ჟურნალისტთა გამოკითხვაში საქართველოს სუპერლიგის მეორე ტურის საუკეთესო კალათბურთელად "სოხუმის" მოთამაშე დასახელდა
"ლელოს" გუშინდელ ნომერში საკალათბურთო კლუბ "სოხუმს" ვრცელი სტატია მივუძღვენით. ძირითადად უარყოფითზე ვილაპარაკეთ, დღეს პოზიტიურზე ვიტყვით - ჟურნალისტთა გამოკითხვაში მეორე ტურის საუკეთესო კალათბურთელად ლევან ფაცაცია დასახელდა, რომელმაც "სამედიცინოსთან" 26 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (30) კი ტურში საუკეთესო იყო.

მეტს არ განვაგრძობთ, მოვუსმინოთ ტურის MVP-ს.

- წინასწარ ვიცოდით, რომ "სამედიცინოსთან" რთული მატჩი გველოდა, რადგან ნიჭიერი კალათბურთელებით გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. მოლოდინი გამართლდა - მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა მეორე ტაიმში მოვახერხეთ და მატჩში გარდატეხა შევიტანეთ.

- მაინც რის ხარჯზე აჯობეთ "სამედიცინოს"?

- ალბათ, ფიზიკური მომზადებისა და დაცვაში თამაშის გამოსწორების ხარჯზე. მეორე ნახევარში სროლა მეც წამივიდა და დანარჩენ თანაგუნდელებსაც.

- შესაბამისად, ტურის საუკეთესოდ დასახელდი.

- "სოხუმის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ პაჭკორიამ დამირეკა და მომილოცა. ეს პირველად სწორედ მისგან გავიგე. გამიხარდა. ტურში კალათბურთელთა გამორჩევა მოთამაშეებს მეტ სტიმულს აძლევს.

- პირველ ტურში ასევე სოხუმელი ბრენდონ გაი ვაღიარეთ №1 კალათბურთელად.

- ვეცდებით, ეს პატივი არც მესამე ტურში დავუთმოთ ვინმეს. ახლა ლაშა ფარღალავას ჯერია, რომელმაც პირველ ტურშიც დამაჯერებლად ითამაშა და მეორეშიც. თუმცა, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მთავარი მაინც გამარჯვებაა.

- "სოხუმიდან" ბრენდონ გაიც წავიდა.

- სამწუხაროა, რომ ამერიკელებმა დაგვტოვეს. შევსუსტდით, მაგრამ ამის მიუხედავად, არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ბოლოს "მინსკთან" საკვალიფიკაციო მატჩებზე გკითხავ. პირველ შეხვედრაში მოცემული იმედი მეორეში გაგვიცრუვდა.

- ჩვენც გაწბილებულები ვართ. "მინსკთან" თბილისში ასეთ იოლ გამარჯვებას არ ველოდით, ისევე როგორც მოულოდნელი იყო გასვლაზე დიდი სხვაობით მარცხი. ბელარუსში გამართულ მატჩზე ბევრი ითქვა. სკანდალურს ვერაფერს ვხედავ, ლეგიონერებს თამაში არ წაუვიდათ, ისევე როგორც ჩვენ. მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა სათანადოდ.

- უცხოელებისგან გაცილებით მეტს ველოდით.

- ქართველებს მოტივაციისთვის პატრიოტიზმი გვყოფნის, ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით, უცხოელი კალათბურთელის მთავარი მოტივაცია კი ფინანსებია. არსებული მატერიალური პრობლემების გამო ალბათ ლეგიონერებს სათანადოდ განწყობა გაუჭირდათ. ეს სპორტია, შესაძლოა ერთი მატჩი გამოგივიდეს, მეორე - ვერა.

სუპერლიგა. II ტურის MVP

ბათუმი-თსუ 68:77

რუსთავი-ქუთაისი 61:98

სოხუმი-სამედიცინო 88:70

არმია-დინამო 90:53

შსს-სტუ 94:88

რეკორდები

ქულა

31 - ბრენდონ გაი (სოხუმი)

2-ქულ 4/6; 3-ქულ 6/12; საჯ 5/6

15.10.11 სოხუმი-რუსთავი

31 - ლაშა ფარღალავა (სოხუმი)

2-ქულ 4/8; 3-ქულ 5/10; საჯ 8/16

22.10.11 სოხუმი-სამედიცინო

მოხსნა

16 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

(მეტოქ: 5; საკუთ: 11)

15.10.11 თსუ - ოლიმპი

პასი

10 - რობერტ კრეპსი (შსს)

15.10.11 შსს-ბათუმი

10 - ლაშა ფარღალავა (სოხუმი)

15.10.11 სოხუმი-რუსთავი

ჩაჭრა

5 - დუდა სანაძე (დინამო)

16.10.11 ქუთაისი-დინამო

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

ქულა

ად. მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ.

1 ლაშა ფარღალავა სოხუმი 2 50 25

2 რობერტ კრეპსი შსს 2 49 24.5

3 ლევან ხმელიძე რუსთავი 2 42 21

4 ლევან ფაცაცია სოხუმი 2 42 21

5 ბრენდონ გაი სოხუმი 2 37 18.5

6 ბექა ჩიკვილაძე სამედიცინო 2 37 18.5

7 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 2 36 18

8 მიხეილ ფანჩულიძე თსუ 2 36 18

9 ტატო ჩაჩიბაია სტუ 2 36 18

10 დუდა სანაძე დინამო 2 35 17.5

მოხსნა

ად. მოთამაშე გუნდი თ მ.დაც მ.შეტ. მ.სულ მ.საშ.

1 ზურა მაჩალაძე სტუ 2 7 14 21 10.5

2 ბრენდონ გაი სოხუმი 2 4 17 21 10.5

3 თორნიკე ნინიაშვილი თსუ 2 6 13 19 9.5

4 ლევან ფაცაცია სოხუმი 2 2 15 17 8.5

5სოსო შერმადინი თსუ 2 6 11 17 8.5

6 ლევან ხმელიძე რუსთავი 2 6 10 16 8

7 დავით გუგავა რუსთავი 2 9 7 16 8

პასი

ად. მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ

1 ლაშა ფარღალავა სოხუმი 2 14 7

2 ირაკლი მიქელაძე ბათუმი 2 13 6.5

3 რობერტ კრეპსი შსს 2 12 6

4 ლევან ცეკვავა ქუთაისი 2 12 6

5 თეიმურაზ ბაბუნაშვილი ქუთაისი 2 11 5.5

6 მიხეილ ჩიტაშვილი თსუ 2 11 5.5

7 მალხაზ აბაიშვილი სამედიცინო 2 11 5.5

8 გიორგი გაფრინდაშვილი სოხუმი 2 10 5

9 ბრენდონ გაი სოხუმი 2 9 4.5

10 დავით არწივიძე რუსთავი 2 9 4.5

ჩაჭრა

ად. მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ

1 დუდა სანაძე დინამო 2 6 3

2 ლევან ცეკვავა ქუთაისი 2 6 3

3 ზურა მაჩალაძე სტუ 2 6 3

4 ვასილ ბერუაშვილი სტუ 2 6 3

5 ბრენდონ გაი სოხუმი 2 5 2.5

6 რობერტ კრეპსი შსს 2 5 2.5

დაფარება

ად. მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ

1 ჟოლივეტ ტუჯანი შსს 2 6 3

2 ზურა მაჩალაძე სტუ 2 4 2

3 ვასილ ბერუაშვილი სტუ 2 4 2

4 სერგო ათუაშვილი სოხუმი 2 3 1.5

შეცდომა

ად. მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ

1 ლაშა ფარღალავა სოხუმი 2 10 5

2 ილია ლონდარიძე შსს 2 8 4

3 რობერტ კრეპსი შსს 2 8 4

4 რატი ბააკაშვილი რუსთავი 2 7 3.5

5 კოკა ტომარაძე სამედიცინო 2 7 3.5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა