი ორთაბრძოლა წააგო მე-2 ნომრად განთესილ რუმინელ მადალინა გოინეასთან (185) - 6:3, 4:6, 4:6. ასე რომ, ძირითად ბადეში ერთადერთი ქართველი იასპარეზებს - ანა ტატიშვილი (88) პირველ წრეში ფრანგ ალიზ კორნეს (94) ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ ალიზ კორნე მსოფლიოს მე-11-ე ჩოგანი იყო.

ტურნირის წყვილთა ბადეში ქართველებმა სხვადასხვა დუეტში გადაწყვიტეს თამაში - შაფათავა რუს მარინა მელნიკოვას (370) შეუწყვილდა, მაგრამ ამ გუნდმა სლოვაკ ჰუსაროვასთან (176 წყვილებში) და ფრანგ ფორეტცთან (97) წააგო - 2:6, 4:6. ტატიშვილი რუს ალექსანდრა პანოვასთან (122) ერთად ითამაშებს, ეს წყვილი მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში კოზლოვა-ივახნენკოს უკრაინულ დუეტს ხვდება.

ანთალიაში, 10-ათასიან ტურნირზე ეკა გორგოძე (413) მე-3 ნომრად არის განთესილი და შვეიცარიელ ვიქტორია გოლუბიჩს (560) ხვდება, ხოლო სოფიო ქვაცაბაია (467) ტურნირის მე-4 ნომერია და ჰოლანდიელ სინდი ბურგერს (1055) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა