ხუთი ტურის შემდეგ 16 წლამდელ მოჭადრაკეთა ნაკრები 13,5 ქულით მესამეზეა, დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: რუსეთი-საქართველო
თურქულ ქოჯაელში გრძელდება 16 წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა 26 გუნდის მონაწილეობით. გუშინ ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. მე-4 ტურში სრული ფიასკო განიცადა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სომხეთთან 0:4 წააგო (ირაკლი ბერაძე, შალვა ნადირაშვილი, გუგა ბურდული და ნინო ხომერიკი, შესაბამისად, კარენ გრიგორიანთან, ჰოვანეს გაბუზიანთან, ტიგრან არუთინიანთან და ზოჰრაკ აპრესიანთან დამარცხდნენ).

ტურის დანარჩენი შეხვედრები მეწინავეთა შორის ასე დამთავრდა: ინდოეთი-აზერბაიჯანი 2:2,რუსეთი-შვეიცარია 4:0, ჩეხეთი-ყაზახეთი 2.5:1.5, სლოვაკეთი-თურქეთი (თეთრები) 1:3, ირანი-თურქეთი (წითლები) 3,5:0,5.

მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკეები თურქებს (თეთრები) დაუპირისპირდნენ და 3,5 ქულა აართვეს: ბერაძემ, ნადირაშვილმა და ხომერიკმა გუნ სუმერს, მუსტაფა ოზდოვერსა და გემ გუნდოგანს სძლიეს, ბურდული კი იბრაჰიმ ბულდუკს დაუზავდა. ოთხი ტურის შემდეგ ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი სომხეთის ნაკრები ოლიმპიადის რეიტინგფავორიტ რუსეთის გუნდთან დამარცხდა- 1,5:2,5 (გრიგორიანი-დანიილ დუბოვი 0.5:0.5, ვლადიმირ ფედოსეევი-გაბუზიანი 0:1, არუთინიანი-იური ელისეევი 0:1, კონსტანტინ ნიკოლოგორსკი-აპრესიანი 1:0).

აზერბაიჯანმა მეხუთეშიც დაზავება არჩია, ამჯერად - ირანთან, ჩეხეთმა და ყაზახეთმა ერთნაირი ანგარიშით - 2.5:1.5 აჯობეს ინდოეთსა და ინგლისს.

ხუთი ტურის შემდეგ 4-4 მოგება აქვთ და პირველ-მეოთხე ადგილებს იყოფენ სომხეთი (მოჭადრაკეთა საერთო მონაგარი 16 ქულა), რუსეთი (14,5), საქართველო (13,5) და ჩეხეთი (12), სამი მოგება და ორი ფრე აქვს აზერბაიჯანს (13 ქულა).

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: რუსეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-სომხეთი, ირანი (12)-ჩეხეთი (12), ყაზახეთი (11,5)-მალაიზია (12), სლოვაკეთი (11)-ინდოეთი (11,5), შვეიცარია (11)-თურქეთი (წითლები, 11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა