გაისად იანვარში ჰოლანდიური ეინდჰოვენი წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
გაისად იანვარში ჰოლანდიური ეინდჰოვენი წყალბურთელ ვაჟთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. დასკვნით ეტაპზე მედლებისთვის 12 გუნდი იასპარეზებს.

გასულ უქმეებზე იმ ექვსი ნაკრების ვინაობა გაირკვა, რომლებიც ჯგუფური ტურნირების შემდეგ ორრაუნდიან ფლეი ოფში იბრძოდნენ ფინალში მოსახვედრად. საქართველოს ნაკრებმა რუმინელებთან პირველი მატჩი შინ 5:11 წააგო, განმეორებითი პაექრობა კი ბუქარესტში უფრო დიდი სხვაობით დათმო - 6:18 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთს თუ მივიჩნევთ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების წყალბურთელთა გუნდი 1954 წლიდან კონტინენტის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე პირველად ვერ მოხვდა - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან ორივე შეხვედრაში დამარცხდა, შესაბამისად, 4:11 და 6:13. საგულისხმოა, რომ რუსებმა 2009 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებიც გამოტოვეს.

ფლეი ოფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: მალტა-გერმანია 6:15 (პირველი პაექრობა-5:21), სლოვაკეთი-საბერძნეთი 3:9 (7:13), მაკედონია-საფრანგეთი 12:4 (6:8), თურქეთი-სლოვენია 9:9 (7:5).

ამდენად, 2012 წელს ეინდჰოვენში მედლებისთვის იბრძოლებენ: ხორვატია, იტალია, სერბეთი, უნგრეთი, ჩერნოგორია, ჰოლანდია, გერმანია,რუმინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მაკედონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა