ცნობილი გახდა, რომ მარია შარაპოვა აღარ აპირებს მესამე ტურში ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ კორტზე გასვლას
გუშინ, წლის შემაჯამებელ ტურნირში სასტარტო შეხვედრები ჩაატარეს "თეთრი ჯგუფის" ბინადრებმა - ვიქტორია აზარენკამ და ნა ლიმ და ორივემ გამარჯვება მოიპოვა.

ბელარუსი ჩოგბურთელი ავსტრალიელ სამანტა სტოსურს ხვდებოდა, ვინც წინა დღეს ორ სეტში მოუგო რუს მარია შარაპოვას და შეწყვიტა ამ ჩოგბურთელთან ცხრამატჩიანი წაგებათა სერია. სამანტას აზარენკასთანაც ცუდი სერია ჰქონდა - ვიკას მანამდე ოთხჯერ შეხვდა და ოთხივეჯერ წააგო. მაგრამ, ამჯერად, ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონმა ვერ გატეხა ნავსი. აზარენკა მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა კორტზე და საათსა და 17 წუთში 6:2, 6:2 მოიგო.

აზარენკამ 11 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ოთხი გამოიყენა, სამანტას კი ერთადერთი ბრეიკის შანსი ჰქონდა, ისიც მატჩბოლზე, მაგრამ ვერც ის გამოიყენა. ახლა ვიქტორია ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს უგებს სტოსურს.

როლან გაროსის ჩემპიონი ნა ლი მარია შარაპოვას ხვდებოდა, რომელსაც უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა - ზედიზედ მეორე წაგება რუსს თითქმის უკარგავდა ნახევარფინალში გასვლის შანსს. შესაბამისად, მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოვიდა.

შარაპოვამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო და ჩინელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. თუმცა მარიამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, 4:2-ს იგებდა, მაგრამ კვლავ ნა ლიმ ისარგებლა შარაპოვას შეცდომებით და ამჯერადაც აღადგინა სტატუს-ქვო. მეტოქეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ბრეიკები და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

"შემოკლებულ გეიმში" შარაპოვა 4:0-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ შვიდი ქულის წაგება მოახერხა.

მეორე სეტის სტარტი მთლიანად ჩინელი ჩოგბურთელის მხარეს იყო - ლიმ ზედიზედ ორი ბრეიკი აიღო და 5:2-ის შემდეგ თითქოს იოლად უნდა მოეგო შეხვედრა, მაგრამ პირიქით მოხდა - როლან გაროსის ჩემპიონმა მეტოქეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შანსი მისცა.

განმეორდა წინა დღეს სტოსურისა და შარაპოვას მატჩის ფინალი. 5:4-ზე ლი მატჩზე აწვდიდა და მარიამ ისევ მიიღო რამდენიმე ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ყველა გაანიავა, მისმა მეტოქემ კი პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 7:6, 6:4.

თითქმის ორსაათიან მატჩში შარაპოვას ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ერთით მეტი - ნა ლის. მეტოქეებმა თითო ეისი ჩააწოდეს, ორმაგ შეცდომებში კი მარიამ 6:4 მოუგო ჩინელს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარია შარაპოვა აღარ აპირებს მესამე ტურში ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ კორტზე გასვლას.

"ფეხის ტრავმის შემდეგ სათანადოდ აღდგენა ვერ მოვახერხე. ამასთან დაკავშირებით არ მსურს არასასურველი რისკის გაწევა", - განაცხადა შარაპოვამ პრესკონფერენციაზე.

ასე რომ, მესამე ტურში აზარენკას წინააღმდეგ ფრანგი მარიონ ბარტოლი ითამაშებს, რომედიც ტურნირზე სათადარიგო მოთამაშის რანგში ჩავიდა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ მარიას უარმა წლის შედეგების მიხედვით რეიტინგში პირველი ადგილი გაუნაღდა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის. ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში სწორედ შარაპოვას ჰქონდა სკანდინავიელი ჩოგბურთელის გადასწრების შანსი.

WTA

WTA Championships

სტამბოლი (თურქეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 900 000 დოლარი

წითელი ჯგუფი

ვერა ზვონარევა (რუს)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 2:6, 6:4, 6:3.

თეთრი ჯგუფი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-სამანტა სტოსური (ავსტრა) 6:2, 6:2; ნა ლი (ჩინ)-მარია შარაპოვა (რუს) 7:6(4), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა