იტყობინებიან, რომ მფლობელები, შესაძლოა, დათანხმდნენ საერთო შემოსავლიდან მოთამაშეებისთვის 51.5 პროცენტის დათმობაზე
გუშინ, ოკეანის გაღმა NBA-ის კლუბების მფლობელთა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

რამდენიმე ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა იუწყება, რომ ამჯერად, დაპირისპირებულმა მხარეებმა მოპარაკებებისას შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს, CBS Sports კი პირდაპირ წერს, რომ ლიგა და პროფკავშირი ძალიან მიუახლოვდნენ ახალ კორექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.

იტყობინებიან, რომ მფლობელები, შესაძლოა, დათანხმდნენ საერთო შემოსავლიდან მოთამაშეებისთვის 51.5 პროცენტის დათმობაზე. ასევე მოგვარებადი ჩანს სხვა სისტემური საკითხები.

"დღეს მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში უდიდეს პროგრესს მიაღწიეს. კვირის ბოლოს, კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შეეძლებათ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება", - ამბობს Sports Illustrated-თან კომენტარში მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე.

მოგვიანებით შეხვედრის შედეგებზე მხარეების ლიდერებმაც ილაპარაკეს.

"ვერ ვიტყვით, რომ ძალიან შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გარკვეულწილად წინ წავიწიეთ სისტემური პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა პროფკავშირების პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა.

"ეჭვგარეშეა, რომ ეს შეხვედრა უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე წინა. სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ უმიშვნელოვანეს საკითხებში", - ასეთი კომენტარი მისცა გუშინდელ 15-საათიან მოლაპარაკებებს NBA-ის კომისრის თანაშემწემ ადამ სილვერმა.

თავად ლიგის კომისარი დევიდ სტერნი პოზიტიური ტენდენციების გამო სიხარულს არ ჩქარობს: "სანამ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერთ, კომპრომისზე ლაპარაკი ნაადრევად მეჩვენება. არ შემიძლია შევაფასო, რამდენად წინ წავიწიეთ მოლაპარაკებების პროცესში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Scalabrine
არ იქნება სეზონი
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა