საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრე სრულდება, სატურნირო ცხრილს სათავეში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" უდგას
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-9 ტურის წინ საპლეიოფო ექვსეულში ხუთი ადგილი ქართველ მორაგბეთა კლუბებს უკავიათ. ჩვენებურთა გუნდებს, "ლიონისა" და "მონპელიეს" გარდა, სტარტი ყველას წარმატებული ჰქონდათ. თუმცა ეს მეტწილად, შესაძლოა, იმით იყო განპირობებული, რომ წამყვანი კლუბების მორაგბეთა უმრავლესობა ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობდა.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრე დასასრულს უახლოვდება და სატურნირო ცხრილს სათავეში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" უდგას. "ვულკანებს" ახალ ზელანდიაში საკმაოდ დიდი რაოდენობის მორაგბე ჰყავდა მივლენილი სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებში, მაგრამ გუნდის სტრუქტურა იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, თამაშის ხარისხს ეს არ დასტყობია.

"კლერმონმა" რვა თამაშიდან შვიდი მოიგო და მხოლოდ ერთხელ წააგო სტუმრად "ტულუზთან" - 9:22. მე-9 ტურში ზირაქაშვილი და კომპანია შინ ბასკურ "ბიარიცს" დაუპირისპირდება, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად 10 ქულით ბოლო ადგილზეა. ბიარიცელებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და ორი ფრდ დაასრულეს.

მათი ასეთი წარუმარტებლობა, შესაძლოა, ლიდერების დიმიტრი იაშვილის, ფაბიენ ბარსელას, დამიენ ტრაისა და იმანოლ არინორდოკის არყოფნითაც აიხსნას, თუმცა, სავარაუდოდ, ბასკურ კლუბს სხვა უფრო სერიოზული პრობლემა უნდა აწუხებდეს. ასეა თუ არა, მომდევნო რამდენიმე ტურში გამოჩნდება. იაშვილი, ბარსელა, ტრაი და არინორდოკი უკვე დაბრუნდნენ და წესით გუნდის თამაშის ხარისხიც უნდა გამოსწორდეს.

"ვულკანები" გასაჭირში მყოფ მეტოქეს, ცხადია, არაფერს დაუთმობენ, მეტიც, ყველაფერს იღონებენ "ბიარიცს" პრემიალური ქულა აართვან და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცონ. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

planetrugby-ს პროგნოზით, "კლერმონი" ცხრა ქულის სხვაობით მოიგებს.

"კლერმონს" კვალში უდგას ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელსაც "ვულკანების" იდენტური შედეგი აქვს. კასტრელები ბოლო სამი სეზონია შესანიშნავად ასპარეზობენ და მუდმივად პლეი ოფში იბრძვიან.

გუნდმა წლეულს, სეზონის დასაწყისშივე დაამტკიცა, რომ მისი ამბიციები საკმაოდ საფუძვლიანია და დროა ჩემპიონის ტიტულს შეუტიოს. კასტრელები, რომელბიც საფრანგეთის სამგზის ჩემპიონები არიან, ამ ტიტულს ბოლოს 1993 წელს ფლობდნენ.

მე-9 ტურში "კასტრი" პარიზულ "მეტრო რასინგს" უმასპინძლებს, რომელიც 17 ქულით მე-7 ადგილზეა. პარიზელები მცდელობას არ აკლებენ ლიდერებში დაიმკვიდრონ ადგილი, მაგრამ ეს აქამდე არ გამოსდიოდათ, რადგან ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე მივლენილი წამყვანი მორაგბეები აკლდათ.

"კასტრი" შინ დაუმარცხებელია და, როგორც planetrugby ვარაუდობს, მინიმუმ შვიდი ქულის სხვაობით გაიმარჯვებს. ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორისაა.

24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელმაც რვიდან ხუთი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ორ მატჩში დამარცხდა. ტულონეების, განსაკუთრებით კი მათი მულტიმილიონერი პრეზიდენტის, მურად ბურჯელალის დიდი ამბიციები საყოველთაოდ ცნობილია. შარშანდელ სეზონში "ტულონი" პლეი ოფის მიღმა დარჩა. წლეულს, როგორც ჩანს, გუნდი უკეთ ათამაშდა. ახალი ზელანდიიდან წამყვანი მოთამაშეებიც დაუბრუნდა და, გამორიცხული არ არის, ჩემპიონობითვის ბრძოლაში უმთავრესი ფავორიტი გახდეს.

მე-9 ტურში "ტულონი" შინ ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს", რომელიც წლეულს ასევე კარგად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-6 ადგილზეა. ბრიველები შარშან ელიტურ დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოდნენ, წლეულს კი ბოლო სამ ტურში ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს, რის შედეგადაც ლიდერთა მარაქაში გაერივნენ.

აღსანიშნავია, რომ წლეულს "ბრივში" ჩაირიცხა ქართველი შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელიც გუნდს მალევე შეეწყო. ბრიველები, ცხადია, შეეცდებიან წაუგებელი სერია ტულონშიც განაგრძონ, მაგრამ ძალიან გაუჭიდრებათ.

planetrugby-ს მიაჩნია, რომ "ტულონი" წლეულს ბევრად უკეთესი ხარისხის რაგბის თამაშობს და მინიმუმ 10 ქულით მოიგებს.

ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც 20 ქულით მე-5 ადგილზეა შინ დაუპირისპირდება მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს".

აჟენელები შარშან დივიზიონდან გავარდნას ბოლო ტურებში გადაურჩნენ. წლევანდელ სეზონში კი ამ გუნდს ვეღარ იცნობთ. მწყობრი და მძლავრი თამაშის წყალობით, შეყლაშვილი და კომპანია პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან.

შარშანდელთან შედარებით უჩვეულოდ ცუდად აქვს საქმე "მონპელიეს". ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ გუნდის 12 მორაგბე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში მსოფლის თასზე ასპარზეობდა. გუნდს ახლახან დაუბრუნდნენ საფრანგეთის ნაკრების წევრები, გუნდის კაპიტანი ფულენსე უოდრაგო და ფრანსუა ტრინ-დუკი.

მონპელიელთა თავკაცმა ფაბიენ გალტიემ წინა ტურისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში შვიდი შეცვლა განახორციელა. უკანა ხაზსა და შერკინებაში მან არგენტინელები ლუკას ამოროსინო, ბუსტოს მოიანო, ხუან ფერნანდესი, ავგუსტინ კრევი და მარტინ ბუსტოსი დააყენა.

კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან მამუკა გორგოძე და გიორგი ჟღენტი. გოდერძი შველიძე კი გუნდის შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, ის თადარიგში იქნება.

planetrugby-ს პროგნოზით, უმძიმეს ბრძოლაში "აჟენი" მინიმუმ სამი ქულის სხვაობით მოიგებს.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონის" გასვლითი შეხევდრა "ბორდოში", ლიონელთა თხოვნით გადაიდო.

IX ტური

კასტრი-მეტრო რასინგი, ბაიონი-პერპინიანი, ბორდო-ლიონი, კლერმონი-ბიარიცი, ტულონი-ბრივი, ტულუზი-სტად ფრანსე, აჟენი-მონპელიე.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 30 ქულა, 2. კასტრი - 30, 3. ტულუზი - 28, 4. ტულონი - 24, 5. აჟენი - 20, 6. ბრივი - 18, 7. მეტრო რასინგი - 17, 8. პერპინიანი - 17, 9. სტად ფრანსე - 15, 10. მონპელიე - 13, 11. ბორდო - 13, 12. ლიონი - 12, 13. ბაიონი - 11. 14. ბიარიცი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა