ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA), შესაძლოა, კორტზე ჩოგბურთელების ყვირილის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA), შესაძლოა, კორტზე ჩოგბურთელების ყვირილის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს. როგორც აღმოჩნდა, თამაშის დროს გაუთავებელი წამოყვირებები არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ თავად სპორტსმენებსაც აღიზიანებთ.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის დროს, არაპატიოსან თამაშში, ფაქტიურად, პირდაპირ დაადანაშაულა მარია შარაპოვა და ვიქტორია აზარენკა.

"ვფიქრობ, ზოგიერთი მოთამაშე შეგნებულად მიმართავს კორტზე ყვირილს, - განაცხადა დანიელმა. - ისინი ამას ვარჯიშებზე არ აკეთებენ, მაგრამ, როცა ოფიციალურ მატჩზე გადიან, განწირულ ყვირილს იწყებენ. ვფიქრობ, ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ეს უმსგავსობა".

"ძალიან ხმაურიანი წამოძახილების გამო მეტოქეს ჩოგანზე ბურთის დარტყმის ხმა არ ესმის, - ხსნის ვოზნიაცკი. - ხმა ისეთი ძლიერია, რომ გგონია მოწინააღმდეგეს დარტყმა ძალიან ძლიერი გამოუვიდა, სინამდვილეში კი ბურთი ნელა მოფრინავს. გადამწყვეტ მომენტებში, შესაძლოა, ასეთი ყვირილი შველით ამ ჩოგბურთელებს ნერვიულობასთან გასამკლავებლად".

ვოზნიაცკი ამ ინტერვიუში, პრაქტიკულად ღია ტექსტით ლაპარაკობს შარაპოვასა და აზარენკაზე. რუსი 100 დეციბელის დონეზე ყვირის, აზარენკა წამოძახილი უფრო "ჩუმია", სამაგიეროდ, ხანგრძლივი.

WTA-ის პრეზიდენტმა სტეისი ალასტერმა პირობა დადო, რომ შეისწავლის ამ საკითხს. "გულშემატკივრების აზრს ყოველთვის ვუსმენ და ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს ყურადღება მივაქციოთ ამ პრობლემას, - განაცხადა ალასტერმა. - ასე რომ, გავითვალისწინებთ მათ აზრს და შესაძლოა, ზომებსაც მივიღებთ. ასეთ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ ახალგაზრდა ჩოგბურთელებისგან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა