დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამერიკელი ჩოგბურთელის ალექს ბოგომოლოვის გადაწყვეტილებამ იმის თაობაზე, რომ მან დევისის თასზე რუსეთის ნაკრების რიგებში თამაში მოინდომა
დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამერიკელი ჩოგბურთელის ალექს ბოგომოლოვის გადაწყვეტილებამ იმის თაობაზე, რომ მან დევისის თასზე რუსეთის ნაკრების რიგებში თამაში მოინდომა. ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) საჯაროდ გამოხატა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება და რუსული მხარისგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვა.

საქმე ისაა, რომ ბოგომოლოვი 1992 წელს, 9 წლის ასაკში გადავიდა რუსეთიდან აშშ-ში საცხოვრებლად და ბოკა-რეიტონის ეროვნულ საწვრთნელ ცენტრში დაიწყო ვარჯიში. ასოციაცია რეგულარულად უხდიდა ბოგომოლოვს ფულს ტურნირებზე სამოგზაუროდ, აგრეთვე პირდაპირ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა ყოფილ რუსს.

ასოციაციის ხელმძღვანელთა გამოთვლებით, ბოგომოლოვის ჩოგბურთელად ჩამოყალიბებისთვის ამერიკულმა მხარემ დაახლოებით 50 ათასი დოლარი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის ამერიკელ მწვრთნელებთან უფასო მეცადინეობა. ახლა USTA ამტკიცებს, რომ თავის დროზე, ეს რესურსი შეიძლებოდა სხვა ჩოგბურთელზე დაეხარჯა.

ბოგომოლოვმა უკვე მიმართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას თხოვნით - უფლება მისცეს დევისის თასზე რუსეთის ნაკრების ღირსება დაიცვას. დევისის თასის წესების თანახმად, ქვეყანა, რომელიც უცხოელი მოთამაშის მიწვევის სურვილს გამოთქვამს, საერთაშორისო ფედერაციას იმ მატჩამდე ექვს თვემდე ადრე უნდა მიმართოს, რომელშიც "ლეგიონერის" გამოყენებას აპირებს და დაელოდოს სპეციალური კომისიის შესაბამის ნებართვას.

ცოტა ხნის წინ, ეს ვადა ექვსიდან სამ თვემდე შემცირდა, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, უკვე შევიდა ეს წესი ძალაში თუ ის მომავალი სეზონიდან ამოქმედდება. ბოგომოლოვს იმედი აქვს, რომ რუსეთის ნაკრებს 10-12 თებერვალს 2012 წლის გათამაშების პირველ წრეში ავსტრიის წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება.

ჩოგბურთელის მომავალი ბედი აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციაზეა დამოკიდებული. ამერიკელებს უფლება აქვთ მიმართონ საერთაშორისო ფედერაციას სამწლიან "კარანტინში" მოათავსონ ბოგომოლოვი ან მოსთხოვონ მოთამაშეს აანაზღაუროს მის მომზადებაზე გაწეული თანხები.

"ბოგომოლოვის საქმესთან" დაკავშირებით საერთაშორისო ფედერაცია დეკემბერში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს რეიტინგის 36-ე ნომერი 2012 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ აშშ-ის სახელით თამაშს შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა