თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, გორელი ფალავანი, მთელი სეზონია არენაზე არ გამოჩენილა
თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, გორელი ფალავანი ოთარ თუშიშვილი, მთელი სეზონია არენაზე არ გამოჩენილა.

ხშირი ტრავმების გამო მისი კარიერაში მსგავსი ვითარება ადრეც შექმნილა, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე (იგი ახლა 33 წლისაა), ოთარის ამჟამინდელი უქმობა ბევრმა უკვე კარიერის დასასრულად მიიჩნია. ქართული მედიაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ულიცენზიოდ დარჩენილ 66 კგ-ზე ყურადღების გამახვილებისას თუშიშვილს აღარც ახსენებს, თუმცა თვიავად სპორტსმენი სხვაგვარად ფიქრობს.

"ტრავმების პრობლემა სულ თან მდევს, მაგრამ ასე იოლად რომ დავნებებულიყავი, დღეს ჩემი ტიტულები არ მექნებოდა. ამჟამად ტკივილი თითქმის აღარ მაწუხებს და ვფიქრობ, გაცდენილი სეზონის მიწურულს, ნოემბერში საქართველოს ჩემპიონატისთვის გამოვკეთდები და ჭიდაობას შევძლებ. ქვეყნის ჩემპიონატზე გამოსვლით კი ლონდონის ოლიმპიადისთვის მინდა გზა გავიხსნა. სწორედ შინ გამარჯვებით მომეცემა სალიცენზიო ტურნირებზე ჭიდაობის და შესაბამისად 2012 წლის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი" - გვითხრა ოთარ თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, ამას წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზე 66 კგ-ში მისივე თანადარბაზელი, გორელი ფალავანი შალვა მუზიაშვილი ასპარეზობდა, რომელიც ასევე კარგი მოჭიდავეა, მაგრამ სტამბულში ულიცენზიოდ დარჩა.

"თუშიშვილი შეუპოვარი და გამოცდილი ფალავანია. მიუხედავად ტრავმების და მკურნალობის პროცესისა, ის მაინც ცდილობს ჭიდაობას. აქამდეც მუდამ გვახლდა შეკრებებზე და ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. ცხადია, სასიამოვნოა, რომ ის საქართველოს ჩემპიონატზე გამოვა.

სალიცენზიოდ მისიც მეიმედება და შალვა მუზიაშვილისაც, ისევე როგორც ამ უკანასკნელის ძმის მალხაზისა. აქვე გეტყვით, როგორც ნაკრების მწვრთნელს საკუთარი ვარაუდი გამაჩნია ლიცენზიისათვის რომელზე უფრო დიდ იმედს ვამყარებ, მაგრამ ამ ვარაუდის გახმაურება ახლა არ იქნება მართებული" - თქვა ჩვენთან საუბარში ზაზა თურმანიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა