"ვირტუსის" ქართველი მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გუნდი "სკავოლინისთან" 66:71 დამარცხდა

მანუჩარ მარკოიშვილი მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გუნდი დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ქართველების გუნდი "კანტუმ" "სკავოლინის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 66:71 წააგო.

კანტუელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 3 ქულით იგებდნენ, თუმცა სტუმრებს გადამწყვეტ მეოთხედში ვერ გაუმკლავდნენ და საბოლოოდ დამარცხდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წუთი ითამაშა, მარკოიშვილს ეს დრო საიმისოდ ეყო, რომ თავისიანთა შორის ყველაზე მეტი ქულა მოეგროვებინა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა და "კანტუს" შემადგენლობაში ბომბარდირი გახდა. 12 ქულასთან ერთად მარკოიშვილს 4 მოხსნაც ჰქონდა.

მხოლოდ 7 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ორვე საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა. მისი საბოლოო მონაგარი 2 ქულა და ამდენივე დაფარებაა. "კანტუსთვის" ეს იყო პირველი მარცხი 4 ტურის შემდეგ ქართველების გუნდი ჯერჯერობით პირველ ადგილზეა. თუმცა დღეს სავარაუდოდ ჩამოქვეითდება, რადგან სერია A-ს დანარჩენი 7 მატჩი სწორედ ამ საღამოს უნდა გაიმართოს. ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარი" კრემონის "ვანოლის" მასპინძლობს, ხოლო ნიკა მეტრეველის "დინამო სასარი" "არმანი ჯინსს".

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა