"ჰერტამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ვოლფსბურგს", ბერლინელთა 34 წლის ქართველმა ვეტერანმა კი გოლი პენალტით გაიტანა
ორი წლის და თვე-ნახევრის შემდეგ ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში გაიტანა! 34 წლის ქართველმა ვეტერანმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში თავი ბოლოს 2009 წლის სექტემბერში გამოიჩინა, როცა "შალკეს" "კიოლნთან" 2:1 მოაგებინა. მას მერე "კობიმ" ერთი სეზონი მეორე ბუნდესლიგაში გაატარა და ელიტაში ბერლინის "ჰერტასთან" ერთად დაბრუნდა. ჩვენებური დედაქალაქელთა შეუცვლელი ფეხბურთელია, მან 11-ივე მატჩი სრულად (990 წუთი) ითამაშა.

შაბათს "ჰერტამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ვოლფსბურგს", კობიაშვილმა 37-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში 2:1 გახადა ბერლინელთა სასარგებლოდ. ლევანმა პენალტი ჩვეულად დაარტყა - ცენტრში. ეს მისი 30-ე გოლია ბუნდესლიგაში. "შპორტალმა" ჩვენებურის თამაში "ვოლფსბურგთან" 3 ბალით შეაფასა.

სეზონში პირველი გოლი გაიტანა აფრიკის კონტინენტზე ჩვენმა ერთადერთმა ლეგიონერმა გიორგი ნერგაძემ. 29 წლის ექსდინამოელმა კეიპტაუნის "აიაქსს" გაუტანა - 50-ე წუთზე მასპინძლები კუთხურს აწოდებდნენ, ნერგაძემ ბურთი დაუშვებლად გაგზავნა მეტოქის კარში. ეს თამაში ქართველის "მოროკამ" 3:2 მოიგო, ჩვენებური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა" 19 ქულით მესამე ადგილზეა. მეორე სეზონია, ნერგაძე ამ კლუბშია, შარშან მან 3 გოლი გაიტანა.

ფინეთში ზამთარი წელიწადის ყველა დროზე ხანგრძლივია, ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ იქ საფეხბურთო სეზონი უკვე დასრულდა და ამ უქმეებზე ჩემპიონი ჰიკ-ი გახდა. 29 წლის ირაკლი სირბილაძის "იარომ" ჩემპიონატი 31 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ამიერიდან "იაროს" ბედი ნაკლებად გვაინტერესებს (თუმცა ეს კლუბი არ გავარდნილა), რადგან ქართველი ფორვარდი ახალი სეზონიდან ითამაშებს ტურკუს "ინტერში", რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა ვეიკაუსლიგაში. ეს სეზონი წარმატებული გამოდგა ჩვენებურისთვის - ირაკლიმ რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე კპვ-ში დაიწყო (11 თამაში, 1 გოლი) და შემდეგ გადავიდა "იაროში" (იჯარით), სადაც 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ბოლო ორ ტურში მას აღარ უთამაშია.

დასრულდა რანგით მეორე იუკონენლიგაც. მოკლედ გაგაცნობთ იქ მოთამაშე ქართველთა შედეგებს: მე-6 ადგილზე გასულ "კოტეპეს" შემადგენლობაში 19 თამაშში 1 გოლი გაიტანა 26 წლის მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა, ხოლო მეკარე ლევან ლომიძემ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ზემოთ ნახსენები კპვ იუკონენლიგიდან გავარდა. მის შემადგენლობაში ითამაშეს ნიკა კილაძემ (12 მატჩი), გიორგი ხიდეშელმა (3 მატჩი, 3 თამაში მან უმაღლესი ლიგის "იაროშიც" მოასწრო) და ერეკლე კილაძემ (3).

სეზონში პირველი გოლი გაიტანა 32 წლის გიორგი შაშიაშვილმა, "ერგოტელისის" მცველმა მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში "ასტერასთან" მატჩში, კუთხურის გათამაშებისას კარისკენ ზურგით მდგომმა გიორგიმ თავით დაასწრო მეკარეს. შაშიაშვილმა თებერვლის მერე პირველად გაიტანა.

სხვა ჩემპიონატებში გოლები გაიტანეს: გიორგი მერებაშვილმა პენალტით (სერბეთი, "ვოივოდინა"), გაგა ჩხეტიანმა (ისრაელი, ლეუმითლიგა, "ბეერშევა), ილია კანდელაკმა (აზერბაიჯანი, "ინტერი") და თომა ტაბატაძემ (ლიტვა, "კრუოია") .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა