რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალური მცველი ქეცბაიამ მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვისაც გამოიძახა
რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალურ მცველს ლექსო კვახაძეს ექტორ რაულ კუპერი ენდობოდა და ხშირად ათამაშებდა, "ჯვაროსნების" ფორმა 12-ჯერ მოურგია, მაგრამ თემურ ქეცბაია და კარგა ხანი არ იწვევდა.

თუმცა საბერძნეთთან და ახლა მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსთაველთა 27 წლის მცველი კვლავ გაიხსენა.

- ნაკრებში გამოძახება სტიმულს დაგიბრუნებდა.

- ბოლოს ნაკრებში ორი წლის წინ ვითამაშე, ამიტომ დაბრუნება ძალიან გამიხარდა. ცხადია, ეს დიდი სტიმულია.

- ქეცბაია რომ არ გიწვევდა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ხომ არ შეგეპარა?

- პირიქით, სურვილი გამიჩნდა, კარგად მოვმზადებულიყავი და, შანსი თუ გამოჩნდებოდა, გამომეყენებინა. ამ ორი წლის განმავლობაში საქმისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შევცვალე, უფრო პროფესიონალურად მივუდექი და მონდომება დამიფასდა. მინდა დავამტკიცო, რომ ძირითადში თამაშის ღირსი ვარ და, თუ მოედანზე გამიშვებენ, თავს არ დავზოგავ.

- მონდომება კარგია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრების დონეზე გადასვლა ძნელია.

- ძნელია, მაგრამ კარგი მომზადებით და სწორი მიდგომით შეუძლებელიც არ არის. სხვათა შორის, ესეც სათქმელია: ჩვენს ჩემპიონატს ბევრი ზერელედ ეკიდება, არადა, ბევრ კარგად აწყობილ ჩემპიონატთან შედარებით, აქ თამაში უფრო ძნელია. თუ გავითვალისწინებთ, როგორი პირობებია საქართველოში და როგორი _ უცხოეთში, მივხვდებით, რომ ჩვენი გუნდები და ფეხბურთელები კიდევ კარგ დონეზე არიან. ბევრი ჩვენი მოთამაშის ჩამოთვლა შეიძლება, ევროპელების დარ პირობებში გაცილებით მაღალ დონეზე რომ ითამაშებდა. უკეთესი იქნება, ევროპაში უფრო მეტი მიდიოდეს, ეს ნაკრებსაც დაეტყობა.

- წლეულს "მეტალურგის" გამოსვლაზე რას იტყვი?

- ვფიქრობ, ცუდად არც ევროპის ლიგაზე გამოვსულვართ და ეროვნულ ჩემპიონატშიც კარგად მივდივართ. "მეტალურგი" ერთსულოვანი გუნდია და ეს მოედანზეც ჩანს.

- შენი აზრით, აქვს "მეტალურგს" ჩემპიონობის რეალური შანსი?

- რა თქმა უნდა, და საკმაოდ დიდიც, რადგან ახალი სისტემით პირველ რვა გუნდში საუკეთესო შედეგი გვაქვს და თუ ლიდერებთან დარჩენილ შეხვედრებშიც გავიმარჯვებთ, ფინალურ ეტაპზე ჩემპიონობისთვის ბრძოლაც იქნება შესაძლებელი. ეს "დინამოსთან" თბილისში მოგებითაც დადასტურდა. ჩემი აზრით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "მეტალურგის" მთავარი კონკურენტი "ზესტაფონია", დალაგებული და კარგად შეთამაშებული გუნდი. გამართლებაზეც ბევრია დამოკიდებული და ვნახოთ.

- ახალი ხელმძღვანელებისა და კობა ჟორჟიკაშვილის მოსვლით გუნდში რა შეიცვალა?

- ყველა მწვრთნელს თავისი პრინციპები აქვს და, ცხადია, ჟორჟიკაშვილმაც ბევრი რამ შეცვალა. გამოვარჩევდი ერთს _ სტაბილურად ერთი ტაქტიკით, სამი თავდამსხმელით გვათამაშებს.

- შენი აზრი წლევანდელ ჩემპიონატზე.

- ვფიქრობ, შარშანდელზე უკეთესი ჩემპიონატია. წვრილმანი არ არის, ტურის ცენტრალური შეხვედრა კარგ მოედანზე და განათებით რომ ტარდება და პირდაპირი რეორტაჟი გადაიცემა. ეს განწყობას ფეხბურთელებსაც უქმნის და ხალხსაც.

ჩემი აზრით, საერთო დონეც ამაღლდა, რადგან წლეულს ჩემპიონობისთვის უფრო მეტი გუნდი იბრძვის, ასეთი არაპროგნოზირებადი ჩემპიონატიც ძნელი გასახსენებელია და გეტყვით, რატომაც: "ტორპედოს" გაუჩნდა ამბიცია, რამაც ლიდერებში ვითარება დაძაბა, თანაც, უმაღლეს ლიგაში გადმოსული "მერანი", "გაგრა", "დილა" და მოღონიერებული "ბაია" წინა წლების აუტსაიდერებივით თამაშამდე არ აგებენ. ახლა იოლად სამ ქულას ვერავისთან აიღებ.

ისიც კარგია, რომ რამდენიმე ქალაქში მოედანი გააკეთეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, კარგი საფარი ყველა ქალაქში უნდა იყოს, რაც თამაშის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. ხელოვნური მოედნებიც არ არის ცუდი, მაგრამ მერე ბალახზე თამაში ჭირს და ტრავმის მეტი რისკია.

- შენს პირად ამბებზეც ვთქვათ: 27 წლისა ისევ საქართველოში თამაშობ. ამბიცია ამით ამოგეწურება?

- რა თქმა უნდა, არა. წასვლა გამართლებაზეც არის, მე კი ჯერ არ მიმართლებს და საქართველოს შემოვრჩი, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. ზამთარში სატრანსფერო სეზონი გაიხსნება და ვნახოთ, იქნებ ახლა მაინც გადავიდე უკეთეს ლიგაში.

- ვიცი, რომ "ირტიში" გიწვევდა, სადაც ბევრად უკეთესი პირობებია, მაგრამ ნაკრების კანდიდატის ყაზახეთში წასვლა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

- მეც ასე ვფიქრობ და უკეთეს ლიგაში მსურს თამაში. მეტი შრომითა და მონდომებით, ვფქრობ, ეს შესაძლებელი იქნება. რამდენიმე წინადადება ნამდვილად მაქვს, მაგრამ "მეტალურგთან" კონტრაქტი მაისში მიმთავრდება, გუნდს კი ჩემპიონობა სურს და არ ვიცი, გამიშვებენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა