გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსულ "სპორტ ექსპრესს" საინტერესო ინტერვიუ მისცა
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა რუსულ "სპორტ ექსპრესს" საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატსა და მის ფავორიტებზე ილაპარაკა.

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების წინ გერმანიის ნაკრები მუდმივად სახელდება უმთავრეს ფავორიტთა შორის. შესარჩევ ციკლში 10-დან 10 მატჩის მოგების შემდეგ ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ თქვენი გუნდისთვის ნებისმიერი სხვა შედეგი, გარდა ჩემპიონობისა, იმედგაცრუება იქნება?

- ჩვენი უმთავრესი მიზანი იქნება, ვითამაშოთ ისე, როგორც სამხრეთ აფრიკაში, ლამაზად, ოცნება კი გვექნება, პირველად 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისევ მოვიგოთ ტიტული. თუმცა ჩვენ საკმაოდ რეალურად ვუყურებთ ყველაფერს და გვესმის, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ყოველ დიდ ტურნირზე გამარჯვებისთვის რამდენიმე გუნდი იბრძვის.

- კონკრეტულად ვინ?

- დავასახელებდი არამხოლოდ ესპანეთსა და ჰოლანდიას, ასევე ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას. ამ გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატზე იმედი გაუცრუვდათ და ევროპაზე ალბათ დიდი ამბიციებით გაემგზავრებიან.

- და ვინ გახდება გამარჯვებული?

- რატომ ვიმკითხაოთ? იმისთვის, რომ ტიტული დაისაკუთრო, იღბალიც საჭიროა და ზოგადად ბევრი ფაქტორი უნდა დაემთხვეს. უპირველესად გუნდის თამაში უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს ამბიციებს. ამას გარდა კიდევ ბევრი რამაა, რომლის გამოცნობა და წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ერთი სტანდარტული სიტუაცია, მსაჯის ერთი საეჭვო გადაწყვეტილება ან წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა და ტურნირიდან გამოვარდები. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა.

- 1992 წელს დანია და 2004-ში საბერძნეთი ყველასთვის მოულოდნელად გახდნენ ევროპის ჩემპიონები. შეძლებენ რუსეთი ან, ვთქვათ, უკრაინა რამე ამის მსგავსის გაკეთებას მომავალ ზაფხულს?

- საერთოდ ვფიქრობ, რომ ტიტულს უმთავრეს ფავორიტთაგან რომელიმე მოიგებს. თუმცა არ შეიძლება სხვების დაუფასებლობა, მაგალითად რუსეთის ან პორტუგალიის, რომელსაც პლეი ოფის მატჩები ჯერ კიდევ წინ აქვს. ეს ეხება უკრაინასაც. ჩემპიონატის მასპინძლების მოტივაცია განსაკუთრებული იქნება.

- 11 ნოემბერს გერმანია კიევში უკრაინას ეთამაშება. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ეს მატჩი?

- კიევში თამაში საინტერესო ტესტი იქნება. წმინდა სპორტული ასპექტის გარდა მნიშვნელოვანი იქნება ჩემპიონატის დაწყებამდე უკრაინაში ვიზიტი და იქაურ პირობებთან, იმ სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროსთან გაცნობა, სადაც 1 ივლისს ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს. ერთი სიტყვით მნიშვნელოვან პრაქტიკას გავივლით.

- უკვე წლებია ბუნდესმწვრთნელად მუშაობთ, ნაკრებში 50 ახალწვეული გამოიძახეთ, შანსი უამრავ ტალანტს მიეცით. რამდენად რთული იქნება თქვენთვის ფეხბურთელებისთვის იმის თქმა, რომ ევროპის ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ?

- ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და არჩევანიც ფართოა. მათთვის იმის თქმა, რომ გუნდში არ ამყავს, ყველაზე სასიამოვნო მომენტი ნამდვილად არ არის, მაგრამ რას ვიზამთ? ეს მწვრთნელის საქმიანობის ნაწილია.

- ანდრეას ბეკს თუ აქვს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი?

- ანდრეასი შედიოდა გერმანიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. სწორედ ის იყო უკანასკნელი, ვისი განაცხადს მიღმა დატოვებაც მომიხდა. სპორტული და ადამიანური თვალსაზრისით მას დიდად ვაფასებ. ახლა მან "ჰოფენჰაიმთან" კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა. ის კაპიტანია და გუნდში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვაგრძელებთ მასზე დაკვირვებას. თუმცა თავად ხვდებით, რომ ყველაფერი მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფორმაში იქნება ზაფხულზე.

- ევრო 2008-ის ფინალში და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის 1/2-ფინალში თქვენმა გუნდმა ესპანეთთან წააგო. ზაფხულზე მათი დამარცხების რა შანსი გექნებათ?

- მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები საერთაშორისო ფეხბურთში, შეიძლება ითქვას, მოდას კარნახობენ. თუმცა უკანასკნელ წლებში ჩვენ განუხრელად ვვითარდებით ტაქტიკურადაც და თამაშის მხრივაც. ჩვენს რიგებში ახლა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია დიდი პერსპექტივით. ამჟამად განსხვავება მათსა და ესპანელებს შორის ალბათ უფრო მცირეა, ვიდრე იყო. ასე რომ, გერმანიის შანსები გაიზარდა. თუმცა როცა ევრო 2012-ზე ვფიქრობთ, მხოლოდ ესპანეთზე აქცენტის გაკეთება შეცდომა იქნება. შეიძლება ამ ტურნირზე მათ არც შევხვდეთ. უახლოეს თვეებში აუცილებლად მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ, გავაძლიეროთ თამაში და პროგრესი განვიცადოთ. ფეხბურთელები არ უნდა დაბრმავდნენ შესარჩევ ციკლში ათი მოგების გამო. არა, ეს მართლა მშვენიერი იყო, მაგრამ პოლონეთსა და უკრაინაში ამ სერიას არავინ გაიხსენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა