ფრანც ბეკენბაუერი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება "ბარსელონა" ტახტიდან ჩამოაგდოს, ეს ისევ და ისევ თავად კატალონიური გრანდია
"ლივერპულმა" პრემიერლიგის IX ტურის მატჩში საკუთარ "ენფილდ როუდზე" "ნორვიჩს" ვერ მოუგო - 1:1. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მერსისაიდელთა თავკაცმა, "კოპის მეფე" კენი დალგლიშმა თქვა: "რასაკვირველია, ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სეზონის მიმდინარებისას იქნება ისეთი თამაშებიც, სადაც ამაზე ცუდად ვიასპარეზებთ და გავიმარჯვებთ".

უბრალოდ მრცხვენია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში "სიტისთან" 1:6 დამარცხდა - თან, "ოლდ ტრაფორდზე" (!), რაც ისტორიული ფაქტია ისტლენდელთათვის. ამ შეხვედრის შემდეგ "იუნაიტედის" დაზაფრულმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ასე განაცხადა: "უბრალოდ მრცხვენია, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი მარცხია. გაძევებამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა - 1:0-ის "ამოქაჩვა" შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი ჯონი ევანსი გაგვიგდეს, იმწამსვე მივხვდი, რომ წაგებული გვქონდა, მაგრამ ასე მწარედ თუ დავმარცხდებოდით, არ მეგონა".

უკეთ თამაშიც შეგვეძლო

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათ საღამოს "მილანმა" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "პარმასთან" (4:1), მილანელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მაინც მონახა უკმაყოფილების საბაბი: "ჩვენ უბრალოდ ფანტასტიკური შეხვედრა განვვლეთ, მაგრამ ზოგიერთ მომენტში უკეთ თამაშიც შეგვეძლო. მთავარი მაინც მოგება იყო, რათა ჩვენს ძალებში კიდევ უფრო გვერწმუნა. ახლა ჩემპიონატში ისეთი სიტუაციაა, რომ შენი კონკურენტები მაქსიმალურად ჩამოიტოვო. როდესაც ჩემი ფეხბურთელები ასე თამაშობენ, მეტოქე მეტ საგოლე მომენტს ჰქმნის ჩვენს კართან, მაგრამ შორიდან დარტყმის საშუალებას იშვიათად თუ ვიძლევით. რაც შეეხება ნოჩერინოს, მისი ჰეთ თრიკი ძალზე გაგვიხარდა - ის ინდომებს, ცდილობს და ჯერ-ჯერობით ყველაფერი ხუთიანზე გამოსდის".

ბეკენბაუერი: ბარსას მეტოქე ბარსაა

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება "ბარსელონა" ტახტიდან ჩამოაგდოს, ეს ისევ და ისევ თავად კატალონიური გრანდია. "მათი მთავარი კონკურენტი თავიანთი თავებია. "ბარსამ" თავისი გულშემატკივარი ბევრ მოგებას მიაჩვია და საკმარისია, ერთი ფრე ითამაშონ, ეგრევე სწყინთ. თუმცა ვაღიარებ, რომ ამჟამად "ბარსელონა" საუკეთესო გუნდია - სწორედ მათი მოთამაშეების დამსახურებაა ევრო 2008-ზე და 2010 წლის მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვება. კატალონიურ გრანდსი თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. მისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეიძლება, მატჩის ბედის გადაწყვეტა".

კვირის მატჩი

ეს არის მანჩესტერული დერბი, რომელშიც, ზემოთაც მოგახსენეთ, "სიტიმ" "იუნაიტედი" მისსავე მოედანზე 6:1 (!) გაანადგურა. შემდეგ კი კომენტარი უკვე ზედმეტია...

კვირის გმირი

ხავი ვარასი! "სევილიას" კიპერმა "ბარსელონასთან" (0:0) შეხვედრაში მთელი მატჩი დამაჯერებლად იდგა, ფანტასტიკურ სეივებს ანხორციელებდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესის პენალტიც კი აუღო! სწორედ ამიტომ, ჩვენ ვარასს კვირის გმირად შევრაცხავთ.

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა