ჟორდანის დებიუტი

ჟორდანის დებიუტი

ჰოლანდიური ჰედლაინებიდან არ ჩამოდის მერაბ ჟორდანიას თემა. სხვანაირად ვერც იქნება, ის ხომ პირველი უცხოელია, რომელიც ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბს დაეპატრონა (რომან აბრამოვიჩის "მარიონეტია" თუ არა, ფაქტია, ოფიციალურად სწორედ სფფ-ს ყოფილი შეფია "ვიტესის" მეპატრონე). ჰო და, დღეს მერაბ ჟორდანიას "დებიუტი" აქვს, მისი ახალი შენაძენი მშობლიურ "ხელრდომზე" ანუ, როგორც მას ჰოლანდიაში უწოდებენ, "ქვეყნის ყველაზე დიდ თეატრში", ჰოლანდიის ჩემპიონ "ტვენტეს" მასპინძლობს. ეს სტადიონი საფეხურთო ბატალიებზე მეტად ცნობილი როკ-ჯგუფების დაუვიწყარი კონცერტებითაა სახელგანთქმული ("იგლზი", "უ-2", ბონ ჯოვი, "აეროსმითი", ბრუს სპრინგსტინი, "რამშტაინი", "კოლდპლეი" და სხვები), მაგრამ ჟორდანია ირწმუნება, რომ ეს მალე შეიცვლება და არნემული კლუბი ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდი გახდება.

სხვათა შორის, მერაბ ჟორდანიამ ორშაბათის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ვიტესში" ახალი ფეხბურთელები უკვე სამ დღეში გამოჩნდებიანო. სამი დღე გავიდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს, არის საუბრები ქართველ ფეხბურთელებზე გიორგი ჭანტურიაზე და კახა კალაძეზე. თუმცა, შესაძლოა, ჟორდანიამ პირველივე ტრანსფერით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს, "ვიტესთან" დაახლოებულ წრეებში საუბრობენ, რომ კლუბის მაისურას არც მეტი არც ნაკლები კლაას-იან ჰუნტელაარი მოირგებს უახლოეს დღეებში!

როტერდამში სინჯებზე მიიღეს 13 წლის ჯორდან ლარსონი, "ფეიენოორდის" ყოფილი ფეხბურთელის, ჰენრიკ ლარსონის ვაჟი (თავად ჰენრიკი 38 წლისაა). თუ უმცროსი ლარსონი თავს გამოიჩენს, ის "ფეიენოორდის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხება.

ტაციაობა არაფრის გამო?

ბელგიის ლიგას 9-9 ქულით "გენკი" და "მეხელენი" ლიდერობენ. ჩემპიონმა "სტანდარდმა", რომელმაც წინა დღით მოჰამედ სარი დაკარგდა (ესპანურ "ერკულესში" გადავიდა) წუხელ ითამაშა. ბრიუსელის "ანდერლეხტი" სერბეთის დედაქალაქიდან პირდაპირ "ლოკერენთან" სათამაშოდ გაემგზავრა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში ბელგიურმა გრანდმა "პარტიზანთან" 2:2 ითამაშა, თუმცა "ანდერლეხტის" ვინგერი მბარკ ბუსუფა მიიჩნევს, რომ გუნდს საქმე ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია: "შედეგი კარგია, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. ეჭვიც არ არის, ლამაზი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ასეთ შეხვედრებში მთავარი შედეგია. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, თუმცა საკუთარი გულშემატკივრის იმედი გვაქვს", - განაცხადა მაროკოელმა, რომლითაც "შტუტგარტი" დაინტერესდა.

აი, გუნდის ახალგაზრდა ფორვარდ რომელუ ლუკაკუზე კი ტაციაობაა: "რეალი", "ჩელსი", "აიაქსი"... ეს კლუბები ცდას არ აკლებენ მის ხელში ჩასაგდებად. არადა, "პარტიზანთან" თამაშში გუნდში ყველაზე სუსტი სწორედ ლუკაკუ იყო... "ანდერლეხტს" რამდენიმე თვით დააკლდება მეკარე დავი სხოლენი, რომელიც პრობლემურ მუხლზე ოპერაციას იკეთებს

ორ წამში მოფიქრებული პასუხი

დღეს, მთელ კონტინენტზე ყველაზე გვიან კუნძულ მადეირაზე გაიმართება საფეხბურთო დაპირისპირება - ევროპის უკიდურეს დასალიერში "ნასიონალი" ჩემპიონ "ბენფიკას" მასპინძლობს, რომელმაც სტარტი ჩააგდო - შინ "აკადემიკასთან" წააგო. ამასობაში "ბენფიკა" არგენტინელი შემტევით გაძლიერდა. 20 წლის ედუარდო სალვიო ვერ დამკვიდრდა მადრიდის "ატლეტიკოში" და ის იჯარით ლისაბონში ითამაშებს. "სხვა შემოთავაზებებიც მქონდა იტალიიდან და ესპანეთიდან, მაგრამ როგორც კი ჩემით "ბენფიკა" დაინტერესდა, გადაწყვეტილება 2 წამში მივიღე. ჩემპიონთა ლიგაში თამაში მინდა, თანაც აქ ბევრი არგენტინელია: ხარა, აიმარი, სავიოლა, გაიტანი", - განაცხადა სალვიომ პრეზენტაციაზე. მოკლედ, სავლიო მადეირადან იწყებს. "ბენფიკამ" სალვიო შეიძინა, მაგრამ ძალზე ნიჭიერი დანილო პერეირა დაკარგა, 18 წლის ნახევარმცველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა და "პარმაში" წავიდა. "ბენფიკა" ძალიან ცოტას მიიღებს პერეირაში, 150 ათას ევროს კომპენსაციის სახით.

რუსეთის დანაკარგი

რუსულმა პრემიერლიგამ ეკვატორი გადალახა, ჩემპიონობის აშკარა ფავორიტი სანკტ პეტერბურგის "ზენიტია". ჯერ ერთი "ზენიტი" უახლოეს მეტოქეს 7 ქულით უსწრებს, მეორეც - გუნდს აშკარად უკეთესი კონტიგენტი ჰყავს მწვრთნელ-ფეხბურთელიანად. ასე რომ, ყაზანის "რუბინს" ჩემპიონობის შენარჩუნება ძალზე გაუჭირდება. "ზენიტი"-ცსკა არმიული კლუბის ევროთასებზე მონაწილეობის გამო გადაიდო (10 ნოემბრისთვის), ამიტომაც მე-18 ტურის მთავარი შეხვედრა მოსკოვური დერბი გახდა "დინამოსა" და "ლოკომოტივს" შორის. რუსულმა ლიგამ გამორჩეული ფეხბურთელი დაკარგა, გასულ კვირას ცსკა-ს ნახევარმცველმა მილოშ კრასიჩმა "იუვენტუსის" მაისურა მოირგო.

ლოზანამდე მივალთო...

უკრაინის ცხრილში ჯერ არ არის ასახული ხარკოვის "მეტალისტისა" და ლვოვის "კარპატის" სასჯელები - მინუს 9-9 ქულა ორი წლისწინანდელი ჩაწყობილი თამაშისთვის. კლუბებს ჯერ განაჩენის გასაჩივრების დრო აქვთ. კლუბები შვეიცარიაში, ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ საქმის გარჩევას, განსაკუთრებით ხარკოველები აქტიურობენ. ორი წლის წინათ, ის მატჩი "კარპატიმ" 4:0 მოიგო.

ვიშალიგის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კიევის "დინამო" "დნიპროს" მასპინძლობს. ხოლო კიეველთა მეკარე დენის ბოიკო შარშია - მას "მეტალისტის" ფეხბურთელ ვლადიმირ ლისენკოსთან ერთად კიევის ღამის ბარში ადამიანის ცემა ედება ბრალად. მოკლედ, უკრაინაში საფეხბურთო სიახლეებიც კი არასაფეხბურთო დეტალებითაა დატვირთული...

რობინიოც?

ყველა გზა თურქეთში მიდის - თურქსელ სუპერლიგა სასწაულებს ახდენს, გუშინ გაცხადდა, რომ "ბეშიქთაში" 16 მილიონ ფუნტ სტერლინგად "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელ ვარსკვლავ რობინიოს ყიდულობს. "ბეშიქთაშმა" ამ ზახფულს პორტუგალიელი რიკარდო კვარეშმა და ესპანელი გუტი. გერმანელი ბერნდ შუსტერი ერთ დროს წვრთნიდა რობინიოს, სწორედ მან განაცხადა: "იმედი მაქვს, ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რობინიოს შესაძენად".

ჰოლანდია

ერედივიზიე. III ტურის წინ

ექსელსიორი-ნიიმეგენი

გოლები:

დღეს

ვიტესი-ტვენტე 20:45

გრონინგენი-დე გრააფსხაფი 21:45

ჰერენვეენი-ბრედა 21:45

აიაქსი-როდა 22:45

ხვალ

ჰერაკლესი-ფეიენორდი 16:30

უტრეხტი-ვილემ II 16:30

ვენლო-დენ ჰააგი 16:30

პსვ-ალკმაარი 18:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 2 2 0 0 9-1 6

2. ნიიმეგენი 2 2 0 0 6-3 6

3. აიაქსი 2 1 1 0 6-4 4

4. როდა 2 1 1 0 3-1 4

5. ჰერაკლესი 2 1 0 1 3-1 3

6. ფეიენოორდი 2 1 0 1 5-4 3

7. ვიტესი 2 1 0 1 5-5 3

8. უტრეხტი 2 1 0 1 4-4 3

9. ვენლო 2 1 0 1 1-1 3

10. ექსელსიორი 2 1 0 1 3-5 3

11. დე გრააფსხაფი 2 1 0 1 3-6 3

12. გრონინგენი 2 0 2 0 3-3 2

13. ალკმაარი 2 0 2 0 2-2 2

14. ტვენტე 2 0 2 0 0-0 2

15. ჰერენვეენი 2 0 1 1 1-3 1

16. ბრედა 2 0 1 1 2-4 0

17. დენ ჰააგი 2 0 0 2 2-6 0

18. ვილემ II 2 0 0 2 3-8 0

ბელგია

ჟუპილერ ლიგა. IV ტურის წინ

სტ. ტრუიდენი-სტანდარდი

დღეს

ჟერმინალი-ვესტერლო 22:00

ლიერსი-კორტრიიკი 22:00

ლოკერენი-ანდერლეხტი 22:00

ვარეგემი-სერკლ ბრიუგე 22:00

ხვალ

შარლერუა-გენტი 20:00

ბრიუგე-მეხელენი 22:30

ვეპენი-გენკი 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. გენკი 3 3 0 0 11-1 9

2. მეხელენი 3 3 0 0 5-1 9

3. ანდერლეხტი 3 2 1 0 8-1 7

4. კორტრიიკი 3 2 1 0 4-1 7

5. გენტი 3 2 0 1 3-5 6

6.სტანდარდი 3 1 2 0 8-5 5

7. სერკლ ბრ. 3 1 2 0 4-2 5

8. ვესტერლო 3 1 1 1 2-2 4

9. ბრიუგე 3 1 0 2 5-5 3

10. სტ. ტრუიდენი 3 1 0 2 2-6 3

11. ვარეგემი 3 0 2 1 3-4 2

12. ლოკერენი 3 0 2 1 4-6 2

13. შარლერუა 3 0 2 1 1-6 2

14. ჟერმინალი 3 0 1 2 1-6 1

15. ვეპენი 3 0 0 3 2-7 0

16. ლიერსი 3 0 0 3 1-6 0

პორტუგალია

ლიგა საგრეში. II ტურის წინ

აკადემიკა-ოლანენშე ?:?

გოლები: 0:0

დღეს

სეტუბალი-ბრაგა 22:15

ნასიონალი-ბენფიკა 00:15

ხვალ

პორტიმონენშე-ნავალი 20:00

ლეირია-ფერეირა 21:00

სპორტინგი-მარიტიმო 21:00

პორტუ-ბეირა მარი 23:15

ზეგ

გიმარაეში-რიუ ავე 23:15

რუსეთი

პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ

როსტოვი-ნალჩიკი ?:?

გოლები: 0:0

დღეს

ზენიტი-ცსკა გადაიდო

სპარტაკი-ტომი 16:00

კრილია სოვეტოვი-ტერეკი 19:00

ხვალ

სიბირი-ამკარი 13:45

დინამო-ლოკომოტივი 16:00

რუბინი-სატურნი 18:30

ალანია-ანჟი 20:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 16 12 4 0 26-7 40

2. ცსკა 16 10 3 3 28-13 33

3. რუბინი 17 9 6 2 18-7 33

4. ნალჩიკი 17 9 4 4 25-18 31

5. როსტოვი 17 9 1 7 19-22 28

6. ლოკომოტივი 17 6 5 6 22-18 23

7. სპარტაკი 16 6 5 5 23-20 23

8. ტომი 17 6 4 7 22-25 22

9. ტერეკი 17 5 6 6 16-15 21

10. სატურნი 17 5 5 7 12-15 20

11. დინამო 16 4 8 4 17-17 20

12. ანჟი 17 5 4 8 17-21 19

13. ალანია 17 5 3 9 16-25 18

14. ამკარი 17 4 3 10 11-19 15

15. კრ. სოვეტოვი 17 2 6 9 10-24 12

16. სიბირი 17 2 3 12 23-39 9

უკრაინა

ვიშალიგა. VII ტურის წინ

ობოლონი-ზარია ?:?

გოლები: 0:0

დღეს

ილიჩევეცი-არსენალი 20:00

ვოლინი-შახტარი 20:00

მეტალურგი მ.-ვორსკლა 22:00

ხვალ

ტავრია-მეტალურგი ზ. 20:00

დინამო-დნიპრო 21:15

კარპატი-სევასტოპოლი 21:30

მეტალისტი-კრივბასი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. შახტარი 6 5 1 0 13-2 16

2. დნიპრო 6 5 0 1 12-2 15

3. ვორსკლა 6 4 1 1 12-6 13

4. დინამო 6 4 1 1 11-7 13

5. მეტალისტი 6 3 1 2 8-5 10

6. კარპატი 6 2 2 2 5-5 8

7. ტავრია 6 2 1 3 7-6 7

8. არსენალი 6 2 1 3 6-7 7

9. მეტალურგი მ. 6 2 1 3 6-7 7

10. კრივბასი 6 1 3 2 3-7 6

11. ზარია 6 1 3 2 5-7 6

12. ილიჩევეცი 6 1 3 2 7-10 6

13. ობოლონი 6 1 2 3 5-11 5

14. ვოლინი 6 1 2 3 2-8 5

15. სევასტოპოლი 6 1 2 3 1-9 5

16. მეტალურგი ზ. 6 0 2 4 2-6 2

თურქეთი

სუპერლიგა. II ტურის წინ

ქაისერი-კარაბიუკი ?:?

გოლები: 0:0

კონია-ესკიშეჰირი ?:?

გოლები: 0:0

დღეს

ანთალია-სივასი 22:00

ბეშიქთაში-ბუიუქშეჰირი 22:00

ხვალ

გენჩლერბირლიგი-გაზეანთეფი 21:00

გალათასარაი-ბურსა 22:00

მანიშა-ანკარაგიუჯუ 23:00

ზეგ

ქასიმფაშა-ბუკა 22:00

ტრაბზონი-ფენერბაჰჩე 22:00

ლელო

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა