საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლის ლორან ბლანის თქმით, ბექჰემის გარიგება კომერციული ხასიათის არის
ამ დღეებში ფრანგული პრესა წერდა, "პარი სენ-ჟერმენი" იანვარში "ლილს" ედენ აზარში 50 მილიონს გადაუხდის და ფეხბურთელს "წაართმევსო".

აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქური კლუბის ადმინისტრაციიდან განცხადება არავის გაუკეთებია, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ეს მშვენივრად მოგეხსენებათ.

სამაგიეროდ ინფორმაცია ღიმილს ჰგვრის "ძაღლების" 47 წლის თავკაც რუდი გარსიას. "ეკიპის" ჟურნალისტმა მას კომენტარი სთხოვა და აი რა მიიღო პასუხად: "იქნებ ლუშენში "ლილის" საწვრთნელი ცენტრის მთლიანად ყიდვასაც აპირებენ, რათა თავიანთი "კამ ლე ლოჟის" ბაზა შეცვალონ? ამას გარდა იმედია შეისწავლიან ლა მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბის პარიზამდე გათხრის იდეასაც". ამ კომენტარის შემდეგ სულაც არ არის ძნელი მივხვდეთ, რას ფიქრობს გარსია ლიდერთან გამოთხოვებაზე.

ორიოდე დღის წინ შემოგთავაზეთ მიშელ პლატინის კომენტარი პსჟ-ში დევიდ ბექჰემის ტრანსფერის შესახებ, სადაც უეფას პრეზიდენტი ამბობდა, ინგლისელის გადაბირება უფრო მეტად მარკეტინგული სვლაა, ვიდრე საფეხბურთოო. ანალოგიურად ფიქრობს კიდევ ერთი ლეგენდარული ფრანგი ლორან ბლანიც. "პარი სენ-ჟერმენში" აზარის გადასვლა მართლა კარგი ინფორმაცია იქნება, - განუცხადა საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელმა "ფრანს ფუტბოლს". - რაც შეეხება ბექჰემს, ყველასთვის ცხადია, რომ ეს გარიგება მხოლოდ კომერციული ხასიათის არის.

სპორტული კუთხეზე აქ სალაპარაკოც კი არაფერია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბექზის მაისურები მშვენივრად გაიყიდება. პარიზში ძლიერი გუნდი ყალიბდება და მთავარი მწვრთნელისთვის ალბათ ძნელი იქნება კლუბის ხელმძღვანელობის სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა, გუნდში ახალი და ახალი ფეხბურთელები მოიყვანონ".

რახან ლაპარაკი ბექჰემსა და მაისურებზე ჩამოვარდა, ბარემ აქვე მოკლედ გეტყვით, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ალბათ მომავალი ფეხბურთელის მეუღლემ, ყოფილმა მომღერალმა და მოქმედმა დიზაინერმა ვიქტორია ადამსმა 2011 წლის განმავლობაში საკუთარი სამოდელო სახლის წყალობით 95,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

განსაკუთრებით მომგებიანი გახდა კომპანია ვიქტორიას მიერ საშუალო ფასიანი ხაზის გაშვების შემდეგ, სადაც ტანსაცმლის ღირებულება 550-დან 900 დოლარამდე მერყეობს. როგორც ამბობენ, შარშანდელთან შედარებით ვიქტორიას შემოსავალმა 70%-ით მოიმატა. ამას დაუმატეთ დევიდის შემოსავლებიც და შესაბამისად არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ "ფორბსის" მონაცემებით ისინი ყველაზე შემოსავლიან წყვილთა შორის მსოფლიოში მე-4 ადგილზე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის