მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი არ ამხელს თავისი "ჯადოსნური" დარტყმის საიდუმლოს

მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი არ ამხელს თავისი "ჯადოსნური" დარტყმის საიდუმლოს: ვერავინ მიხვდა როგორ შეძლო "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის გამარჯვებულმა ადამიანის თავიდან ჩოგბურთის ბურთით მეტალის ქილის ჩამოგდება. ეს ფირმა Gillette-ის სარეკლამო რგოლის გადაღებისას მოხდა - როჯერის "პარტნიორი" გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდა. შვეიცარიელის მოქნეულ ბურთს "ვილჰელმ ტელის დარტყმა" შეარქვეს.

ფედერერმა ორჯერ ჩამოაგდო "მოხალისეს" თავიდან ქილა, თანაც ეს უძლიერესი დარტყმებით გააკეთა, როგორითაც კორტზე მოწოდებებს ასრულებს. გადამღები ჯგუფის წევრს როჯერი ალექსად მოიხსენიებდა და ურჩევდა მას არ განძრეულიყო. ფედერერის შესრულებით "ვილჰელმ ტელის დარტყმა" YouTube-ის ვებგვერდზეა განთავსებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს ვიდეორგოლი ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

ხალხს ლოგიკური კითხვა დაებადა - მართლა ჩამოაგდო თუ არა ფედერერმა საჩოგბურთო ბურთით ადამიანის თავიდან მეტალის ქილა თუ ეს ვიდეომონტაჟი იყო?. შვეიცარიელმა პირდაპირ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ "ილუზიონისტი არ ამხელს თავის საიდუმლოებებს". როჯერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადრეც შეუსრულებია ასეთი ილეთი, ხოლო ალექსმა გარისკა და გაუმართლა.

ცნობისთვის, ვილჰელმ ტელი - შვეიცარიის ლეგენდარული სახალხო გმირია, რომელიც XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ბრწყინვალე მშვილდოსანი თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ებრძოდა ავსტრიასა და რომის იმპერიას. ის დიდი ხანი ისტორიულ პიროვნებად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა კამათს იწვევს ვილჰელმ ტელის არსებობა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა